მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა კულტურის
ცენტრის შენობის რეაბილიტაციას გეგმავს.
მარნეულის მერიამ კულტურის ცენტრის შენობის რეაბილიტაციის
სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის
შესადგენად 99 600 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო წინადადების მიხედვით, დაგეგმილია კულტურის ცენტრის სრული
რესტავრაცია, სამუშაოები კი შემდეგი მიმართულებით უნდა
წარიმართოს:
გარე ფასადის კედლების რეაბილიტაცია;
შენობაზე შეძლებისდაგვარად 2 სივრცის დაშენება (ქორეოგრაფიისთვის და
თეატრისთვის სარეპეტიციო), სადაც გათვალისწინებული იქნება
გათბობა/გაგრილება/ვენტილაციის სისტემები, სველი წერტილები, ასევე
გათვალისწინებული უნდა იყოს ლიფტის მონტაჟი;
შენობის სახურავის სრული რეაბილიტაცია;
არსებული სარდაფების რეაბილიტაცია;
სახანძრო კიბის რეაბლიტაცია;
დარბაზში: სცენის ზედაპირის გამოცვლა, სცენი მექანიზმების
აღდგენა/შეცვლა, განათების მოწყობა, ხმის ამრეკვლების მოწყობა,
სამაყურებლო სავარძლების შეცვლა, გახმოვანების სისტემის მოწყობა;
სხვადასხვა ოთახებში ტიხრების მოწყობა/რეაბილიტაცია საოფისე
ფართებისთვის;
არსებული
სველი წერტილების რეაბილიტაცია;
ორი საგარდერობე ოთახის მოწყობა (კოსტუმებისთვის და
მაყურებლისთვის);
შენობის მთავარ შესასვლელში მცირე სამუზეუმო კუთხის მოწყობა;
საგრიმიორო ოთახების მოწყობა;
მარცხენა ფლიგელში ანტერესოლის მოწყობა;
სცენის უკანა მხარეს, შენობაზე ღიობის გახსნა და შესასლელი კარის
მოწყობა, დეკორატციის შესატანად;
შენობის შესასვლელში ტურნიკეტების მოწყობა;
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მარნეულის კულტურის ცენტრის
შენობის რეაბილიტაციის სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 3 000 000
ლარია.
მარნეულის მერიამ კულტურის სახლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციის
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების
სახელმწიფო შესყიდვა 21 მაისს გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობის
მიღება კომპანიებს 31 მაისიდან 3 ივნისამდე პერიოდში შეეძლებათ.
ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მარნეულის მერიას
ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 დღის განმავლობაში მიაწოდოს.
რადიო „მარნეული“