დღის ჰოროსკოპი - 2 სექტემბერი
1 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დღეს თქვენი ენერგია პიკზეა, თუმცა ემოციების კონტროლი გმართებთ. ფინანსურ საკითხებში ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას მოერიდეთ.

კურო
სიმშვიდისა და ჰარმონიის დღეა. სამუშაო პროცესში თანმიმდევრულობა წარმატებას მოგიტანთ, საღამო კი ოჯახურ გარემოში გაატარეთ.

ტყუპები
ახალი იდეები და საინტერესო შეხვედრები გელოდებათ. კომუნიკაცია თქვენი მთავარი კოზირია, თუმცა გაეცით მხოლოდ ის დაპირებები, რისი შესრულებაც შეგიძლიათ.

კირჩხიბი
ყურადღება

კარიერულ საკითხებსა და ფინანსურ დაგეგმვას დაუთმეთ. ინტუიცია სწორ გზას გიჩვენებთ, ნუ შეშინდებით პასუხისმგებლობის აღების.

ლომი
ახალი შესაძლებლობების დღეა. თქვენი ლიდერული თვისებები გარშემომყოფთა ყურადღებას მიიპყრობს. თამამად გადადგით ნაბიჯი ახალი პროექტებისკენ.

ქალწული
დროა, დეტალებს გადახედოთ და დაუსრულებელი საქმეები მოაწესრიგოთ. ნუ გადაიტვირთებით — საკუთარი ჯანმრთელობისა და დასვენებისთვის დროის გამოყოფა აუცილებელია.

სასწორი
პარტნიორულ ურთიერთობებსა და გუნდურ მუშაობაში წარმატებული დღეა. დიპლომატიურობა რთული სიტუაციებიდან გამოსვლაში დაგეხმარებათ.

მორიელი
პროფესიულ ასპარეზზე მნიშვნელოვანი წინსვლაა მოსალოდნელი. იყავით ყურადღებით დოკუმენტებთან მუშაობისას და ენდეთ თქვენს პროფესიულ გამოცდილებას.

მშვილდოსანი

ოპტიმიზმითა და სიახლეების ძიებით სავსე დღეა. კარგი დროა სწავლისთვის, მოგზაურობის დაგეგმვისა და თვალსაწიერის გაფართოებისთვის.

თხის რქა
ფინანსური და ქონებრივი საკითხები პირველ პლანზე წამოვა. მიიღეთ პრაგმატული გადაწყვეტილებები და ერიდეთ გაუმართლებელ რისკებს.

მერწყული
ყურადღების ცენტრში პირადი და საქმიანი ურთიერთობებია. ღია დიალოგი და სხვების აზრის მოსმენა გაუგებრობებს თავიდან აგაცილებთ.

თევზები
ყოველდღიური რუტინა და საქმეები თქვენგან ყურადღებას მოითხოვს. შეინარჩუნეთ შინაგანი ბალანსი და საღამოს მშვიდ გარემოში განტვირთვა მოაწყვეთ.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები