მარნეულში სპექტაკლი „ტიკ-ტიკ ხანუმი“ გაიმართება

გარდაბანში მოქმედი საბავშვო თეატრი „BEEZ“-ის გასტროლების ფარგლებში მარნეულში სპექტაკლს „ტიკ-ტიკ ხანუმის“ ჩვენება 16 მაისს,

16:30 საათზე, მარნეულის კულტურის ცენტრში გაიმართება.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და სპექტაკლის დამდგმელმა ბინალი ისლამოღლუმ რადიო
"მარნეულთან" საუბრისას განაცხადა, რომ ფინანსური მხარდაჭერის გარეშე რეგიონებში გასტროლებს ვერ შეძლებდნენ.

„დედაქალაქ თბილისსა და გარდაბანში ჩვენი სპექტაკლის „ტიკ ტიკ ხანუმ“ წარმატებული წარმოდგენების შემდეგ, ამჯერად მარნეულს უნდა ვესტუმროთ. მარნეულის შემდეგ, ბოლნისში გასტროლს ვგეგმავთ. რადგან დიდი ინტერესია და რეგიონებიდან, განსაკუთრებით მასწავლებლებისგან, ჩვენს თეატრში მიწვევები მოდის. ეს ერთ-ერთი კითხვაა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიღებთ. როდის ჩამოხვალთ ჩვენს რეგიონში? რა თქმა უნდა, გარკვეული მხარდაჭერაა საჭირო, რომ ეს სამუშაოები უფრო სწრაფად და ფართოდ განხორციელდეს. ჩვენს მიერ გაყიდული ბილეთებით მხოლოდ მგზავრობის და სხვა ხარჯების დაფარვა შეგვიძლია“, - თქვა ბინალი ისლამოღლუმ

ისლამოღლუმ განაცხადა, რომ სპექტაკლით დაინტერესებულმა პირები უნდა დაუკავშირდნენ ნომერზე +995 550 50 30 47.

როლებს შეასრულებენ თეატრის ახალგაზრდა მსახიობები - რაჰიმა ალიევა, სამა ლეზგიევა, ნური გურბანოვი, სეიმურ მურადოვი, ისლამ აკიფი, ნურაი აჰმადოვა, რაბია აჰმადოვა, ზაჰრა აკიფი, აზამ ეფენდიევა, მილანა ალიევა, მერიამ ალიევა, გოვჰარ ნასიბოვა და ალი ბაირამოვი.

სპექტაკლის რეჟისორი ბინალი ისლამოღლუა, მხატვარი - აზმუსი, ხოლო კოსტიუმების დიზაინერი - მაჰნურ ანვარი.

აღსანიშნავია, რომ სპექტაკლი „ტიკ-ტიკ ხანუმ“ აზერბაიჯანელი მწერლის, აბდულა შაიგის მიერ ბავშვებისთვის დაწერილი პიესის „ტიკ-ტიკ ხანიმ“ მიხედვითაა შექმნილი.

 

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები