თურგაი ველიზადე თბილისის საკრებულომ დიპლომით დააჯილდოვა
ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანის სახელმიწფო პროფესიული დრამატიული თეატრის ხელმძღვანელი თურგაი ველიზადე თბილისის საკრებულოს მიერ საქართველო-აზერბაიჯანის კულტურულ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დიპლომით დაჯილდოვდა.

თურგაი ველიზადე რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აცხადებს რომ ეს ჯილდო მისთვის დიდი მოტივაციაა. მისი თქმით, კულტურის სფეროში მისი დამსახურების გამო ასეთი ჯილდოები მას ახარებს.

„დაჯილდოვების ცერემონიაზე რიგით ადამიანებს შორის მეც ვიყავი. 20 წელზე მეტია რაც ამ სფეროში ვარ. მე დამაჯილდოვეს. თეატრის სცენაში ჩემი შრომა არ დაიკარკა. კულტურის, ხელოვნებისთვის გაწეული ჩემი შრომის შედეგი მივიღე. ამან ძალიან დიდი მოტივაცია მომცა. მომავალშიც ჩვენი კულტურისა და ხელოვნების გასაცნობად რაც შემიძლია ყველაფერს გავაკეთებ“ - აცხადებს თურგაი ველიზადე

აღსანიშნავია, რომ თურგაი ველიზადე ჰეიდარ ალიევის სახელობის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატიული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თნამდებობაზე 2019 წლის 11 იანვარს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მიერ დაინიშნა. ის თეატრის პირველი აზერბაიჯანელი ხელმძღვანელია.

შეგახსენებთ, რომ თეატრის ყოფილი მხატვრული ხელმძღვანელი ვარლამ ნიკოლაძე იყო.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები