მარნეულში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
დღეს, პირველ ივნისს, მარნეულში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღნისძიება 11:00 საათზე მარნეულის ცენტრალურ პარკში „კიდევაც დაიზრდებიან“ დაიწყო და 14:00 საათამდე გაგრძელდა.

„ღონისძიებაზე „მშვიდობა მსოფლიოს ბავშვებს“: მოეწყობა გასართობი სივრცე, გასაბერი ბატუტით და ატრაქციონით, გაიმართება მხიარული სტარტები და ანიმატორების შოუ. აქტივობები დასრულდება კონცერტით“. - აღნიშნულია მარნეულის მერიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში

მარნეულის მერიასთან ერთად ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ღონისძიებები დაგეგმა მარნეულის კულტურის ცენტრმაც. კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ღონისძიება 15:00 საათზე დაიწყო. სტუმრებს ადგილზე დახვდათ იტალიური ქუჩის წარმოდგენა, ხოლო ღონისძიება მარნეულის კულტურის ცენტრის ვოკალური სტუდიის აღსაზრდელებმა და ბენდმა „Mead Night” დაასრულა.

რადიო „მარნეული“

Print