შაბან მამედოვიმა ახალი სიმღერა ჩაწერა - ვიდეო

მარნეულელმა მომღერალმა შაბან მამედოვმა ახალი სიმღერა ჩაწერა.

მის მიერ შესრულებული სიმღერა თურქ მომღერალსა და მწერალს ილიას იალჩინთაშს ეკუთვნის.

შაბან მამედოვმა რადიო „მარნეულთან“ საურბისას განაცხადა, რომ მის მიერ შესრულებული სიმღერა ორიგინალის ინტერპრეტაციაა.

„პირველ რიგში როგორც ყოველთვის დიდი ყურადღების და მხარდაჭერისთვის რადიო „მარნელს“ ვუხდი დიდ მადლობას. როგორც იცით მე მქონდა სიმღერა “Gel Be Gökyüzüm” და წარვუდგინე მსმენელებს. ამ ახალ სიმღერაზე კი 2022 წლის ბოლოსკენ დავიწყე მუშაობა და ამ დღეებში სტუდიაში ჩავწერეთ. სიმღერა ილიას იალჩინთაშს ეკუთვნის, ტექსტი და მუსიკაც მისია. ჩემს მიერ შესრულებული სიმღერია არანჟირება რეჟისორ ზაზა გოჩიტაშვილს ეკუთვნის და სიმღერა მის სტუდიაში ჩაიწერა“ - აცხადებს მამედოვი

მომღერლის თქმით, ახლო მომავალში ის მსმენელს კიდევ ერთ ახალ სიმღერას შესთავაზებს.

„ამ ეტაპზე რომელიმე კლიპის გადაღებაზე არ ვფიქრობ. ახალ სიმღეარზე ვმუშაობ. თუ რომელიმე სიმრერაზე კლიპის გადაღებაზე ვიფიქრებ პირველად რადიო „მარნეულს“ ვაცნობებ ამის შესახებ“. - თქვა შაბან მამედოვმა

აღსანიშნავია, რომ შაბან მამედოვი საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ არაერთი გრან-პრის მგლობელია

გთავაზობთ შაბან მამედოვის ახალ სიმღერას:

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები