2 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
მოაწესრიგეთ ფინანსური საკითხები. მეტად გაითვალისწინეთ საქმიანი და სასიყვარულო პარტნიორის გემოვნება. ნუ იქნებით ზედმეტად აქტიური. ზომიერება გმართებთ კვებაში.


კურო
დილა დასვენებას, ძალების აღდგენას დაუთმეთ. საქმეებს შუადღიდან შეუდექით. ამ დროისთვის ზუსტად გეცოდინებათ, რა გსურთ და როგორ. მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობის, კვებისა და საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებას.

ტყუპი
დაკვირვებულად მოაგვარეთ საკითხები. განსაკუთრებით, ფინანსური და თქვენს ამბებს ქვეყანას ნუ მოსდებთ. მოერიდეთ პირდაპირობასა და უხეშობას საუბრისას. შეაფასეთ წარსულში შესრულებული საქმეები, გამოასწორეთ შეცდომები.

კირჩხიბი
მოიმატებს ინტერესი კულინარიისა და საოჯახო საქმეებისადმი. ფინანსები გონივრულად უნდა მართოთ. განსაკუთრებით, ივნისში დაბადებულებმა. ზოგიერთს შემოსავლის დამატებითი წყარო გამოუჩნდება.

ლომი
მოერიდეთ ზედმეტ გადატვირთვას. ახალი საქმეების დაწყებისას ნუ აჩქარდებით, კარგად გაანალიზეთ ყოველი ნაბიჯი. საკუთარ სურვილებს ჯიქურ ნუ განაცხადებთ. გავლენიან პირებს დიპლომატიურად სთხოვეთ დახმარება, მიანიშნეთ.

ქალწული
მშვიდი დღე გელით. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. ახლობლებისგან მხოლოდ ფსიქოლოგიურ კი არა, პრაქტიკულ დახმარებასაც
მიიღებთ. კარგი დღეა უცხო გარემოში ადაპტაციისთვის.

სასწორი
მეტი დრო დაუთმეთ მატერიალური საკითხების მოგვარებას. თუ ახალ სამსახურს იწყებთ, გაარკვიეთ ხელფასის/ჰონორარის საკითხი. ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებას.

მორიელი
დღეს ახლობლების (კოლეგა, მეუღლე) დახმარების გარეშე გაგიჭირდებათ. მოიმატებს გაუთვალისწინებელი ხარჯი. გაიუმჯობესეთ ძილისა და კვების რეჟიმი.

მშვილდოსანი
შემოქმედებითი იდეები გვერდზე გადადეთ და რუტინული ვალდებულებები მოაგვარეთ. გაიუმჯობესეთ ჯანმრთელობის მდგომარეობა, დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან.

თხის რქა
გადახედეთ გემოვნებას, სურვილებს და ეცადეთ გამოასწოროთ ის (მავნე ჩვევები), რაც არ მოგწონთ საკუთარ თავში. გამონახეთ დრო და თქვენთვის სასიამოვნო საქმეები შეასრულეთ.

მერწყული
განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს საოჯახო ვალდებულებები და ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. შეიძლება მეუღლესა და შვილებს დასჭირდეთ თქვები დახმარება და უარი არ უთხრათ.

თევზები
მეტი დრო დაუთმეთ რუტინული ვალდებულებების, საოჯახო საქმეების შესრულებას. შეეხმიანეთ ნათესავებს, გააუმჯობესეთ მათთან ურთიერთობა. კულინარიული შედევრების შექმნისას გამოიყენეთ ფანტაზია და იუმორი.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები