ხოჯორნის საჯარო სკოლაში „შემოდგომის დღესასწაული“ გაიმართა - ფოტო
1 ნოემბერს ხოჯორნის საჯარო სკოლის აზერბაიჯანულენოვანი სექტორის მოსწავლეებმა ღონისძიება „შემოდგომის დღესასწაული“ გამართეს.

ახალი აზროვნების ინსტიტუტის თანადამფუძნებელი ქამრან ეფენდიევი რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ღონისძიება ხოჯორნის საჯარო სკოლუს აზერბაიჯანულენოვანი სექტორის მასწავლებლების მიერ იქნა ორგანიზებული. მისი თქმით, ღონისძიების ძირითადი მიზანი მოსწავლეების უნარების წარმოჩენა და შემოდგომის დახვედრაა.

„ღონისძიების მიზნებიდან ერთ-ერთი მოსწავლეების უნარების განვითარება იყო. ამის გარდა ღონისძიებაზე სასწავლო პერსონალმა, დირექტორმა ბავშვებს მიულოცა. მშობლებიც ესწრებოდნენ ღონისძიებას“.

ღონისძიების დროს მოსწავლეებმა ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე ლექსები და სიმღერებეი წარადგინეს, შეასრულეს სხვადასხვა საცეკვაო ნომრები და დახატეს ნახატები.

























































































































































































Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები