11 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

ხელსაყრელი დღეა ვერძებისთვის, რომლებიც სწავლობენ ან შემოქმედებას ემსახურებიან. შეიძლება ამ დღეს სასიხარულო ამბავი გაიგოთ, რომელიც მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. გირჩევთ მოვლენები არ დააჩქაროთ და არ გარისკოთ. წარმატებას ნელი, მაგრამ სტაბილური მოძრაობა მოგიტანთ.

კურო

ეს დღე თქვენი შემოქმედებითი აღმავლობის დასაწყისია. პროფესიულ საქმიანობაში მოულოდნელი გარღვევა გელით. სამსახურში თქვენი პროექტი კარგ შედეგს მოიტანს, ხოლო თქვენს საქმიან თვისებებს ხელმძღვანელობა სათანადოდ შეაფასებს. დროა, უახლოესი გეგმების შესრულება დაიწყოთ.

ტყუპები

ხელსაყრელი დღეა სავაჭრო გარიგებებისა და სარისკო ოპერაციებისთვის. პროფესიულ საქმიანობაში მეგობრების დახმარების გარეშე წარმატების ალბათობა ნულია. დღის მეორე ნახევარში დადებითი ტენდენციები შემცირდება. შესაძლებელია, მოვლენები ისე არ განვითარდეს, როგორც თქვენ გსურდათ, თუმცა, სამწუხაროდ, ვერაფერს შეცვლით. სიტუაციის მოგვარებაში მხოლოდ ტაქტი და დიპლომატია დაგეხმარებათ.

კირჩხიბი

შემოქმედებითი აღმავლობის დღეა. პირადი ცხოვრება სავსეა საინტერესო მოვლენებით. თქვენი ნამუშევარი იმდენად კარგ შედეგს მოიტანს, რომ თავადაც გაოცდებით. ხელმძღვანელობა თქვენს საქმიან უნარებს, დისციპლინას და ორგანიზებულობას სათანადოდ დააფასებს. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო სიახლეებს მიიღებთ ძველი მეგობრებისგან.

ლომი

მოსწავლე და მასწავლებელი ლომებისთვის ხელსაყრელი დღეა. მოსალოდნელია სასიხარულო ამბავი, ხელმღვანელობის მხრიდან წახალისება და პროგრესი მიზნისკენ მიმავალ გზაზე. ამ დღეს სასურველია მეგობრებთან კომუნიკაცია, ოჯახური ურთიერთობები და სექსუალური კონტაქტები.

ქალწული

ეს დღე განსაკუთრებით ხელსაყრელია კომერციის სფეროში დასაქმებული ქალწულისთვის. სავაჭრო გარიგებები და შეთანხმებები მოგებას მოგიტანთ. სარისკო ოპერაციებშიც კი წარმატება გელით. პროფესიულ საქმიანობაში შესაძლებელია მოულოდნელი გარღვევა, რომელიც თქვენს მომავალზე სასიკეთოდ აისახება. კარგი დღეა ოჯახური ურთიერთობებისა და სექსუალური კონტაქტებისთვის.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი საქმიანობის, ინფორმაციისა და სამუშაო გამოცდილების გაცვლისთვის. პირადი ცხოვრება სავსე იქნება საინტერესო მოვლენებით. შეგიძლიათ ახლობლების დახმარების იმედი გქონდეთ. ცხოვრებისგან სტაბილურობის გარანტიებს ნუ ელით.

მორიელი

ცვლილებებისა და აქტიურობის დღეა, რომელმაც შეიძლება, ზარალი და დანაკარგები მოგიტანოთ. თქვენი თამამი და სარისკო გადაწყვეტილებები სასურველ შედეგს არ მოგცემთ. გახსოვდეთ, რომ თქვენი ბევრი შეცდომა უფროსი ადამიანების რჩევების უგულებელყოფის ბრალია. გიჭირთ იმის აღიარება, რომ ისინი თქვენზე გამოცდილები არიან, მაგრამ ეს ფაქტია.

მშვილდოსანი

ეს დღე საინტერესო მოვლენებით და მოულოდნელი ცვლილებებით არის სავსე. სექსუალური კონტაქტები და სასიყვარულო ურთიერთობები სიხარულს და თავდაჯერებულობას მოგიტანთ. ეცადეთ, თქვენი საყვარელი საქმით პარტნიორიც დააინტერესოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი ურთიერთობა მალე დასრულდება.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა ვაჭრობისა და ბიზნესის სფეროში დასაქმებული თხის რქებისთვის. მოსალოდნელია კარგი ამბები ან ერთობლივ პროექტში მონაწილეობის მაცდური შეთავაზება. ნუ იჩქარებთ დათანხმებას - საქმე მაქსიმალურ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს.

მერწყული

აქტიური სამუშაო დღეა. სავარაუდოდ, საქმეში დაშვებული შეცდომა და არასწორი გათვლა თავდაუზოგავად მუშაობას გაიძულებთ. თუ სწორად იმოქმედებთ, შეძლებთ, რომ საკუთარი უნარები პოზიციის გასამყარებლად გამოიყენოთ. მოსალოდნელია მხარდაჭერა იმ ადამიანებისგან, ვისგანაც არ ელოდებოდით.

თევზები

ეს დღე დანაკარგებს უკავშირდება. მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ხარჯები, ქურდობა ან ძარცვა. ყოველდღიური საქმიანობა დაღლილობასა და აპათიას გამოიწვევს. მეგობრების მონახულებამ ან საყვარელი ადამიანის საჩუქარმა შეიძლება განწყობა აგიმაღლოთ.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები