15 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

სავარაუდოდ, ამ დღეს საკუთარი ცხოვრებისეული პრინციპების, შეხედულებებისა და ავტორიტეტის დაცვა მოგიწევთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება მოვლენების მსვლელობა თქვენს საზიანოდ შეიცვალოს. ვერძს ქალს ახალი გატაცება ელის, რომელსაც პირად ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებები მოჰყვება. მამაკაცებს პროფესიულ საქმიანობაში მოსალოდნელი დაბრკოლებები გეგმების შეცვლას ან ახლობელი ადამიანების მიმართ დამოკიდებულების გადახედვას გაიულებთ.

კურო

არახელსაყრელი დღეა. ეცადეთ, ნებისმიერ სიტუაციაში მაქსიმალური თავშეკავება გამოიჩინოთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ, რათა ჩანაფიქრის განხორციელება შეძლოთ.

ტყუპები

შესაძლოა, ახალმა ადამიანებმა, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდებიან, ახალ შესაძლებლობებზე თვალი აგიხილონ ან ახალი საქმიანობის სფერო შემოგთავაზონ. პასუხის გაცემას ნუ იჩქარებთ და მაქსიმალური თავშეკავება გამოიჩინეთ, რადგან თქვენს გადაწყვეტილებას შეიძლება, მოულოდნელი შედეგები მოჰყვეს.

კირჩხიბი

არახელსაყრელი დღეა. ეცადეთ, არაფერზე გაღიზიანდეთ და თავი აკონტროლოთ, თუნდაც სიტუაცია თქვენთვის არახელსაყრელად შეიცვალოს. ჯანმრთელობის მხრივ წვრილმანი პრობლემები გელით, ამიტომ გირჩევთ, აუზს ეწვიოთ და წყლის პროცედურები ჩაიტაროთ - წყალი გაგამხნევებთ და დაგამშვიდებთ. ახალი პროექტის დაწყებამდე თქვენს სხეულს ასეთი დახმარება სჭირდება.

ლომი

შესაძლოა, დღეს საკუთარი ავტორიტეტის აქტიური დაცვა მოგიწიოთ. გაითვალისწინეთ, რომ თავშეუკავებელმა ვნებებმა შეიძლება ძალიან დაგაზარალოთ. ემოციებს ნუ აჰყვებით, თქვნი საქმე მშვიდად აკეთეთ და სიტუაცია თავისთავად მოგვარდება.

ქალწული

დაძაბული დღეა, რომელიც როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ტენდენციებით არის სავსე. არ არის გამორიცხული, რომ გეგმების შეცვლა ან სხვების მიმართ დამოკიდებულების გადახედვა მოგიწიოთ. გარეშე პირთა გავლენა შეიძლება თქვენი ფინანსური მდგომარეობისთვის საზიანო იყოს. ახალი საქმიანობის ძებნა სასურველ შედეგებს არ მოგიტანთ. პროვოკაციების და თავგადასავლების დღეა. ნებისმიერ გადაწყვეტილებას შეიძლება ყველაზე მოულოდნელი შედეგები მოჰყვეს.

სასწორი

საშიში დღეა. ქუჩაში, გზის გადაკვეთისას და ავტომობილის მართვის დროს, სიფრთხილე გამოიჩინეთ. ერიდეთ მოწამვლას და ტრამვებს. თუ ამ დღეს ავად გახდით, დაავადება ხანგრძლივი და რთული იქნება, შესაძლებელია გართულებები. დიდია მოტყუებისა და ღალატის ალბათობა. თავი შეიკავეთ ფრჩხილების და თმის მოჭრისა და ოპერაციის გაკეთებისგან. ერიდეთ ალკოჰოლის მიღებას და განსაკუთრებული ყურადღება ბავშვების ჯანმრთელობას მიაქციეთ.

მორიელი

დაძაბული სამუშაო კვირის ბოლოს პროფესიული პრობლემები დაივიწყეთ და მთელი დრო ოჯახსა და შვილებს დაუთმეთ. მათ თქვენი ყურადღება და მზრუნველობა სჭირდებათ და თავადაც უდიდეს სიამოვნებას მიიღებთ მათთან სიახლოვისა და ბავშვური გულწრფელობისგან.

მშვილდოსანი

ეს საუკეთესო დღე არაა დრამატული ცვლილებებისთვის. შესაძლოა, თქვენთვის ჩეული სიმარჯვით ვერ შეძლოთ ყველა საქმის მოგვარება. ამიტომ უმჯობესია, მოთმინებით დაელოდოთ სიტუაციის შემობრუნებას თქვენს სასიკეთოდ და შემდეგ უკვე თამამად იმოქმედოთ - ასეთ შემთხვევაში წარმატება გარანტირებული გაქვთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ბოლოს და ბოლოს, ყურადღება მიაქციოთ საკუთარ ჯანმრთელობას და არ გადადოთ ექმთან ვიზიტი, რაც დიდი ხანია, ჩაფიქრებული გაქვთ.

თხის რქა

ეს დღე სავსეა როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ტენდენციებით. თხის რქა ქალებს საინტერესო ნაცნობობა ელით, რაც შეიძლება დიდი სიყვარულის ისტორიის დასაწყისი გახდეს, მაგრამ უფროსობის სურვილმა და გარკვეულმა არასერიოზულობამ შეიძლება, ცრემლები და იმედგაცრუება მოგიტანოთ.

მერწყული

ამ დღეს ჯანმრთელობის მცირე პრობლემები გელით. ეს შეიძლება ნერვული აშლილობა, მსუბუქი ტრამვა ან თავის ტკივილი იყოს. ფრთხილად იყავით ცეცხლთან და ხალხმრავალ ადგილებს მოერიდეთ. თავი შეიკავეთ მძიმე ცხოველური წარმოშობის საკვებისა და ალკოჰოლისგან.

თევზი

გირჩევთ, მაღაზიაში სასურველი ნივთის შესაძენად წახვიდეთ, შემდეგ კი ლატარიის ბილეთი შეიძინოთ. ბევრ თევზს შეიძლება გაუმართლოს. ხელმძღვანელობა თქვენს სერიოზულობას და დააფასებს. ეცადეთ, დღის მეორე ნახევარი ბავშვებთან ან უფროს ნათესავებთან გაატაროთ.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google