404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
2 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
სამსახურში ან პარტნიორებთან წარმოქმნილმა გაუგებრობამ შეიძლება საქმის მიმდინარეობაზე უარყოფითად იმოქმედოს. სასიცოცხლო პოტენციალის შემცირების გამო ამ დღეს გადაღლა განსაკუთრებით საშიშია. მამაკაცები უნდა ერიდონ ახალი საქმის დაწყებას და ავტომანქანის სწრაფად ტარებას. პირად ცხოვრებაში სირთულეები გელით. ახლა მნიშვნელოვანია ემოციებთან გაუმკლავება და საკუთარი ქმედებების გააზრება.


კურო
სიყვარულზე ფიქრისთვის საუკეთესო დღე არაა. შეიძლება ყველაფერი ისეთი იდეალური არ იყოს, როგორც გგონიათ. მოსალოდნელია საყვარელ ადამიანთან ურთიერთობების გარკვევა. სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემით, თუკი თქვენთვის რაიმე უსიამოვნო შეიტყვეთ. სამსახურში ფრთხილად და ყურადღებით უნდა იყოთ. უმჯობესია კოლეგების დავაში არ ჩაერიოთ, რადგან ბოლოს დამნაშავე თქვენ გამოხვალთ.


ტყუპები
ბიზნესისა და კომერციის სფეროში დასაქმებული ტყუპებისთვის ხელსაყრელი დღეა. მოსალოდნელია მაცდური შეთავაზება, რომელიც კარგ ფულად შემოსავალს გპირდებათ. გირჩევთ, საკუთარი გეგმების შესახებ არავის მოუყვეთ, რადგან შეიძლება ბოროტი ადამიანების ყურადღება მიიპყროთ. საყვარელ ადამიანთან მოსალოდნელია კამათი.


კირჩხიბი
კარიერაზე ფიქრისთვის არახელსაყრელი დღეა. ამ დღეს უჩვეულოდ გაღიზიანებული და განერვიულებული ხართ, ამიტომ სამსახურში ძალიან ფრთხილად და ყურადღებით უნდა იყოთ. თქვენთვის დამახასიათებელმა ემოციურობამ შეიძლება, უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაგდოთ.


ლომი
წინააღმდეგობრივი დღეა. პარტნიორებთან თქვენს ურთიერთობას გამოცდა ელის, ხოლო გეგმები საჭიროებს გადასინჯვას. ლომმა კაცებმა ემოციებთან გამკლავება და საკუთარი ქმედებების გააზრება უნდა შეძლონ. ლომი ქალები დაპირებების გაცემას და ავტომობილის სწრაფად მართვას უნდა ერიდონ.


ქალწული
ფხიზლად იყავით და ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას. თქვენს გამძლეობაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ერიდეთ სამსახურის ან მოღვაწეობის სფეროს შეცვლას. ახლა ამისთვის არახელსაყრელი პერიოდია. ერიდეთ ნერვიულობას, რომელიც შეიძლება სერიოზული დაავადების გამომწვევი გახდეს.


სასწორი
ამ დღეს ახლობელი ადამიანების მხარდაჭერასა და დახმარებას იგრძნობთ. მოსალოდნელია ყველა იმ პოზიტიური გეგმის განხორციელება, რომელიც წინა დღეებში ჩაიფიქრეთ. იზრდება სექსუალური და პიროვნული მომხიბვლელობა, რაც სასიკეთოდ აისახება თქვენს შრომისუნარიანობასა და ჯანმრთელობაზე.


მორიელი
არახელსაყრელი დღეა. შესაძლებელია, საკუთარი თავის, სხვა ადამიანებისა და სამსახურის მიმართაც კი უკმაყოფილება და იმედგაცრუება იგრძნოთ, მაგრამ სამსახურიდან წასვლა არ უნდა იჩქაროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი ფინანსური მდგომარეობა უარესობისკენ შეიცვლება. ერიდეთ სარისკო მოქმედებებს და კომერციულ საქმიანობას - ეს სათქვენო არაა. ცოტაც დაიცადეთ და იღბალი აუცილებლად გეწვევათ.


მშვილდოსანი
ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგება კომერციულ ოპერაციებში წარმატებას გპირდებათ. სასიცოცხლო პოტენციალი, სექსუალურობა და პიროვნული ხიბლი მაღალ დონეზეა. ზოგიერთი გაუთვალისწინებელი პრობლემა გაიძულებთ, მათ მოსაგვარებლად უჩვეულო გზები მონახოთ. გამორიცხული არ არის გართულებები პირად ცხოვრებაში. ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გააკეთებთ, სანამ ყველაფერს თავად არ გაიგებთ.


თხის რქა
სამსახურში გაუგებრობები გელით. დაუსაბუთებელი ბრალდებების ან უსამართლო კრიტიკის გამო შეიძლება მოთმინება დაკარგოთ. ფხიზლად იყავით - თქვენს გამძლეობაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. შესაძლებელია, თქვენი მოკრძალება ხელს გიშლით იმ ადგილის დასაკავებლად, რომელსაც იმსახურებთ.


მერწყული
ეს დღე ასოცირდება კოსმოსური ენერგიის მიღებასთან და მომავლის ხედვასთან. სასურველია მკურნალობის კურსის დაწყება ან პრევენცია. ყველა დღევანდელი ჩანაფიქრი განხორციელდება. გამორიცხული არ არის სტუმრების მიღება. მოსალოდნელია მცირე გადაღლა.


თევზი
ეჭვების დაძლევის და საკუთარ გრძნობებში გარკვევის დღეა. შეიძლება სამსახურით უკმაყოფილო ხართ, მაგრამ ახლა უმუშევრად დარჩენის დრო არ არის. ერიდეთ ახალი, უცნობი საქმის დაწყებას, რადგან კომპეტენციის ნაკლებობამ შეიძლება უხეში შეცდომები დაგაშვებინოთ. ამ დღეს თავს კომფორტულად მხოლოდ მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან იგრძნობთ.
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია