მარნეულში "შოთაობა" 21 ნოემბერს აღინიშნება
21 ნოემბერს მარნეულში „შოთაობა“ აღინიშნება. გვირგვინით და ყვავილებით შეიმკობა შოთა რუსთაველის ძეგლი. ადგილობრივმა თვითმმართველობამ 200 ლარის ყვავილები გამარტივებული წესით იმდმეწარმე შორენა სვიანიძე-მაჭავარიანისგან უკვე შეიძინა. ერთ ცალ გვირგვინში მერიამ 140 ლარი, 10 ცალ ვარდში კი 60 ლარი გადაიხადა.

როგოგორც რადიო „მარნეულს“ ადგილობრივ თვითმმართველობაში უთხრეს, „შოთაობა“ მცირე ღონისძიებით აღინიშნება მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში, სადაც სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები ვეფხისტყაოსნიდან ნაწყვეტებს წაიკითითხავენ.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ „შოთაობის“ დღესასწაულის დაწესებას მხარი 2021 წლის 6 აგვისტოს დაუჭირა. დღესასწაულის დაწესების ინიციატივით საკრებულოს სხდომაზე მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსმა, ელგუჯა კუპატაძემ გამოიტანა და აღნიშნა, რომ „შოთაობის“ სახალხო დღესასწაული მუნიციპალიტეტში ყოველი წლის 20 ნოემბერს უნდა აღინიშნოს.

აღსანიშნავია, რომ მარნეულში შოთა რუსთაველლის ძეგლი ოფიციალურად 2021 წლის 24 ნოემბრეს გაიხსნა. ქანდაკების შესყიდვა და მონტაჟი მუნიციპალიტეტს 112 520 ლარი დაუჯდა.

გარეკანის ფოტო: რადიო "მარნეულის" არქივი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები