უცხოური ფინანსური დახმარებით განხორციელებული პროექტები მარნეულში
სასკოლო და სკოლამდელი განათლება, სოფლის მეურნეობა, წყლისა და წყალარინების სისტემა, სამედიცინო სფერო, ნარჩენების მართვა, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება - ეს იმ მიმართულებების არასრული ჩამონათვალია, რაც მარნეულში წლების განმავლობაში გაკეთდა და კეთდება საერთაშორისო ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით.

მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება მილიონობით დოლარის ფინანსურ დახმარებას იღებს საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ის არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა, „უცხოეთის გავლენის აგენტად“ ჩაითვლება.  კანონპროექტი უმრავლესობის დეპუტატებისგან დაფუძნებულმა მოძრაობამ „ხალხის ძალამ“ მოამზადა და მის სულისკვეთებას მმართველი გუნდიც იზიარებს. 

რადიო „მარნეულმა“ მოიძია იმ პროექტების  ჩამონათვალი, რომელიც მხოლოდ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უცხო ქვეყნების გრანტებით და მხარდაჭერით განხორცილედა რეგიონში.

დავიწყოთ სასკოლო განათლებით

მარნეულის მუნიციპალიტეტში, ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური მხარდაჭერით, ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა 5 სკოლას ჩაუტარა რეაბილიტაცია. გარემონტდა  მარნეულის N5, სოფელ წერეთლის, თაზაქენდის N1, კაჩაგანის N1 და ქესალოს სკოლები და სრულად განახლდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. იაპონიის საელჩოს დაფინანსებით ასევე გარემონტდა ზემო სარალის სკოლა, რაშიც 70 მილიონამდე დოლარი დაიხარჯა.

ადგილობრივი თვითმმართველობა ხშირად იწონებს თავს მარნეულში მიმდინარე მასშტაბური პროექტით,  რომელიც  წყლისა და წყალარინების სისტემის მშენებლობას გულისხმობს. სამუშაოების დასრულების შედეგად მარნეულის მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებითა და წყალარინების ახალი ინფრასტრუქტურით იქნება უზრუნველყოფილი. პროექტს აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით 135 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.

მნიშვნელოვანი პროგრამა ხორციელდება მარნეულში სოფლის მიმართულებითაც. პროექტის მიზანი მარნეულის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის შემოსავლიანობის გაზრდა და გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარებაა

პროექტი „კლიმატის მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობა - PRAISE MARNEULI” - გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის მიერ, HEKS-EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით, ხორციელდება. პროექტის საერთო ბიუჯეტი 399,351 შვეიცარიული ფრანკია. პროექტი 2021 წლის იანვარში დაიწყო და 2025 წლის იანვარში დასრულდება.


CENN-ის მიერ გამოყოფილი 40 000 ევროთი 2020 წელს, სოფელ თამარისის და წერეთლის საბავშვო ბაღში, სველი წერტილები მოწესრიგდა. დამონტაჟდა ხელსაშრობები და ონკანებიდან პირველად, ცხელი წყალიც წამოვიდა. ამავე თანხაში მოწესრიგდა მარნეულის ორი სკოლის სველი წერტილიც.


გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობამ იძულებით გადაადგილებული პირების დახმარების მიზნით, საქართველოსთვის, გრანტის სახით, 10 მილიონი ევრო გამოუყო. ამ თანხის ნაწილითაა აშენებული 31 დევნილი ოჯახისათვის საცხოვრებელი სახლები. 

ამავე დასახლებაში შენდება საბავშვო ბაღიც, რომელიც დანიის ლტოლვილთა საბჭოს და გერმანიის მთავრობის დაკვეთით ხორციელდება. პროექტის ღირებულება 850 000 ლარს შეადგენს.

ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება მარნეულში პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის.“  პროექტის მიზანს   ბიუჯეტირების პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართულობის გაზრდა,მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება და ფინანსური თანადგომა წარმოადგენს. პროექტი ქვემო ქართლის და სამცხე ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში ხორციელდება და საერთო ბიუჯეტი დაახლოებით 1 200 000 ევროს შეადგენს.

მარნეულის მუნიციპალიტეტმა იაპონიის მთავრობის გრანტით, 295 000 ლარად ახლახანს შეიძინა ნაგავმზიდი ტექნიკა.

ამერიკის შეერთებული შტატები მარნეულში სამედიცინო სფეროს გაუმჯობესებაში დახმარების გაწევას  გეგმავს. 2022 წლის 2 ნოემბერს  USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილის ერინ მაქიის მარნეულში სტუმრობისას ახალი პროექტის განხორციელება გამოცხადდა. პროექტის მიხედვით,  USAID-ის დაფინანსებით მარნეულის "ჯეო-ჰოსპიტალს"-ის ბაზაზე გაიხსნება სასწავლო ცენტრები, სადაც ექთნებს კვალიფიკაციის ამაღლების საშუალება მიეცემათ.


საერთო ჯამში, მარნეულმა ბოლო პერიოდში რამდენიმე მილიონის დახმარება მიიღო.
ადგილობრივმა არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციებმა არა ერთი პროექტი განახორციელეს უცხოური დონორების მიერ გამოყოფილი თანხით.

ყველა ის პროდუქტი, რომელიც იქმნება არასამთავრობო სექტორის, თუ სათემო ორგანიზაციების მიერ, მიმართულია მხოლოდდამხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს კეთილდღეობისკენ ამის არაერთი მაგალითი არსებობს. ამიტომ, ცოტა უცნაურია რატომ ცდილობს „ქართული ოცნება“ რუსული სტილით და რუსული კანონით ხელი შეუშალოს საქართველოს მოქალაქეებს ერთმანეთისთვის დახმარებაში,“ ამბობს „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელი ედუარდ მარიკაშვილი.

მარიკაშვილი თვლის, რომ „სახალხო ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტს აქვს ზუსტად ის მიზანი , რაც რუსულ კანონს ჰქონდა რუსეთში და მისი მთავარი დანიშნულება სამოქალაქო საზოგადოების დასუსტებაა.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები




q. marneulSi, 26 maisis #56 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, 26 maisis #30 v/ binis sadarbazos
reabilitacia




q. marneulSi, gamsaxurdias #5 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, gamsaxurdias #1 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, gamsaxurdias #3 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, giorgaZis #1 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, giorgaZis #3 binis sadarbazos
reabilitacia




q. marneulSi, giorgaZis #3 a/ binis sadarbazos
reabilitacia




q. marneulSi, giorgaZis #5 (unomro) binis I sadarbazos
reabilitacia




q. marneulSi, erekle II-is #1 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, erekle II-is #3 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, erekle II-is #6 binis I sadarbazos
reabilitacia




მარნulSi, mazniaSvilis #1 binis
sadarbazoebis da saxuravis reabilitacia




q. marneulSi, narimanovis #1 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #3 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #5 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #7 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #9 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #11 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #18 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #20 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #23 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #25 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #29 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #33 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #39 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #41 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #42 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #46 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #48 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #49 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #66 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #70 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #79 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #81a/ binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #84 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #86 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #88 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #89 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #114 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis q.#118-Si sacxovrebeli
saxlis სადარბაზოების და
saxuravis reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #59a/ (III Cixi #4) binis
sadarbazoebis reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #59b/ (V Cixi #3) binis
sadarbazoebis reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis VII Cixi #3
(81ბ) binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, ColoyaSvilis #3 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, ColoyaSvilis #5 binis sadarbazoebis
reabilitacia
16:37 / 25.04.2024