8 ნოემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვში „ჯავახიშვილობა
2022“ გაიმართება.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, გამოჩენილი ქართველი
მწერლის, მიხეილ ჯავახიშვილის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება 13:00
საათზე დაიწყება.
„ღონისძიებაზე იქნება წარმოდგენილი ეტიუდები მწერლის
სხვადასხვა ნაწარმოებებიდან. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ
დაათვალიერონ მუზეუმში დაცული ექსპონატები. დასწრება თავისუფალია,
გეპატიჟებით ყველას“ - წერია მერისს მიერ გამოქვეყნებულ
ინფორმაციაში.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ „„ჯავახიშვილობა 2022“ -ის
გასამართად ბიუჯეტში 25 185 ლარი გაითვალისწინა და ტენდერი 13
ოქტომბერს გამოაცხადა. ტენდერში გაიმარჯვა კომპანია “GOMARTELI &
Company”-იმ , რომელმაც მუნიციპალიტეტს ღონისძიების ჩატარება 22 173
ლარს შესთავაზა.
ამავე თემაზე:
წერაქვში „ჯავახიშვილობა 2022“
გაიმართება
გარეკანის ფოტო: მარნეულის მერია