კვლევა: ექიმის ხალათი დაინფიცირების რისკს ზრდის
სამედიცინო ხალათები შესაძლოა საშიში ბაქტერიების გავრცელების კერად და მძიმე დაავადებების გამომწვევი მიზეზი გახდეს. ეს დასკვნა ამერიკელმა მეცნიერებმა კვლევის შედეგად გააკეთეს.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ექიმების ხალათების 50% ბაქტერიებით არის დაბინძურებული, რაც ადამიანებში რთულად განკურნებად დაავადებებს იწვევს, როგორიცაა სეფსისი და პნევმონია, - წერს  "imedinews"-ი The New York Times-ზე დაყრდნობით.

მკვლევარები ამბობენ, რომ ანალოგიური საფრთხის შემცველია სტეტოსკოპები, ტელეფონები და პლანშეტები - წერს გამოცემა.

კვლევაში აღნიშნულია, რომ ბაქტერიები აღმოაჩინეს ქირურგების ჰალსტუხებშიც. ასევე გაირკვა, რომ ექიმების ხალათებში ნაპოვნი ბაქტერიების 45% მათი პაციენტების ბაქტერიების ანალოგიურია.

პრობლემიდან გამოსავალს მეცნიერები ანტიბაქტერიული ქსოვილების გამოყენებაში ხედავენ, რომელიც ბაქტერიების რაოდენობის ზრდას ხელს უშლის. აშშ-ის ეპიდემიოლოგიის საზოგადოებამ გასცა რეკომენდაცია, რომ ექიმებმა არ უნდა ატარონ აქსესუარები იდაყვის ქვემოთ.

მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ საჭიროა მედპერსონალის ტანსაცმლის რეგულარული რეცხვა, რადგან ბაქტერიები რამდენიმე საათში სახლდებიან. კვლევის თანახმად აშშ-ში ექიმების 58% საკუთარ ხალათს თვეში ერთხელ რეცხავენ.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები