მარნეულში კონკურს-ფესტივალი ,,სხვა საქართველო სად არის“ გაიმართა
დღეს 16 ივნისს, მარნეულის კულტურის ცენტრში, ქართული სიმღერის კონკურს-ფესტივალი ,,სხვა საქართველო სად არის" ჩატარდა. კონკურსი ორ ეტაპს მოიცავს და მოზარდები მონაწილეობას, მთელი საქართველოს მასშტაბით იღებენ. კონკურს-ფესტივალის ორგანიზატორის, მაია ჯამალაშვილის თქმით, ღონისძიება მარნეულში უკვე ექვსი წელია ტარდება.


,,პირველი ფესტივალი იყო 2016 წელს, რომელიც გიორგი ფხაკაძემ და მე დავაფუძნეთ. თავიდან, მხოლოდ ქვემო ქართლით დავიწყეთ და ყოვე წელს გვემატება რეგიონები. დღეს უკვე მთელი სქართველოა წარმოდგენილი, დუშეთი, სამცხე-ჯავახეთი, ბოლნისი, რუსთავი და ა. შ. გვყავს ძალიან კომპეტენტური ჟიური და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვმღერით მხოლოდ ქართულ სიმღერებს. პიველ ტურში, სიმღერები მხოლოდ სამშობლოზეა, მეორე ტურში ქართული სიმღერა ნებისმიერ თემაზე". - თქვა ჯამალაშვილმა


კონკურს-ფესტივალის ორგანიზატორის თქმით, ფინალი 29 ივნისს მარნეულში გაიმართება, სადაც გამოვლინდება გამარჯვებული.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები