რამდენად დაცულია WhatsApp-ისა და Facebook-ის შეტყობინებები
WhatsApp-ის მომხმარებლების ყველა შეტყობინება კვლავინდებურად დაცულია. არც თავად მესინჯერს, არც მის მფლობელ Facebook-ს პირადი ზარებისა და შეტყობინებების ნახვა არ შეუძლია. ამის შესახებ მესინჯერის ხელმძღვანელი, უილ კეტკარტი "ტვიტერზე" წერს.

"ჩვენ გარკვეული ჭორების გაფანტვა გვინდა - 100 პროცენტით დარწმუნებულები იყავით, რომ ჩვენ თქვენი პირადი შეტყობინებების დაცვად გავაგრძელებთ", -
აღნიშნულია განცხადებაში.

WhatsApp-ის მონაცემებით, კონფიდენციალურობის პოლიტიკის განახლება თავად პრივატულობაზე არ
მოქმედებს და მომხმარებლებისთვის ამ კუთხით არაფერი შეცვლილა.

WhatsApp-მა მანამდე სამომხმარებლო შეთანხმება განაახლა. მესინჯერი, როგორც Facebook-ის ნაწილი, მომხმარებლის ჩვევებისა და გემოვნების ანალიზისთვის მის მონაცემებს კორპორაციის "აპლიკაციების ოჯახს" გაუზიარებს.

წყარო:report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები