ბაქოში საერთაშორისო ხალიჩების ფესტივალი გაიმართა — საქართველო "ბორჩალოს" ხალიჩებით წარსდგა
3–4 მაისს ბაქოს ისტორიულ ცენტრში, იჩერის (ძველ) ქალაქში, საერთაშორისო ხალიჩების ფესტივალი გაიმართა, სადაც 10 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა თავიანთი უნიკალური ხალიჩათქსოვის ტრადიციები წარადგინეს.

საქართველოდან ფესტივალში მონაწილეობა მიიღო გუნდმა ReWoven, რომელმაც ბორჩალოს ხალიჩების კულტურა წარმოადგინა. ეს იყო პირველი საერთაშორისო ხალიჩების ფესტივალი როგორც გუნდისთვის, ისე საქართველოსთვის.

„ჩვენთვის ეს იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი — ჩვენ უბრალოდ არ ვქმნით ხალიჩებს, ჩვენ ვუვლით

და ვაგრძელებთ საქართველოს ხალიჩის მემკვიდრეობას. ბორჩალოს ხალიჩები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობაა და გვიხარია, რომ მათ საშუალება ჰქონდათ გაეჟღერებინათ თავიანთი ხმა მსოფლიო ხალიჩის ტრადიციებში“,
— განაცხადეს ორგანიზატორებმა.

ReWoven-ი დაარსდა 2014 წელს რაიან სმიტის მიერ და მას შემდეგ ის მიზნად ისახავს ბორჩალოს ტრადიციული ხალიჩათქსოვის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას.

ჩვენ ვცდილობთ ვახლებურად ვიცხოვროთ ძველი ორნამენტებითა და ტექნიკით — ხალიჩა ჩვენთვის არის მეხსიერების, იდენტობისა და ისტორიის მატარებელი, და არა მხოლოდ დეკორატიული საგანი“, — აღნიშნავს გუნდი.

გუნდი თანამშრომლობს ადგილობრივ ოსტატებთან სოფლებიდან კოსალარი და გარაჩოფი, სადაც ხალიჩის ქსოვა თაობიდან თაობას გადაეცემა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები