მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული
ანსამბლი „იბერია“ საბერძნეთში გასტროლზე გაემგზავრა.
მარნეულის კულტურის ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით,
ახალგაზრდა მოცეკვავეები ბავშვთა და ახალგაზრდობის V საერთაშორისო
ფესტივალში "Waveldeas. Greece" მიიღებენ მონაწილეობას.
„ფესტივალის მთავარი მიზანია ეროვნული კულტურების
პოპულარიზაცია, შემოქმედებითი კონტაქტების დამყარება, საერთაშორისო
ურთიერთობების გაძლიერება და თანამშრომლობა ბავშვთა და ახალგაზრდობის
შემოქმედებით; ჯგუფების და ხელოვნების წამყვანი სპეციალისტების
მოზიდვა შემოქმედებით გუნდებთან თამშრომლობაზე, გამოცდილების
გაცვლაზე“. - აღნიშნულია კულტურის ცენტრის
განცხადებაში
საბერძნეთში, პარალია კატერინიში, ბავშვთა და ახალგაზრდობის V
საერთაშორისო ფესტივალი 2024 წლის 8-15 ივნისს იმართება.
რადიო „მარნეული“