404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

წინააღმდეგობრივი დღეა. დღის პირველი ნახევარი უკიდურესად არახელსაყრელი დროა მეგობრებთან და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობისთვის. ერიდეთ რომანტიკულ თავგადასავლებს - ამას შეიძლება არასასურველი შედეგები მოჰყვეს. ვნებებს ნუ აჰყვებით. ერიდეთ ხმამამაღალ საუბარს და უხეშობას, თორემ ვითარება უკიდურესად დაიძაბება. გაითვალისწინეთ, რომ აგრესია აუცილებლად საპასუხო რეაქციას გამოიწვევს.


კურო

უკიდურესად არახელსაყრელი დღეა. შესაძლოა, გარშემო მყოფ ადამიანებთან ურთიერთობაში პრობლემებს შეეჯახოთ. თუ დათმობაზე არ წახვალთ, სიტუაცია შეიძლება გამწვავდეს. გეჩვენებათ, რომ ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა კატასტროფულად დაიძაბა, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერი მოწესრიგდება.


ტყუპები

მძიმე, წინააღმდეგობრივი დღეა. დღის პირველი ნახევრის ნეგატიურმა ტენდენციებმა შესაძლოა, ურთიერთობაში პრობლემები, საქმეში შეცდომები და ჯანმრთელობის გაუარესება გამოიწვიოს. მოსალოდნელია არაკეთილმოსურნეთა მაქინაციებიც. დღის მეორე ნახევარში სიტუაცია თანდათან დალაგდება. საღამო უამრავ სასიამოვნო მომენტს და სასიხარულო ამბავს გპირდებათ.


კირჩხიბი

ამ დღეს დიდია ტრამვის რისკი, ამიტომ სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. მზად იყავით მოულოდნელი უსიამოვნო ამბისთვის. გრძნობთ, რომ შექმნილი პრობლემების გადაჭრისთვის ძალა და ენერგია არ გეყოფათ, ამიტომ გირჩევთ, ახლობელი ადამიანების დარიგება გაითვალისწინოთ.


ლომი

დღის პირბელი ნახევარი უკიდირესად არახელსაყრელია ოჯახური ურთიერთობებისთვის, მეგობრებთან და ახლობლებთან შეხვედრებისთვის. დღის მეორე ნახევარში შემოქმედებითი პოტენციალი მნიშვნელოვნად გაიზრდება, ხოლო შინაგანი ენერგეტიკა პირად ცხოვრებაზე სასიკეთო გავლენას მოახდენს. სავარაუდოდ, ყოველგვარი ეჭვებისგან გათავისუფლდებით და იმაზე მეტს მიიღებთ, ვიდრე ელოდით.


ქალწული

რთული და წინააღმდეგობრივი დღეა. დღის პირველ ნახევარში თავი შეიკავეთ შეხვედრებისა და ყველა სახის ურთიერთობისგან. ნებისმიერმა დაუფიქრებელმა სიტყვამ სიტუაცია შეიძლება უკიდურესობამდე გაართულოს. პარტნიორებს შორის გაუგებრობამ შეიძლება აგრესია გამოიწვიოს. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ.


სასწორი

ყველა თვალსაზრისით დაძაბული დღეა. გადაუჭრელი პრობლემები ან შეუსრულებელი ვალდებულებები დიდ დროს წაგართმევთ. გამორიცხული არ არის, რომ ფინანსურ ან საყოფაცხოვრებო პრობლემებს შეეჯახოთ. მოსალოდნელია ჯანმრთელობის გაუარესება. ერიდეთ სპირტიან სასმელებს და ემოციები აკონტროლეთ.


მორიელი

ხელსაყრელი დღეა საკუთარი პოზიციების შეფასებისთვის. ეცადეთ, ურთიერთობის დროს სიბრძნე და სიმტკიცე გამოიჩინოთ. თუ პრინციპულობას შეინარჩუნებთ, შესაძლოა, მოლაპარაკება თქვენთვის მომგებიანი შედეგით დასრულდეს. ეცადეთ, დღის მეორე ნახევარი საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას დაუთმოთ.


მშვილდოსანი

დაძაბული, წინააღმდეგობრივი დღეა. მოსალოდნელია უსიამოვნო შეხვედრა ან უსიამოვნო ცნობა. ვარსკვლავები მამაკაცებს მოსალოდნელი ფინანსური დანაკარგის შესახებ აფრთხილებენ. ქალები მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ მათი სასიყვარულო გატაცება ხანმოკლე იქნება და წყენითა და იმედგაცრუებით დასრულდება.


თხის რქა

ეცადეთ, ამ დღეს ახლობელი ადამიანების მიმართ მეტი ყურადრება გამოიჩინოთ. მოსალოდნელია კონფლიქტური სიტუაცია, რომელსაც შეიძლება, ცუდი შედეგები მოჰყვეს. ეცადეთ, პროვოკაციებს არ აჰყვეთ.


მერწყული

ამ დღის ნეგატიურმა ტენდენციებმა შეიძლება, საკუთარ თავზე და პარტნიორებზე წარმოდგენა შეგიცვალოთ. გირჩევთ, ყველა უსარგებლო ურთიერთობა დაასრულოთ. ყველას, ვინც სამოგზაუროდ წასვლას გეგმავთ, მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ - სიცრუის მსხვერპლი არ გახდეთ.


თევზები

ეს დღე წინააღმდეგობის დასრულებას და მშვიდობას განასახერებს. შესაძლოა, საკუთარ თავში ყველა ეჭვი დაძლიოთ და ყველა ცდუნებას გაუმკლავდეთ. გამორიცხული არ არის, რომ რაღაც მოვლენამ თქვენს სიმტკიცეს გამოცდა მოუწყოს. შესაძლოა, ამის შემდეგ ბევრ ადამიანთან კონტაქტი გაწყვიტოთ და მხოლოდ სანდო ადამიანებს ურთიერთობა შეინარჩუნოთ.
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია