12 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

ხელსაყრელი დღეა კოლექტიური ღონისძიებებისა და სუფთა ჰაერზე აქტიური დასვენებისათვის. შესაძლოა, ახლო ნათესავების ან ბავშვების პრობლემებმა თქვენი ყურადღება და გაუთვალისწინებელი ხარჯები მოითხოვოს.

კურო

თუ რამის ყიდვას აპირებთ, გირჩევთ, ეს დღეს გააკეთოთ. ვარსკვლავები შენაძენს, ქონების დაგროვებას და ფულის ინვესტიციას მფარველობენ. მიეცით თავს ფულის დაუგეგმავი ხარჯვის უფლება. მაგალითად, განაახლეთ გარდერობი ან შეიძინეთ თქვენთვის სასურველი წიგნი. სასურველია, რომ საღამო ბავშვებს დაუთმოთ და საკუთარი ბავშვობაც გაიხსენოთ.

ტყუპები

თქვენმა დაბნეულობამ და ეჭვებმა შეიძლება მცირე გაუგებრობები გამოიწვიოს. შესაშური შრომისუნარიანობის წყალობით, გასაოცრად ბევრი რამის გაკეთებას შეძლებთ. გირჩევთ, კარგად მოემზადოთ საკუთარი გეგმების უახლოეს მომავალში განხორციელებისთვის. საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან რომანტიკული ურთიერთობებისთვის ხელსაყრელი დროა.

კირჩხიბი

ამ დღეს შეიძლება პირად ცხოვრების პრობლემების მოგვარება შეძლოთ. ეცადეთ, ნებისმიერი განსაცდელისა და დაბრკოლების მიუხედავად, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. თავი შეიკავეთ ახალი ნაცნობობისგან, რომელიც პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებამდე სიტუაცია გულდასმით უნდა შეისწავლოთ.

ლომი

გირჩევთ, თქვენს პარტნიორებს ყურადღებით დააკვირდეთ - თანაგრძნობა ერთგულებას და გრძნობების სიღრმეს არ ნიშნავს. სავარაუდოდ, სამომავლო გეგმების კორექტირება მოგიწევთ. წარუმატებლობაზე არ ინერვიულოთ - მოვლენების ერთი შეხედვით არახელსაყრელი განვითარება მხოლოდ უკეთესობისკენაა.

ქალწული

სასიცოცხლო პოტენციალის შემცირებამ შეიძლება, გავლენა მოახდინოს თქვენს შრომისუნარიანობასა და სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარზე. მოსალოდნელია მცირე გაუგებრობები, ამიტომ ეცადეთ, დღის გრაფიკი წინასწარ დაგეგმოთ. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია შეძენის, ქონების დაგროვებისა და ფულის ხელსაყრელ საქმეში დაბანდებისთვის. საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობაში წარმატება გელით.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა სახლის კეთილმოწყობისთვის. კვირის განმავლობაში თქვენი ენერგიული საქმიანობა მუშაობის საბოლოო შედეგებზე დადებითად აისახება. სასურველია, რომ უახლოესი მომავლის გეგმების განხორციელებისთვის ტაქტიკა შეიმუშავოთ. ოჯახი თქვენს ნებისმიერ გადაწყვეტილებას გაგებით შეხვდება.

მორიელი

გირჩევთ, მეტი ყურადღება მიაქციოთ ოჯახურ პრობლემებს, რომელთა გადასაჭრელად ფიზიკური და მატერიალური საშუალებები დაგჭირდებათ. თავი შეიკავეთ ფულის ზედმეტი ხარჯვისგან და ნუ შეეჭიდებით საქმეს, რომელთან გამკლავებაც გაგიჭირდებათ. გადაღლამ შეიძლება, გაღიზიანება და დაღლილობა გამოიწვიოს.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისა და შეხვედრებისთვის. ნებისმიერი წამოწყება, თუნდაც ყველაზე სარისკო, საბოლოოდ კარგ შემოსავალს მოგიტანთ. თქვენი ცხოვრება განვითარების ახალ საფეხურზე გადავა, რასაც ახალი საქმეები და ახალ ადამიანებთან ურთიერთობა მოჰყვება. მოსალოდნელია რომანტიკული თავგადასავალი ან ძალიან სასიხარულო შეხვედრა ძველ შეყვარებულთან. სიზმრები პირიქით უნდა განიმარტოს.

თხის რქა

ამ დღეს მცირე გაუგებრობები გელით, ამიტომ აუცილებელია დღის განრიგის შედგენა და თანმიმდევრულად მოქმედება. დაბალი სასიცოცხლო პოტენციალი გავლენას მოახდენს თქვენს შრომისუნარიანობაზე. ინტიმური ურთიერთობების სფეროში მოსალოდნელია არასტაბილურობა.

მერწყული

ვარსკვლავები სასიყვარულო საქმეებში წარმატებას და ოჯახური გარემოს გაუმჯობესებას გპირდებიან, მთავარია ფარული ხაფანგების გადალახვა შეძლოთ. ქალებს ახალი, საინტერესო ნაცნობობა ელით. სასიამოვნო კამპანია და მხიარულება განტვირთვაში დაგეხმარებათ.

თევზები

მოგიწევთ, შეეგუოთ თქვენს მდგომარეობას და რაც შეიძლება სწრაფად დაივიწყოთ ის, რისი გაკეთებაც ვერ მოახერხეთ. სასურველია აქტიური დასვენება. ეცადეთ, ახლობლების განწყობას მეტი ყურადღება მიაქციოთ. ამ დღეს კატეგორიულად იკრძალება გადაღლა და ალკოჰოლის მიღება.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები