28 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

ხელსაყრელი დღეა, რომელიც ჭეშმარიტებაში წვდომისა და ზნეობრივი სიწმინდის ნიშნით ჩაივლის. დღის პირველი ნახევარი სიმშვიდეს მოგანიჭებთ. გაზრდილი შრომისუნარიანობა და პრობლემის ხედვის არასტანდარტული მიდგომა საგრძნობ შედეგს გამოიღებს. პარტნიორების მხარდაჭერა კი ყველაზე სარისკო და გაბედულ საქმიანობაშიც კი წარმატებას უზრუნველყოფს.

კურო

თავდაჯერება და ოპტიმიზმი დაგროვილ პრობლემებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, გულუხვობა გამოიჩინოთ, წვრილმანებს ნაკლები ყურადღება მიაქციოთ და იღბალი აუცილებლად გაგიღიმებთ. ამ დღეს პლანეტების განსაკუთრებული დაცვის ქვეშ ხართ, შესაბამისად, თქვენ გარშემო მყოფი ხალხიც კარგად იქნება. გამორიცხული არ არის, რომ თქვენთან თანამშრომლობის მსურველთა ბიზნესწინადადებები ყველა მხრიდან მიიღოთ. ეცადეთ, წარმატების შესაძლებლობა გამოიყენოთ.

ტყუპები

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ურთიერთობის დროს მეტი სიფრთხილე და წინდახედულება გამოიჩინოთ. შესაძლოა, საყვარელი ადამიანი ერთი დაუფიქრებელი სიტყვით შეურაცხყოთ. იზრდება სამსახურით ან მიღწეული შედეგებით უკმაყოფილება და მოუსვენრობის გრძნობა. ამისგან რომ გათავისუფლდეთ, გირჩევთ, სუფთა ჰაერზე მეტი ისეირნოთ ან ფიზიკური შრომით დაკავდეთ. ერიდეთ თვალების გადაღლას.

კირჩხიბი

სავარაუდოდ, ახლობელ ადამიანებთან შეხვედრის შემდეგ ოპტიმიზმის უზარმაზარ მუხტს მიიღებთ. არ არის გამორიცხული, რომ თანამშრომლობის თხოვნით საინტერესო წინადადებები მიიღოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ყველა შემოთავაზებულ წინადადებას ყურადღებით მოიეკიდოთ და წარმატების შანსი ხელიდან არ გაუშვათ.

ლომი

ხელსაყრელი დღეა. ვარსკვლავების განლაგება წარმატებას გპირდებათ. ნებისმიერი წამოწყება დადებით შედეგებს მოგიტანთ. მამაკაცებს შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი იდეები განახორციელონ და კარიერული წინსვლა და უფროსების შექება დაიმსახურონ. ქალბატონებს ვურჩევთ, მუშაობა ოჯახურ და დედობრივ პასუხისმგებლობებს უფრო გონივრულად შეუთავსონ.

ქალწული

დღეს შეიძლება გაუთვალისწინებელი ფინანსური ხარჯების აუცილებლობა შეიქმნას. შესაძლებელია, მოვლენები ისე არ განვითარდეს, როგორც თქვენ გსურდათ. ვარსკვლავები გირჩევენ, იყოთ სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინოთ, უსარგებლო კონტაქტებს, დავებსა და კონფლიქტებში ჩარევას მოერიდოთ. კარგი იქნება, თუ საღამოს ოჯახის წევრებთან ერთად გაატარებთ.

სასწორი

შესაძლოა, საკუთარი ცხოვრების შეცვლის სურვილი გაგიჩნდეთ, მაგრამ მოვლენები არ უნდა დააჩქაროთ - დღეს არ არის ყველაზე ხელსაყრელი დღე დრამატული ცვლილებებისთვის. მოსალოდნელია ძველი სიყვარულის განახლება.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა ბიზნესმენებისა და მეწარმეებისთვის. მოსალოდნელია მომგებიანი ბიზნესშეთავაზება. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ყველა შეთავაზებას ყურადღებით მოეკიდოთ და წარმატების მიღწევის შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვათ. შუადღისას მოსალოდნელია ძველ მეგობართან შეხვედრა.

მშვილდოსანი

დღეს მშვილდოსან ქალებს შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი ნიჭი გამოავლინონ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ურთიერთობებში სიფრთხილე გამოიჩინოთ - გამორიცხული არ არის, რომ თქვენი მისამართით გამოთქმული კრიტიკის ან ფამილარობის მოსმენისას „იფეთქოთ“. არც ისაა გამორიცხული, რომ საყვარელი ადამიანი დაუფიქრებელი სიტყვით შეურაცხყოთ. თქვენ შესანიშნავი მეხსიერება გაქვთ, მაგრამ აუცილებელი არ არის, ძველი უთანხმოება გამუდმებით გახსოვდეთ.

თხის რქა

რთული და წინააღმდეგობრივი დღეა. ვარსკვლავები გირჩევენ, მოთმინება და კეთილსინდისიერება გამოიჩინონ - პლანეტების არახელსაყრელმა განლაგებამ შეიძლება პროფესიულ საქმიანობაში სხვადასხვა უსიამოვნება გამოიწვიოს. სავარაუდოდ, ამ დღის მოვლენები ისე არ განვითარდება, როგორც გსურდათ - მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ფინანსური ხარჯები ან შეიძლება, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა ჩიხში შევიდეს. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.

მერწყული

კრიტიკული დღეა. ნებისმიერ საქმეში სიფრთხილე და წინდახედულება უნდა გამოიჩინოთ. შესაძლოა, თავი სუსტად იგრძნოთ, მაგრამ სერიოზული არაფერი გემუქრებათ. შემთხვევითმა წარუმატებლობამ შეიძლება თქვენი მდგომარეობა გააუარესოს. ახლობლების მიმართ გამოჩენილმა გულგრილობამ შეიძლება ოჯახში სიტუაცია სერიოზულად შეცვალოს.

თევზები

დაძაბული დღეა, როცა გონებას ემოცია ჭარბობს. ფრთხილად იყავით, ამან შეიძლება კონფლიქტები და კეთილდღეობის გაუარესება გამოიწვიოს. გაითვალისწინეთ, რომ რომანტიკული პერიოდები მთავრდება და ეცადეთ, ნაკლებად მტკივნეულად აღიქვათ.
Print