რადიო "მარნეულის" ოთხი წელი FM96.9-ზე
2 სექტემბრეს, რადიო „მარნეული“ FM96.9 სიხშირეზე მაუწყებლობის მეხუთე სეზონს აღნიშნავს. მედიასაშუალება მადლობას უხდის საერთაშორისო ორგანიზაციებს, მედია ექსპერტებს, პარტნიორებს, მოხალისეებს და ჟურნალისტებს, რომლებსაც წვლილი შეაქვთ რადიოს გაძლიერებასა და განვითარებაში. მადლობა, რომ გვისმენთ და გვენდობით.
რადიო მარნეულის ჟურნალისტები: ფარვინ გაჯიევა, თიკო დავაძე, ამლ მამედოვი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე
მარნეულში პირველად რადიოს როლის გაძლიერება და შექმნის ინიციატივა 2006 წლიდან დაიწყო, სადაც აქტურად იყო ჩართული მარნეულელი ახალგაზრდა აქტივისტები, თუმცა რადიო არერთი გამოწვევისა და ბარიერის წინაშე დადგა, საკუთარი ძალებით კი ყოველთვის ცდილობდა შეექმნა თავისული, აქტიური მედია სივრცე , რომელიც საზოგადოებრივ თემში აქტიურად იმუშავებდა.
2006 წელი - სათემო რადიოს შექმნის პირველი ნაბიჯები
სამწუხარად, პოლიტიკური ასპექტების გამო სათემო რადიოს 10 წლიის განმავლობაში მოუწია იმ სტერეოტიპებისა და მითების გაქარწყლება , რაც თემში არსებობდა. მრავალი სირთულის მიუხედავად დღეს უკვე FM96.9 სიხშირეზე ვართ, მარნეულში ეს პირველი რადიოა.

გადაცემა "ქალის აზრი"

არ არის იოლი მუდმივად ამტკიცო შენი როლი საზოგადოებაში, თუმცა ჩვენი მთავარი მიზანი ხომ თემის ინფორმირება და საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვაა. ამჟამად მაუწყებლობა ორ ენაზეა, აზერბაიჯანული და ქართული. ყოველდღიურად რაიონში მიმდინარე სიახლეებს ვაწვდით მოსახლეობას, ვიძიებთ მნიშვნელოვან თემებს და მარნეულელებისთვის აქტუალიზაციას ვახდენთ.

ანალიტიკური გადაცემა
ანალიტიკური გადაცემა "იჯმალი"

რადიო მარნეული „ღია მიკროფონის“ პრინციპითაც მიშაობს და თემის ნებისმიერ დაინტერესებულ წევრს აძლევს საშუალებას სივრცე მიზნმიმართულად გამოიყენოს , ეს იქნება საავტორო გადაცემების გაკეთება (სპორტზე, მუსიკაზე, ხელოვნებაზე, ლიტერატირაზე და ა.შ) თუ მარნეულში მნიშვნელოვანი საკითხების სადისკუსიო ფორმატში განხილვა.

Print