‘სისხლიანი ტანსაცმლის რეცხვა’ – ყარაბაღის ომის რუტინა [ინსტალაცია ტორონტოში]
კანდაში მცხოვრებმა ეთნიკურად სომეხმა მხატვარმა მარიამ მუგდუსიანმა, სომეხ და სხვა ეროვნების მუსიკოსებთან ერთად ტორონტოს ცენტრალურ ქუჩაზე სისხლიანი მაისურების “სამრეცხაოს” ინსტალაცია წარმოადგინა, რომლითაც გამვლელებს მცირე ხნით ყოველდღიური კომფორტიდან გამოსვლისკენ მოუწოდა.

“ჩვენ ყველას გაგვიმართლა, რომ მშვიდობიან ქვეყანაში, კანადაში ვცხოვრობთ, მაგრამ კომფორტი და თავისუფლება შეიძლება დროებითი იყოს ყველასთვის. დღეს მსოფლიოს სულ სხვა მხარეში სომხეთსა და არცახში ხალხი იღუპება. საერთაშორისო საზოგადოებამ კი, რატომღაც გადაწყვიტა თვალი დახუჭოს თურქეთისა და აზერბაიჯანის მიერ ხალხის დახოცვის გადაწყვეტილებაზე.

ეს იმიტირებული “სამრეცხაო” სისხლიანი ტანსაცმლით აჩვენებს იმას, რომ ომმა ყოველდღიური ცხოვრება შეცვალა და სისხლიანი ტანსაცმლის რეცხვის რუტინაც, ყარაბაღში ტრაგედიის სიმბოლოდ იქცა”,
– გვეუბნება ინსტალაციის ავტორი, მარიამ მუგდუსიანი.










Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები