ჰაკერებმა WhatsApp-ის საშუალებით ტელეფონებში ჯაშუშური პროგრამა დააყენეს

ჰაკერებმა WhatsApp-ში აღმოჩენილი სეროზული პრობლემის წყალობით ტელეფონებში მომხმარებლებზე თვალთვალის პროგრამის დაყენება შეძლეს. როგორც BBC წერს, ამის შესახებ თავად WhatsApp-ში განაცხადეს, რომელიც Facebook-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მესენჯერია.



უსაფრთხოების სისტემაში პრობლემაWhatsApp-მა 10 დღის წინ აღმოაჩინა, რის შემდეგაც კომპანიამ ამის შესახებ აშშ-ის სამართალდამცავ ორგანოებსა და უსაფრთხოების ექსპერტებს შეატყობინა.

როგორც BBC წერს, მომხმარებლები იღებდნენ ხმოვან შეტყობინებას და იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი ამ ზარს არ უპასუხებნენ, სმარტფონებზე ჯაშუშური პროგრამა მაინც ინსტალირდებოდა, რომლის საშუალებითაც მომხმარებლებზე თვალთვალია შესაძლებელი.

კომპანიამ უსაფრთხოების სისტემაში არსებული პრობლემა უკვე აღმოფხვრა და მომხმარებლებს ურჩია, რომ აპლიკაცია ბოლო ვერსიით განაახლონ.

წყარო: იმედინიუსი

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები