მარნეულის ბიბლიოთეკაში ბოლო 6 თვეში 159 ახალი მკითხველი დარეგისტრირდა
მარნეულის ბიბლიოთეკა ბოლო 6 თვის განმავლობაში 3 000-მდე მომხმარებელმა გამოიყენა, რაც აშკარად მიუთითებს მის მზარდ პოპულარობაზე და მნიშვნელოვან როლზე საზოგადოების ცხოვრებაში. ბიბლიოთეკაში წარმოდგენილია სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურა, მათ შორის დრამა, საბავშვო ლიტერატურა, კლასიკა, ზღაპრები, იგავ-არაკები და სხვა. მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკის სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქართველი ავტორების ლიტერატურა განსაკუთრებით მოთხოვნადია.

ბიბლიოთეკაში შესაძლებელია წიგნების სახლში გატანა და ასევე ბიბლიოთეკაშივე წაკითხვა. სტატისტიკის
მიხედვით, მკითხველების უმეტესობა უპირატესობას სახლში გატანას ანიჭებს, თუმცა მკითხველი ბიბლიოთეკის სივრცესაც იყენებს. 14 წლის ანა, რომელიც ბიბლიოთეკის წიგნების ხშირი მომხმარებელია, გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას

,,ძირითადად ხალხურ საბავშვო წიგნებს ვკითხულობ, ხშირად არ მოვდივარ საჯარო ბიბლიოთეკაში, თუმცა მიმაქვს სახლში და ისე ვკითხულობ. ამ წიგნებიდან ვიღებ იმას, რაც მე არ ვიცი და ეს პროცესი ძალიან მომწონს’’ - ამბობს 14 წლის ანა

მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა ლანა ხეხალაშვილმა მუნიციპალიტეტის მასშტაბით წლის ტოპ 10 წიგნი დაგვისახელა.

ჯ.კ როულინგი ,,ჰარი პოტერი’’
ჰარი პოტერის სერია მოიცავს შვიდ წიგნს, თითოეულ წიგნში აღწერილია ერთი წლის მოვლენა ჰოგვორტსში და ჰარის ცხოვრებაში. სერია საყოველთაოდ ცნობილია თავისი უნიკალური სამყაროთი, საინტერესო პერსონაჟებით და ღრმა თემებით.

სარა ჯ. მაასი ,,შუშის ტახტი’’
სარა ჯ. მაასის "შუშის ტახტი" არის ფენტეზი რომანების სერია, რომელიც მოგვითხრობს სელენა სარდოტიენის, ახალგაზრდა და ძლევამოსილი მკვლელის თავგადასავალზე. სერიაში აღწერილია მისი ბრძოლა თავისუფლებისთვის და ძალაუფლებისთვის სამეფო კარზე, ასევე მისი აღმოჩენა, რომ მასში გაცილებით დიდი ძალაა, ვიდრე ის თავად ფიქრობს.

ჰარპერ ლი ,,ნუ მოკლავ ჯაფარას’’
ჰარპერ ლის "ნუ მოკლავ ჯაფარას" (To Kill a Mockingbird) არის ამერიკული ლიტერატურის კლასიკური რომანი, რომელიც პირველად 1960 წელს გამოიცა. წიგნი მოგვითხრობს პატარა სამხრეთული ქალაქის ამბავს დიდი დეპრესიის პერიოდში და ფოკუსირებულია რასიზმის, უსამართლობისა და ბავშვობის თემებზე.

აგათა კრისტი - დეტექტივები
დე­ტექ­ტი­ვე­ბის დე­დოფ­ლად აღი­ა­რე­ბუ­ლი აგა­თა კრის­ტის ცხოვ­რე­ბა ისე­თი­ვე სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორც მისი შე­მოქ­მე­დე­ბა. ის სავ­სეა სა­ინ­ტე­რე­სო და იდუ­მა­ლი ფაქ­ტე­ბით, ჩახ­ლარ­თუ­ლი ამ­ბე­ბით. სწო­რედ ეს და­ეხ­მა­რა აგ­ა­თას გამ­ხდა­რი­ყო მსოფ­ლიო ბესტსე­ლე­რე­ბის ავ­ტო­რი და ის­ტო­რი­ა­ში სხვა­დას­ხვა ნიშ­ნით შე­სუ­ლი­ყო.

ნოდარ დუმბაძე ,,მე ბებია, ილიკო და ილარიონი
„მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ ნოდარ დუმბაძის პირველი და ყველაზე პოპულარული რომანია. ნაწარმოების მთავარი გმირი, ზურიკელა ვაშალომიძე, გურიის სოფელ ხიდისთავში ცხოვრობს ბებიასთან. ილიკო და ილარიონი კი ზურიკელას მეზობლები არიან, თუმცა მათი ურთიერთობა უბრალო მეზობლურს ბევრად სცილდება. ისინი ერთ ოჯახად ცხოვრობენ, ერთმანეთის ლხინსა და ჭირ-ვარამს იზიარებენ.

ენიდ ბლაიტონი სერია ,,ცნობილი ხუთეული’’
ენიდ ბლაიტონი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საბავშვო მწერალია, რომელმაც სათავგადასავლო სერიებით გაითქვა სახელი.„ცნობილი ხუთეული“ პირველად 1942 წელს გამოჩნდა წიგნის მაღაზიებში, თუმცა ქართულ ენაზე სულ ახლახანს ითარგმნა.
ენიდ ბლაიტონი 1897 წელს ლონდონში დაიბადა და ბაკინგემშირში ცხოვრობდა, უყვარდა ძაღლები, მებაღეობა და ქალაქგარეთ სეირნობა. ბევრი რამ იცოდა მცენარეების, ფრინველებისა და ცხოველების შესახებ. განსაკუთრებით მოსწონდა დორსეტი – მხარე, სადაც ცნობილი ხუთეულის თავგადასავლები ხდება.

თინათინ ბერიძე ,,მოპარული სიყვარული’’ ,,მეორე შანსი’’
თინათინ ბერიძის "მოპარული სიყვარული" და "მეორე შანსი" არის თანამედროვე ქართული რომანები, რომლებიც მოგვითხრობენ სიყვარულის, ემოციების, და ადამიანის პიროვნული განვითარებისა და ბრძოლის შესახებ.

ჩინგიზ აბდულაევი ,,დეტექტივები’’
ჩინგიზ აბდულაევი არის ცნობილი აზერბაიჯანელი მწერალი, რომელიც ძირითადად ცნობილია თავისი დეტექტიური რომანებით. მისი ნაწარმოებები გამოირჩევა საინტერესო სიუჟეტებით, ფსიქოლოგიური სიღრმითა და მოულოდნელი სიურპრიზებით. აბდულაევის წიგნები ფართოდ არის გავრცელებული პოსტ-საბჭოთა სივრცეში და მათ შორის საქართველოშიც.

ელხან ელათლი ,,ბაქოდან ჩამოსული ხეფია’’
ელხან ელათლის "ბაქოდან ჩამოსული ხეფია" არის ცნობილი აზერბაიჯანელი მწერლის მიერ დაწერილი დეტექტიური რომანი, რომელიც მოგვითხრობს საიდუმლოებით მოცულ მოვლენებზე და საინტერესო გამოძიებებზე. ეს ნაწარმოები გამოირჩევა დაძაბული სიუჟეტით, მკვეთრი პერსონაჟებით და მოულოდნელი სიუჟეტური გარდატეხებით.

რევაზ ინანიშვილის მოთხრობები
რევაზ ინანიშვილი იყო ქართველი მწერალი, რომელიც ცნობილია თავისი მოკლე მოთხრობებითა და პროზით. მისი ნაწარმოებები გამოირჩევა ღრმა ფსიქოლოგიური სიღრმით, დახვეწილი სტილით და ადამიანის შინაგანი სამყაროს სიღრმისეული აღწერით. ინანიშვილი მკითხველს უჩვენებს ადამიანურ განცდებსა და ურთიერთობებს, რომლებიც მის მოთხრობებში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ.

მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკა ახალგაზრდებს სთავაზობს ლიტერატურულ წიგნებს სხვადასხვა ჟანრში ეს ყველაზე წაკითხვად 10 წიგნის ჩამონათვალშიც ნათად ჩანს, ამით კი ხელს უწყობს ბიბლიოთეკით მომხმარებლების ინტელექტუალური და შემოქმედებითი განვითარების პროცესს

მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკა 2017 წელს გაიხსნა. მისი მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 333 000 ლარი დაიხარჯა, ხოლო ინვენტარისა და საჭირო დეკორაციებით აღჭურვისა და სკვერის მოსაწყობად 336 048 ლარი გამოიყო. პროექტის საერთო ღირებულებამ 669 ათას ლარზე მეტი შეადგინა.

მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკით წელს 3000-მდე ადამიანმა ისარგებლა, ბიბლიოთეკაში არის როგორც შემეცნებითი, ისე სამეცნიერო ლიტერატურა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საჯარო ბიბლიოთეკაში ვიზიტორთა ძირითადი კატეგორია 9-16 წლის ახალგაზრდებია. წლის განმავლობაში გამოწერილი წიგნების რაოდენობა 1 760-ს აღწევს, ხოლო ბოლო 6 თვის მონაცემების მიხედვით, ბიბლიოთეკაში დარეგისტრირდა 159 ახალი წევრი.

ავტორი: ნინო გუსეინოვა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები