„მიმინო“, „ბროწეული“, „ფოტოგრაფი“ - შაუმიანში ქუჩების სახელები დაამტკიცეს
სოფელ შაუმიანში არსებული ქუჩებს სახელები დაამტკიცეს. ამის შესახებ ინფორმაცია 14 ნოემბერს გამართულ საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი. საკითხი გასახილველად მუნიციპალიტეტში სოფლების სახელდების კომისიის წევრმა, ირინე მაჭარაშვილმა გამოიტანა და აღნიშნა, რომ მათ უკვე აქვთ თანხმობა სამთავრობო კომისიიდან, რომ შაუმიანში არსებულ ქუჩებს სახელები მიანიჭონ.

„ამ ეტაპზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქმედი სახელდების კომისიის მიერ განხილული იქნა სოფელ შაუმიანის ქუჩების სახელდება. კანონის შესაბამისად, შერჩეული იქნა საზოგადო მოღვაწეების, ადგილობრივი მაცხოვრებლების, რომლებსაც დამსახურება ჰქონდათ მოსახლეობის წინაშე. კონსულტაციის საფუძველზე, რომელიც მოსახლეობასთან ჩატარდა, აღნიშნული საკითხი გაიგზავნა საკრებულოში განსახილველად. ხოლო საკრებულოს მიერ, ეს საკითხი იქნა გაგზავნილი ინფრასტრუქტურის სამინისტროს გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დაგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიულ იობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის სხდომაზე განსახილველად. მიმდინარე წლის 8 ნოემბერს მიღებული იქნა კომისიის დასკვნა, რომელიც გვაძლევს თანხმობას ჩვენს მიერ გაგზავნილი სახელწოდებები ეწოდოს შაუმიანში ქუჩებს.“ - თქვა ირინე მაჭარაშვილმა და ღანიშნა, რომ შაუმიანში ქუჩების
სახელების შერჩევა, მოსახლეობასთან თანხმობით მოხდა. 

მუნიციპალიტეტში სოფლების სახელდების კომისიის წევრმა, ქუჩების დასახელებებზე და სახელდების მნიშვნელობზე ისაუბრა:

N1 ქუჩა - მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩა (როგორც მოგეხსენებათ, მიხეილ ჯავახიშვილი სოფელ წერაქვში ცხოვრობდა, აღნიშნული ქუჩა წარმოადგენს ცენტრალურ ქუჩას და მოსახლეობის მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ცენტრალურ ქუჩას, რომელიც მიემართება სოფელ წერაქვისაკენ დაერქვას მიხეილ ჯავახიშვილის სახელი)
N2 ქუჩა - შრომის ქუჩა
N3 ქუჩა - ნაღვარევის ქუჩა (როგორც მოგეხსენებათ, ისტორიულ წყაროებში სოფელი შაუმიანი მოიხსნიება, როგორც ნაღვარევი ამიტომ სურვილი იყო რომ ეს ისტორიული არ დაკარგულიყო და გარკვეულწილად ერთ-ერთ ქუჩას მაინც დარქმეოდა)
N4 ქუჩა - იეთიმ გურჯის ქუჩა (მოგეხსენებათ, რომ მას ძალიან კარგად აქვს წარმოდგენილი საქართველოს მრავალეთნიკურობის შესახებ თავის ლექსებში და მოსახლეობის მიერ იყო სურვილი რომ ეთიმ გურჯის სახელი დაერქვას ქუჩას)
N5 ქუჩა - კავკასიის ქუჩა
N6 ქუჩა - საიათნოვას ქუჩა (მოგეხსნებეათ, საიათნოვა იყო აშუღი რომელიც ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე წერდა ლექსებს და ერეკლე II-ის კარზე მოღვაწეობდა)
N7 ქუჩა - მეწაღეს ქუჩა (ამ ქუჩაზე ცხოვრობდა ერთ-ერთი ცნობილი მეწაღე და შესაბამისად მოსახლეობას უნდოდა რომ მისი სახელი ჰქონდეს)
N8 ქუჩა - იაკობ გოგებაშვილის ქუჩა
N9 ქუჩა - ფრუზიკ მკრტიჩიანის ქუჩა
N10 ქუჩა - მიმინოს ქუჩა (ქართულ-სომხური მეგობრობის აღსანიშნავად ამ ქუჩას გვინდა ეწოდოს ცნობილი ქართული ფილმის მიმინოს სახელი)
N11 ქუჩა - ნაქალაქარის ქუჩა
N12 ქუჩა - ძველი უბნის ქუჩა
N13 ქუჩა - გეორგ მირზოევის ქუჩა (ეს პიროვნება ცხოვრობდა სოფელ შაუმიანში, იყო ექიმი და ძალიან ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული ადგილობრივი მოსახლეობისათვის)
N14 ქუჩა - გია რომელაშვილის ქუჩა (მოგეხსენებათ, რომ გია რომელაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გმირულად დაიღუპა, დაკავშირებულია მისი სახელი მარნეულის მუნიციპალიტეტთან და პატივისცემის ნიშნად ჩვენ გვინდა, რომ ერთ-ერთ ქუჩას ეწოდოს მისი სახელი)
N15 ქუჩა - შუშანიკის ქუჩა
N16 ქუჩა - სამღებროს ქუჩა
N17 ქუჩა - არმონ ბაბაჯანიანის ქუჩა
N18 ქუჩა - წისქვილის ქუჩა (აქ იყო წისქვილი ჯერ კიდევ ერთი საუკუნის წინ და შესაბამისად ეს სახელი გვინდა რომ აღვადგინოთ ამ ქუჩაზე)
N19 ქუჩა - ლორეს ქუჩა
N20 ქუჩა - მეგობრობის ქუჩა
N21 ქუჩა - ნოდარ დუმბაძის ქუჩა
N22 ქუჩა - ფოტოგრაფის ქუჩა ( აქ ცხოვრობდა ერთ-ერთი ფოტოგრაფი, ალბათ ბევრისთვის ნაცნობია ეს სახელი და სიმბოლურად გვინდა რომ არ დავუკარგოთ მას თავისი დამსახურება)
N24 ქუჩა - ფიროსმანის ქუჩა
N26 ქუჩა - მარნეულის ქუჩა
N27 ქუჩა - თბილისის ქუჩა
N28 ქუჩა - ერევნის ქუჩა
N29 ქუჩა - ქუთაისის ქუჩა
N30 ქუჩა - ბროწეულის ქუჩა
N31 ქუჩა - ანა კალანდაძის ქუჩა
N32 ქუჩა - სერგო ფარაჯანოვის ქუჩა
N34 ქუჩა - ალექსანდრე მელიქ ფაშაევის ქუჩა
N35 ქუჩა - ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩა
N36 ქუჩა - 9 აპრილის ქუჩა
N37 ქუჩა - აფხაზეთის ქუჩა
N38 ქუჩა - შავი ზღვის ქუჩა
N39 ქუჩა - ჟიული შარტავას ქუჩა
N40 ქუჩა - საბა რათიანის ქუჩა
N41 ქუჩა - ვაზის ქუჩა
N42 ქუჩა - აჭარის ქუჩა
N45 ქუჩა - იუნკერთა ქუჩა
N46 ქუჩა - ახალშენის ქუჩა
N47 ქუჩა - ოვანეს თუმანიანის ქუჩა
N50 ქუჩა - ცხრა ძმა ხერხეულიძის ქუჩა
N51 ქუჩა - შინდისის ქუჩა
N52 ქუჩა - სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა
N53 ქუჩა - გიორგი მაზნიაშვილის ქუჩა
N54 ქუჩა - კრწანისის ქუჩა
N55 ქუჩა - დიდგორის ქუჩა
N56 ქუჩა - მარტყოფის ქუჩა
N57 ქუჩა - მაჩაბლის ქუჩა
N58 ქუჩა - ხეივნის ქუჩა
N59 ქუჩა - რიყის ქუჩა
N60 ქუჩა - ექვთიმე თაყაიშვლის ქუჩა
N61 - არის დევნილთა დასახლება, რომელსაც უნდა ვუწოდოთ ლიახვის ქუჩა. სიმბოლურად იმ ადგილის სახელი, საიდანაც დევნილები არიან და იმედი გვაქვს, როდესმე დაბრუნდებიან იმ ტერიტორიაზე.

ირინე მაჭარაშვილის განმარებით, შემდეგი ეტაპი აბრების დამზადებაა, რომლებსაც ქუჩებზე განათავსებენ

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები