16 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

არახელსაყრელი დღეა, რომელსაც უარყოფით ტენდენციები და სტრესები ახლავს. გაითვალისწინეთ, თუ გონებას ემოციები გადაწონის, პარტნიორებთან კონფლიქტი გელით. ბავშვებთან ურთიერთობისას მოერიდეთ ყვირილს და საკუთარი სიმართლის ძალისმიერი მეთოდებით დამტკიცებას. უფროსობის სურვილმა შეიძლება ოჯახური ურთიერთობების გაუარესება გამოიწვიოს.

კურო

დღის პირველი ნახევარი არახელსაყრელია. სავარაუდოდ, სიმწიფის გამოცდის ჩაბარება მოგიწევთ და თუ გაუმკლავდით, ოჯახში სიმშვიდე დაისადგურებს. ჩანაფიქრის განხორციელებას ახალი მეთოდებით ან ახალი ადამიანების დახმარებით შეძლებთ.

ტყუპები

არახელსაყრელი დღეა, რომელიც პარტნიორების არაკეთილსინდისიერებასთან ასოცირდება. მოსალოდნელია სირთულეები პროფესიული საქმიანობის სფეროში. გირჩევთ, დღეს კოლეგებთან და უფროსებთან ურთიერთობა მინიმუმამდე შეწამციროთ და ახალი საქმე არ დაიწყოთ.

კირჩხიბი

ეცადეთ, ამ დღის სირთულეები გულთან ახლოს არ მიიტანოთ. იზრუნეთ საკუთარ თავზე და თბილად ჩაიცვით. მოსალოდნელია ძლიერი თავის ტკივილი, რომელიც მუშაობაში ხელს შეგიშლით და ხასიათს გაგიფუჭებთ.

ლომი

ხელსაყრელი დღეა, რომელსაც დადებითი ტენდენციები და სიმშვიდე მოაქვს. ყველაფრის მიუხედავად, ამ დღეს მიზნის მისაღწევად, სავარაუდოდ, დიდი ძალისხმევა მოგიწევთ.

ქალწული

არახელსაყრელი დღეა, რომელიც პარტნიორულ ურთიერთობებში იმედგაცრუებას უკავშირდება. ამის შედეგი კი ფინანსური მდგომარეობის გარკვეული გაუარესება იქნება. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას - ამ დღეს ნებისმიერი დაავადება ხანგრძლივებული და რთული იქნება.

სასწორი

ამ დღეს განწყობის მკვეთრი ცვლილება გელით. ყველაზე მარტივ საქმესაც კი ვერ უმკლავდებით. ეცადეთ საკუთარი შესაძლებლობები რეალურად შეაფასოთ და თქვენი ქმედებები კონკრეტულობასა და მიზანდასახულობას შეიძენს. არასასურველია გარიგებებისა და ხელშეკრულებების დადება და სასამართლოში საქმის წარმოება.

მორიელი

ეს დღე ხელსაყრელია სიყვარულისა და ქორწინებისთვის. შესამჩნევად გაუმჯობესდება უფროს ნათესავებთან, მეგობრებთან, კოლეგებთან და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა. მეუღლეები ერთმანეთის საჭიროებას ისე იგრძნობენ, როგორც არასდროს. მარტოხელა მორიელებმა შეიძლება ვარსკვლავების ხელსაყრელი წყობით ისარგებლონ და ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანს შეხვდნენ.

მშვილდოსანი

არახელსაყრელი დღეა. ნუ დაგეგმავთ სამუშაო შეხვედრებს, რადგან სიტუაცია შეიძლება ნებისმიერ წუთს გაუარესდეს. მოერიდეთ კამათს და უსარგებლო საუბარს - ურთიერთგაგების არარსებობამ შეილება გავლენა იქონიოს თქვენს ფინანსურ ან სოციალურ სტატუსზე.

თხის რქა

არახელსაყრელი დღეა, რომელიც ასოცირდება ცრუ მოლოდინებთან. გარეგანმა ფაქტორებმა შეიძლება თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე მავნე ზეგავლენა მოახდინოს. საქმიანობის ახალი სფეროს ძებნა სასურველ შედეგებს არ მოიტანს. ნებისმიერ გადაწყვეტილებას შეიძლება მოულოდნელი შედეგები ჰქონდეს.

მერწყული

ეს დღე სულიერი ძიებისა და სრულყოფილებას განასახიერებს. გაზრდილი ინტუიციის ფონზე, მოსალოდნელია სამომავლო მოვლენების წინასწარი ხედვა. ამის მიუხედავად, ამ დღეს ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს უნდა ერიდოთ.

თევზები

ეს დღე პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში საინტერესო მოვლენებით არის სავსე. დაძაბული მუშაობა სასურველ შედეგს მოგიტანთ. სავარაუდოდ, ოჯახს თქვენი ყურადღება აკლია, ამიტომ გირჩევთ, დღის მეორე ნახევარი აქტიურ ოჯახურ დასვენებას დაუთმოთ.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები