„თეატრი ერა“ ახალი სპექტაკლის „ზოოპარკის ამბავი“-ს პრემიერისთვის ემზადება
„თეატრი ერა“ ახალი სპექტაკლის პრემიერისთვის ემზადება. 7 და 11 ნოემბერს 19:00 საათზე თბილისში, თეატრ „კამერას“ სცენაზე სპექტაკლის "ზოოპარკის ამბავი" პრემიერა შედგება. სპექტაკლის პროდიუსერი და მთარგმნელი ანარ რაფიგოღლუა. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მან განაცხადა, რომ სპექტაკლი ფსიქოლოგიური დრამის ჟანრია.

„ზოოპარკის ამბავი“ 1958 წელს დაწერილი და მრავალ ქვეყანაში დადგმული ძალიან პოპულარული ნაწარმოებია. ნაწარმოებში ინტენსიური ფსიქოლოგიური დიალოგით არის აღწერილი ადამიანის მარტოობა და
სხვადასხვა სოციალური კლასების ურთიერთობა. უცხოელი ავტორების შემოქმედებას განსაკუთრებული მიზეზის გარეშე ხშირად მივმართავთ. თუ ნამუშევარი ღირებულია და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებშია, ჩვენ შეგვიძლია მისი წარმოება. გვაქვს გეგმა, რომ სამომავლოდ მივმართოთ უცხოელ ავტორებს. ნაწარმოების სიუჟეტი ეფუძნება შემთხვევით შეხვედრას პარკში ორ უცნობს - პიტერსა და ჯერის შორის. ეს შეხვედრა თანდათან გადადის ინტენსიურ დიალოგში და ჩნდება წინააღმდეგობები მათ ცხოვრებასა და აზრებს შორის. სპექტაკლი იკვლევს ადამიანის მარტოობის ღრმა თემებს, დაკავშირების აუცილებლობას და შინაგან სიცარიელეს“.

სპექტაკლის რეჟისორის თქმით, სპექტაკლი აზერბაიჯანულ ენაზე პირველად იდგმება. მისი თქმით, მომავალში ახალი სპექტაკლების მომზადებაზე იმუშავებენ.

„ზოგადად, პირველი თეატრი ვართ, რომელმაც ეს სპექტაკლი აზერბაიჯანულ ენაზე დადგა. ნაწარმოები საქართველოსა და აზერბაიჯანში ჯერ არ დადგმულა. ნაწარმოების ავტორია ცნობილი ამერიკელი დრამატურგი ედვარდ ოლბი. მისი ნამუშევრები ხშირად იკვლევს სოციალურ საკითხებს და ადამიანურ ურთიერთობებს. სპექტაკლში მთავარ როლებს იდრის ელნუროღლუ და ელნურ ველიზადე თამაშობენ. ორივე მსახიობის გამოცდილება სპექტაკლს განსაკუთრებულ ელფერს სძენს და ძლიერად აცოცხლებს პერსონაჟების სიღრმეს“.

რაფიგოღლუს თქმით, სპექტაკლი მათ მოკლე დროში მოამზადეს. მისი თქმით, მათთვის მთავარი მხარდაჭერა მაყურებლის ტაშია.

„მოკლე დროში მოვახერხეთ მაყურებლისთვის ახალი სპექტაკლების შექმნა. ჩვენი ახალი პროექტები ამ სპექტაკლის შემდეგაც გაგრძელდება. ჩვენი მთავარი მოლოდინი ჩვენი აუდიტორიის მხარდაჭერაა. თუ ყველა ერთ ბილეთს მაინც იყიდის, ეს იქნება დიდი სტიმული ჩვენი მომავალი საქმიანობისთვის. და ბოლოს, გვინდა მადლობა გადავუხადოთ კავკასიის უნივერსიტეტს და საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხს, ბატონ ფაიგ ნაბიევს, რომლებმაც მხარი დაგვიჭირეს ამ სპექტაკლის შექმნაში“.

სპექტაკლის რეჟისორის თქმით, მხარდაჭერის შემთხვევაში შეძლებენ, რომ სპექტაკლის ჩვენება რეგიონებშიც გამართონ.

„ყოველთვის გვინდა რეგიონებში სპექტაკლების ჩვენება. თუმცა, ამას დამატებითი მხარდაჭერა სჭირდება. თუ იქნება ასეთი შეთავაზება ან მხარდაჭერა, შეგვიძლია დავგეგმოთ ქვემო ქართლის სხვადასხვა რეგიონში გასტროლი“.

ანარ რაფიგოღლუს თქმით, ბილეთები უკვე გაყიდვაშია და შეზღუდული რაოდენობით დარჩა.

„ბილეთების ონლაინ ყიდვა ელექტრონული ფორმითაა შესაძლებელია სადმე წასვლის გარეშე. ამისთვის საკმარისია "WhatsApp"-ის საშუალებით მიწეროთ ნომერზე 557 31 35 01. ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ „თეატრ ერა“-ს ოფიციალურ გვერდს“.

აღსანიშნავია, რომ თეატს „ერას“ ბოლო სპექტაკლი 2024 წლის 26 სექტემბერს შედგა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები