როგორ დავიკლოთ ახალი წლისთვის ვარჯიშის გარეშე
ცნობილი ავსტრალიელი დიეტოლოგი სუზი ბარელი გვირჩევს როგორ დავიკლოთ ახალი წლისთვის რამოდენიმე კილოგრამი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გარეშე. დიეტოლოგმა შეარჩია რამდენიმე რეკომენდაცია იმ ადამიანებისთვის, ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო ვარჯიშს ვერ ახერხებს.

ყოველი დღე უნდა დავიწყოთ 300-500 მლ წყლის მიღებით. ეს დაგვეხმარება ჰიდრატაციის აღდგენასა და ძილის შემდეგ საჭმლის მომნელებელი სისტემის გააქტიურებაში.

მთელი დღის განმავლობაში, სასურველია არა ნაკლებ, 2 ლიტრი წყლის დალევა. ასევე სასარგებლოა მცენარეული და მწვანე ჩაის მიღება. რძიან ყავაზე კი უარი უნდა ვთქვათ.

საუზმე ყველაზე მნიშვნელოვანია. ის უნდა იყოს უხვი, ცილოვანი და არა
უადრეს დილის 9 საათისა. ოპტიმალური ვარიანტია ერბოკვერცხი ბოსტნეულით, ორაგულითა და ავოკადოთი. საუზმეში ასევე უნდა ჩავრთოთ უჯრედისით მდიდარი პროდუქტები და ბანანი.

დიეტოლოგები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საუზმე უნდა იყოს ცილოვანი და არა ნახშირწყლოვანი, რადგანაც პროტეინი ხელს უწყობს სისხლში გლუკოზის ნორმალიზაციას და მინიმუმამდე ამცირებს სადილამდე ტკბილეულით ან ცომეულით
შეკითხვა ექიმს წახემსების სურვილს.

წყარო: მკურნალი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები