სიახლე
8 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი


დაძაბული დღეა, რომელიც საქმის მიმართ სერიოზულ დამოკიდებულებას მოითხოვს. გაითვალისწინეთ, რომ დაუფიქრებელ და იმპულსურ გადაწყვეტილებებს მოულოდნელი შედეგები მოჰყვება. სასიცოცხლო პოტენციალი მაღალ დონეზეა, მაგრამ ამ დღის ნეგატიური ტენდენციების გამო წარმატებამ შეიძლება ნებისმიერ წუთს ზურგი გაქციოთ. გამორიცხული არ არის, ოჯახური და პირადი პრობლემების მოგვარება მოგიწიოთ, რაც ყველა დანარჩენ საქმეს დაგავიწყებთ. მოსალოდნელია ფინანსური მოგება ან ძველი ვალის დაბრუნება.


კურო


აქტიური, შემოქმედებითი დღეა, რომელიც სასიხარულო პერსპექტივებს გპირდებათ. მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება. გამორიცხული არ არის, რომ მივლინებაში გაემგზავროთ, რომელიც კარგ შემოსავალს მოგიტანთ. ხელსაყრელი დღეა საქმიანი მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების დასადებად. ვარსკვლავების კეთილგანწყობის დახმარებით, შესაძლოა, ბიზნესგეგმები წარმატებით განახორციელოთ.


ტყუპები


წინააღმდეგობრივი დღეა, რომელსაც სიახლეები, თავგადასავლები და მოგზაურობა ახლავს. ეს დღე შესაძლოა, ხელსაყრელი აღმოჩნდეს საქმიანი კონტრაქტებისა და ახალი ხელშეკრულებების გაფორმებისთვის. გამორიცხული არ არის, რომ საქმიანმა მივლინებამ თქვენი ფინანსური მდგომარეობა გააუმჯობესოს. საღამოს მოსალოდნელია პრობლემები ბავშვებთან და ახლობელ ადამიანთან ურთიერთობაში, ასევე გაუთვალისწინებელი ხარჯები.


კირჩხიბი


საკუთარი შესაძლებლობებით იმედგაცრუებული დარჩებით. მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეს ნეგატიური ტენდენციები ახლავს, შეგიძლიათ, ვარსკვლავების კეთილგანწყობა თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ და ბიზნესჩანაფიქრი ბრწყინვალედ განახორციელოთ. ნუ დაივიწყებთ პარტნიორების შესახებ, რომელთა დახმარებითაც მიაღწიეთ იმ მდგომარეობას, რაც გაქვთ.


ლომი


დაძაბული დღეა. სიფრთხილე გამოიჩინეთ უფროსთან და კოლეგებთან ურთიერთობის დროს - თქვენი ინიციატივები შესაძლოა, უდროო და უადგილო აღმოჩნდეს. ფინანსურ სფეროში ერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას - ამჟამად თქვენი ფინანსური მდგომარეობა არასტაბილურია. პროფესიულ საქმიანობაში წარმატებებს მომავალ კვირამდე არ უნდა ელოდოთ.


ქალწული


აქტიური დღეა. თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი მაღალ დონეზეა, თუმცა ამ დღის წინააღმდეგობრივი ტენდენციების გამო შეიძლება, ნებისმიერ წუთს პრობლემა შეგექმნეთ. ამიტომ თავი შეიკავეთ სერიოზული საქმიანი მოლაპარაკებების დაწყებისგან.


სასწორი


წინააღმდეგობრივი დღეა, რომელსაც ცვლილებები, სიახლეები და თავგადასავლები ახლავს. შესაძლოა, ეს დღე ხელსაყრელი აღმოჩნდეს საქმიანი მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულების გაფორმებისთვის. სამსახურეობრივი მივლინება თქვენს ოჯახურ ბიუჯეტს შეავსებს. ერიდეთ დაუფიქრებელი გადაწყვეტილების მიღებას - ამას გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვება.


მორიელი


საინტერესო შეხვედრები გელით, თუმცა დიდია იმის ალბათობა, რომ მნიშვნელოვან შეცდომას დაუშვებთ. ირგვლივ დაკვირვებით მიმოიხედეთ - ბევრი მოწინააღმდეგე გყავთ. ამდღეს ნუ შეიძენთ ძვირად ღირებულ ნივთს - ეს გაუმართლებელი მატერიალური დანაკარგი იქნება და ოჯახურ ურთიერთობებზე ცუდად აისახება. თუ ასე მოხდა, ეცადეთ, სიტუაციის გამოსწორებისთვის ყველა ზომას მიმართოთ.


მშვილდოსანი


წინააღმდეგობრივი დღეა, რომელსაც ცვლილებები, თავგადასავლები და სიახლეები ახლავს. შესაძლოა, სიჩქარემ და რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებამ შეცდომები გამოიწვიოს და ფინანსურად დაგაზარალოთ.


თხის რქა


ეცადეთ, თავი შეიკავოთ საქმიანი შეხვედრებისა და ხელშეკრულებების გაფორემებისგან. ამჟამად თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახური და პირადი პრობლემების მოგვარებაა - ეცადეთ, მთელი ყურადღება ამ მიმართულებით გადაიტანოთ. გამორიცხული არ არის, რომ მოვლენების განვითარება თქვენთვის არახელსაყრელად შეიცვალოს.


მერწყული


ფინანსური თვალსაზრისით, პრობლემები გელით. გაუთვალისწინებელი ხარჯების შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირებული ოჯახური ბიუჯეტის შევსება გიჭირთ. პირად ცხოვრებაში წინააღმდეგობრივი ტენდენციები გელით - საყვარელ ადამიანზე ზრუნვა და მისგან სრული იმედგაცრუება. ახლა თქვენდასვენება გჭირდებათ - ცოტა ხნით გვერდზე გადადეთ რთული საქმეები და აკეთეთ ის, რაც გსიამოვნებთ.


თევზები


ამ დღეს ფიზიკურად და ემოციური დატვირთვა გელით. შექმნილ სიტუაციასთან გამკლავებას ყველა თევზი ვერ შეძლებს. თავი შეიკავეთ საქმიანი მოლაპარაკებებისა და მოგზაურობისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი იმედგაცრუება გელით.


FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია