21 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

ენერგიით სავსე ხართ, იზრდება თქვენი შემოქმედებითი შესაძლებლობები და სექსუალურობა. ხელსაყრელი დღეა ფიზიკური დატვირთვისა და სუფთა ჰაერზე სეირნობისთვის. მოსალოდნელია ფინანსური წარმატება, რაც მოგებას ან წარმატებულ შენაძენს უკავშირდება. შესაძლოა, დიდი ხნის წინ შეძემნილი და დავიწყებული ნივთის გახსენება მოგიწიოთ.


კურო

ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. მოსალოდნელია ზედა სასუნთქი გზების დაავადება. . ეცადეთ ახლობელი ადამიანების მიმართ მეტი ყუდარღება და მზრუნველობა გამოხატოთ.


ტყუპები

ეს დღე კოსმიური ენერგიის გარდასახვას უკავშირდება. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უხასიათობა და უმიზეზო გაღიზიანება. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. ერიდეთ გარშემო მყოფებთან კონფლიქტებს, ექსპერიმენტებს და წვრილმანებზე დრო არ დაკარგოთ. გახსოვდეთ, რომ მცირე სტრესის შემდეგ ყველაფერი გაივლის და სულში ისევ სიმშვიდე დაისადგურებს.


კირჩხიბი

დროა დაისვენოთ და საკუთარ თავზე იზრუნოთ. სავარაუდოდ, ყველა პრობლემა, რომელიც ახლა გაწუხებთ, დროთა განმავლობაში თავისით მოგვარდება. გაითვალისწინეთ, რომ მეგობრების დახმარების გარეშე წარმატების მიღწევა გაგიძნელდებათ. შესაძლოა, უახლოეს ხანებში მოვლენები ისე არ განვითარდეს, როგორც ისურვებდით, თუმცა სამწუხაროდ, თქვენი მცდელობა ვერაფერს შეცვლის.


ლომი

შესანიშნავი დღეა ვარჯიშისთვის, სუფთა ჰაერზე სეირნობისა და სტუმრობისთვის. მოსალოდნელია ფინანსური წარმატება, რაც მოგებას ან ხელსაყრელ შენაძენს უკავშირდება.


ქალწული

ხელსაყრელი დღეა. ნებისმიერ საქმეს ადვილად გაუმკლავდებით და პრობლემების არსებობას დაივიწყებთ. შესაძლოა, პერსპექტიულ ბიზნესმენს შეხვდეთ, რომელიც ხელსაყრელ წინადადებას შემოგთავაზებთ. გამორიცხული არ არის, რომ ამ საქმიდან დიდი შემოსავალი მიიღოთ.


სასწორი

ამ დღეს უხასიათობა და უმიზეზო გაღიზიანება გელით. მეტიყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. მაქსიმალურად მოერიდეთ სტრესს. გახსოვდეთ, ყველა პრობლემა მალე ჩაივლის. ენდეთ საკუთარ ინტუიციას - ის იშვიათად ცდება.


მორიელი

ხელსაყრელი დღეა თვითშეფასებისთვის. ეცადეთ, საკუთარი თავის მიმართ უფრო კრიტიკული გახდეთ. კარგი იქნება, თუ საკუთარ ფიქრებში, გრძნობებსა და მოქმედებებში გაერკვევით. გირჩევთ, ყველა შესაძლებლობა გამოიყენოთ, რომ საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. ამ დღეს ზედმეტი აქტიურობა შეიძლება თქვენს ჯანმრთელობაზე არასახარბიელოდ აისახოს.


მშვილდოსანი

ოჯახის წევრებთან კონფლიქტი გელით. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სიმტკიცე გამოიჩინოთ და საკუთარი პოზიცია დაიცვათ - წინააღმდეგ შემთხვევაში, დაკარგულ პოზიციებზე დაბრუნება ძალიან გაგიჭირდებათ.


თხის რქა

პირად ცხოვრებაში პრობლემები გელით, რადგან პარტნიორს თქვენი პიზიციის გაზიარება არ სურს. შესაძლოა, თქვენმა ზედმეტმა ეჭვიანობამ ან საკუთარი სისუსტეების აყოლამ თქვენ მიმართ კეთილად განწყობილი ადამიანები გაანაწყენოს.


მერწყული

ხელსაყრელი დღეა. შრომისმოყვარეობა, მიზანსწრაფულობა და გავლენიანი ადამიანების მფარველობა საშუალებას მოგცემთ, რომ ფინანსური წარმატებისთვის შესანიშნავი სასტარტო პოზიცია შექმნათ. სასურველია საღამო საკუთარ და ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნვას უნდა დაუთმოთ.


თევზები

ამ დღეს ხელსაყრელია მშვიდი დასვენება ან ყოველდღიური საქმეების კეთება. გირჩევთ, მოვალეობები მინიმუმამდე შეამციროთ და საკუთარ ფიქრებსა და გრძნობებში გაერკვეთ. ხელიდან არ გაუშვათ საკუთარი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის შანსი.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google