„მუცლის მონა ბელი“ - გარდაბანში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა
18 თებერვალს, გარდაბანში მოქმედ საბავშვო თეატრ „ბიზში“ სპექტაკლის პრემიერა „მუცლის მონა ბელი“ გაიმართა. სპექტაკლის პრემიერაში საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს თანამშრომლები, გარდაბნის მუნიციპალიტეტის წევრები და მშობლები იღებდნენ მოანწილეობას.

თეატრის მხატვრული ხელმძღვანელი და სპექტაკლის რეჟისორი ბინალი ისლამოღლუ რადიო მარნეულთან საუბრისას აცხადებს, რომ თეატრის ძირითადი მიზანი ბავშვებისათვის თავისუფალი დროის ნაყოფიერად გატარებაა.

„ბავშვებში ლიტერატურის, ხელოვნების, კულტურისადმი ინტერესისი გზრდა და სევე ახალგაზრდების ინტეგრაციაში დახმარებაა. ამ პიესის ძირითადი იდეა ცხოველების ენით საყვარელ ბავშვებისთვის სიმართლის თქმის, მეგობრობის, ასევე პატარებში ექიმის, ნემსის შიშის დაძლევაა“ - ბინალი ისლამოღლუ აცხადებს.

საბავშვო თეატრი ბიზის პატარა მსახიობები ნური გურბანოვი, რაჰიმა ალიევა, სეიმურ მურადოვი, ზეჰრა აკიფ, ნურაი ახმედოვა, ისლამ აკიფ, რაბია ახმედოვა, ნაზლი ალიევა და ელინა ისაევამ თავიანთი ნიჭიერი გამოსვლით მაყურებელი გააოცეს.
ბინალი ისლამოღლუს თქმით, სპექტაკლი „მუცლის მონა ბელი“ ახლო მომავალში რეგიონებშიც გაიმართება.

აღსანშნავია, რომ პიესის ავტორი ვუგარ ჰაგვერდიევია.





Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები