ტოლერანტობის დღეს სოციალური სამარლიანობის ცენტრი უმცირესობების უფლებრივ მდგომარეობას ეხმიანება
ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სოციალური სამართლიანობის ცენტრი საქართველოში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებრივ მდგომარეობას ეხმიანება და ამ მიმართულებით უფრო სამართლიანი და თანასწორი პოლიტიკის გატარებისთვის საქართველოს ხელისუფლებას დროული და ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. სოციალური სამართლიანოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცით, ბოლო წლებში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებრივი და სოციალური მდგომარეობა კვლავ არ გამხდარა ძირეული პოლიტიკური ცვლილებების და რეფორმების საგანი.

„უმცირესობების პოლიტიკური
მონაწილეობა 2020 წლის არჩევნების შემდეგ მკვეთრად გაუარესდა. ამ მოცემულობით პარლამენტში უმცირესობების წარმომადგენელი მხოლოდ 6 დეპუტატია, რაც წინა წლების მონაცემებთან შედარებით ყველაზე დაბალი ნიშნულია. ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური მონაწილეობა დაბალია იმ მუნიციპალიტეტებშიც კი, სადაც ეს ჯგუფები კომპაქტურად და ტრადიციულად ცხოვრობენ. სახელმწიფოს უმაღლესი ორგანოების ქვეშ არ მოქმედებს რეგულარული, დემოკრატიული და ინკლუზიური საკონსულტაციო მექანიზმები, რომელიც არადომინანტურ ეთნიკურ ჯგუფებს გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე რეალური გავლენის მოხდენის შესაძლებლობას მისცემდა. ამ დრომდე პრობლემურია ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონში სერვისის მიწოდებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ადმინისტრაციულ წარმოებაში უმცირესობების ენების გათვალისწინება. უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში კლანური და არაფორმალური მმართველობის პრაქტიკები ყველაზე მძიმედ ჩანს (განსაკუთრებით ჯავახეთში) და აშკარაა, რომ ინსტიტუციური პოლიტიკა არ უშვებს ამ რეგიონების რეალურ დემოკრატიზაციას. საქართველოს სახლემწიფოს ევროპის საბჭოს ჩარჩო კონვენციის ფარგლებში ევალება მიიღოს პოზიტიური ზომები უმცირესობების პოლიტიკური მონაწილეობის ხელშესაწყობად და ეს რეკომენდაცია ევროპის საბჭოს სამივე ციკლის შეფასებაში მოხვდა. თუმცა, ამ მოწოდებების მიუხედავად, ხელისუფლებას ამ დრომდე არც ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური მონაწილეობის გასაზრდელად არ გადაუდგამს“

ცენტრის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეთნიკური უმცირესობების დასაქმება საჯარო სამსახურში ასევე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება საქართველოში. კვლავ პრობლემურია სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი თემებისთვის ხარისხიან განათლებაზე წვდომა, რაც ამ თემებს სოციალური გარიყულობისა და სიღარიბისთვის წირავს. ეთნიკურ უმცირესობების თემებში თითქმის 3-ჯერ ნაკლებია ხელმისაწვდომობა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებზე; კვლავ პრობელმურია ზოგადი განათლების ხარისხი და მასწავლებლების კვალიფიკაციისა და სახელმძღვანელობის სტანდარტის საკითხი.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის სრული განცხადება შეგიძლიათ იხილოთ აქ:

გარეკანის ფოტო: სოციალური სამართლიანობის ცენტრი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1