თოჯინები მათთვის გასაგებ ენაზე საუბრობენ- სოფლად მცხოვრები ბავშვების პირველი სპექტაკლის ემოცია
სოფლად მცხოვრებ ბავშვებს პირველად მიეცათ შესაძლბლობა სპეტქაკლი მშობლიურ ენაზე ნახონ. „ლუნა და ციცინათლების პლანეტა“ მარნეულის სოფლებს ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე მოივლის.

„პირველად მოვხვდი თეატრში. ვერც კი წარმოვიდგენდი, ასეთი საინტერესო თუ იქნებოდა"

"გავიგე, რომ ყველა თანასწორი უნდა იყოს, რადგანაც შემდეგში ბავშვებმა თავისი მეგობრები არ დაჩაგრონ"
- თქვეს 7 წლის აისუნმა და 9 წლის ნიკამ, რომლებიც მარეთში ჩატარებულ სპექტაკლს დაესწრნენ.


„ლუნა და ციცინათელების პლანეტა“ მოგვითხრობს ერთი ოჯახის ამბავს, რომლის გარშემოც ჯადოსნური თავგადასავლები ხდება. მშობლები შვილების აღზრდის პასუხისმგებლობასა და საოჯახო საქმეებს თანაბრად ინაწილებენ, მხარს უჭერენ და აძლიერებენ შვილებს, რადგან სჯერათ, რომ თითოუელი მათგანი უნიკალური და განსაკუთრებულია, განურჩევლად სქესისა. სპექტაკლის შინაარსი პატარა მაყურებლებს და მათ მშობლებს შეახსენებს, რომ უახლოეს ადამიანებზე ყოველდღიური ზრუნვა და საერთო გამოწვევებთან გამკლავება ამ ოჯახის ბედნიერებისა და ჰარმონიის საფუძველია.

სპექტაკლი გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის, მარნეულის კულტურის ცენტრთან თანამშრომლობითა და ევროკავშირის მხარდაჭერით შეიქმნა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები