20 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

რთული დღე გელით. პარტნიორებთან კონფლიქტები და უკონტროლო ემოციები შეიძლება, ნებისმიერ საქმეში დაბრკოლებად იქცეს. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია იმედგაცრუება, საყვედური და წყენა. სიზმარი წინასწარმეტყველურია და ოთხი დღის შემდეგ ასრულდება.

კურო

ენერგია და თავდაჯერებულობა გამორჩეული საქმეების კეთებაში დაგეხმარებათ. ეს განსაკუთრებით შემოქმედ მამაკაცებს ეხებათ. ნუ მისცემთ უფლებას სამსახურებრივ პრობლემებს, რომ ხასიათი გაგიფუჭოთ. ვარსკვლავები შემოსავლის დამატებითი წყაროებისა და საქმიანობის ახალი ტიპების მოძიებაში წარმატებას გპირდებიან. ასევე წარმატებული იქნება ნებისმიერი კოლექტიური საქმიანობა და ერთობლივი პროექტები.

ტყუპები

ხელსაყრელი დღეა სუფთა ჰაერზე სეირნობისა და ახალი კონტაქტების დამყარებისთვის. სავარაუდოდ, რამდენიმე ახალ ბიზნესპარტნიორს შეიძენთ, რაც მომავალში დაგეხმარებათ. გამორიცხული არ არის, გავლენიანი მფარველიც გამოგიჩნდეთ. ფინანსურ წარმატებას სწორედ მისი დახმარებით მიაღწევთ. თუ საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში ეჭვი გეპარებათ, საკუთარ ინტუიციას ან ახლობლების რჩევას უნდა ენდოთ.

კირჩხიბი

მშვიდობისა და თანხმობის დღეა, რომელიც კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ ახლობელ ადამიანებს ძალიან უყვარხართ. ბავშვებთან ურთიერთობა სულიერ სიმშვიდეს და სიხარულს მოგიტანთ. თავი შეიკავეთ თუნდაც ხანმოკლე მოგზაურობისგან, რადგან სავარაუდოდ, წარუმატებელი იქნება. გირჩევთ, სახლში დარჩეთ და ოჯახური საქმეებით დაკავდეთ: წიგნების კითხვა, ოჯახის წევრებთან საუბარი, ფილმის ყურება - არჩევანი თქვენი გასაკეთებელია.

ლომი

რთული დღე იქნება. უხეშობამ შეიძლება პარტნიორებთან კონფლიქტი გამოიწვიოს, თქვენი თანდაყოლილი კეთილშობილება კი შეიძლება პრობლემის გადაჭრისას დაბრკოლებად იქცეს. პირად ცხოვრებაში არ არის გამორიცხული იმედგაცრუება, საყვედური და ცრემლი.

ქალწული

პასიური და საკმაოდ რთული დღე გელით. ამჟამად ყველაზე მეტად განმარტოვება და პირადი ცხოვრების პრობლემებზე მოგვარებაზე ფიქრი გჭირდებათ. სამწუხაროდ, დაგეგმილი შეხვედრები, მოლაპარაკებები ან მგზავრობა წარუმატებლად ჩაივლის, სამაგიეროდ, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა ჰარმონიულად განვითარდება. დღის მეორე ნახევარში ბედნიერები და ერთმანეთით კმაყოფილები იქნებით.

სასწორი

ამ დღეს ფრთხილად უნდა იყოთ - მოსალოდნელია ნერვული სტრესი. საკუთარ ძალებსა და შესაძლებლობებს გადაჭარბებულად ნუ შეაფასებთ - ისინი უსაზღვრო არაა. ახალი გეგმების დასახვამდე ეცადეთ, ძველი საქმეები დაასრულოთ. მოსალოდნელია უთანხმოება, რომელმაც შეიძლება, ურთიერთობების სრული გაწყვეტა გამოიწვიოს. ეცადეთ, ახლობელი ადამიანების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ.

მორიელი

მშვიდობისა და თანხმობის დღეა. ხელსაყრელი პერიოდია ქორწინებისა და ბავშვის ჩასახვისთვის. ეს დღე სავსეა მტკიცებულებებით, რომ ვიღაცისთვის საყვარელი და სასურველი ხართ. გამორიცხული არ არის, რომ გაგიმართლათ და სწორედ ისეთ ადამიანს შეხვდით, როგორზეც ოცნებობდით. თქვენი ქორწინება ხანგრძლივი და მტკიცე იქნება.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა. შესაძლებელია, გაიცნოთ ადამიანი, რომელიც თქვენს შემდგომ ბედზე გავლენას მოახდენს. გამიორიცხული არ არის, რომ ის გავლენიანი მფარველი აღმოჩნდეს, რომელიც წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. თავი შეიკავეთ მძიმე საკვებისა და ალკოჰოლური სასმელებისგან. მოერიდეთ უცხო ადამიანებთან დაპირისპირებას ან ახლობლებთან კამათს. ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან, მაგრამ ზოგიერთ გამარჯვებას მარცხი სჯობია.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი იდეების განხორციელებისა და სახლის კეთილმოწყობასთან დაკავშირებული საქმეებისთვის. სასურველია ფიზიკური დატვირთვა, სპორტი, რემონტი ან ნივთების მოწესრიგება. დღეს ახალი, საინტერესო ნაცნობობა გელით - შესაძლებელია, ის საქმიანიდან მეგობრულში გადაიზარდოს.

მერწყული

ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად, მიწასთან, მშენებლობასთან და საცხოვრებელი ადგილის კეთილმოწყობასთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად. ფულის ნებისმიერი ინვესტიცია წარმატებული და მომგებიანი იქნება. დღის მეორე ნახევარში გამორიცხული არ არის არასასიამოვნო ამბავი ან ჯანმრთელობის გაუარესება. სწავარაუდოდ, ეს გაციებას ან ქრონიკული დაავადების გამწვავებას უკავშირდება.

თევზი

ამ დღეს შეგიძლიათ, დაგეგმილი საქმეები თამამად განიხილოთ. სავარაუდოდ, ადრე დადებული გარიგება სოლიდურ შემოსავალს მოგიტანთ. თქვენი სურვილი შეიძლება ასრულდეს, მაგრამ ეცადეთ, საკუთარ ქმედებებში უფრო ორგანიზებულები და თანმიმდევრულები იყოთ. ამ შემთხვევაში მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება. გირჩევთ, საღამო სადმე სახლის გარეთ გაატაროთ.
Print