26 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

გარკვეულმა ემოციურმა არასტაბილურობამ ან საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში თვითდაჯერებულობამ შეიძლება, სერიოზული კონფლიქტი გამოიწვიოს. პარტნიორის მიმართ ზედმეტი მოთხოვნები თქვენს ურთიერთობაში ჰარმონიას დაარჩვევს. ვარსკვლავები გვირჩევენ, უფრო კრიტიკულად მოეკიდოთ თქვენს შესაძლებლობებს.

კურო

პარტნიორებთან ურთიერთობა კარგად მიდის. დღეს თავის გამოჩენას და, შესაბამისად, ავტორიტეტის ამაღლებას შეძლებტ. თქვენი შრომისმოყვარეობა და ენთუზიაზმი უყურადღებოდა არ დარჩება და შესაძლოა, მატერიალური მდგომარეობის სწრაფი ზრდა გქონდეთ - სავარაუდოდ, ახალ სამუშაოს ან სხვა სფეროში ძალების მოსაინჯვას შემოგთავაზებენ. უყოყმანოდ დათანხმდით, რადგან დღეს დაწყებულ საქმეს გრძელვადიანი პერსპექტივა ექნება.

ტყუპები

მოსალოდნელია საინტერესო შეხვედრა, რომელზეც განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იქნებით. თქვენი აქტიურობით ოჯახის კეთილდღეობის გაუმჯობესებას მიაღწევთ. მთავარია, თქვენი შანსი არ გამოტოვოთ.

კირჩხიბი

დღეს მთავარია, არაფერი არიოთ და ყველაფერი დროულად გააკეთოთ, საქმეს სამომავლოდ ნუ გადადებთ. საქმისადმი ასეთი მიდგომით წარმატება გარანტირებული გექნებათ. ყველაფერს გაუმკლავდებით, თუნდაც დიდი ძალისხმევის გაწევა მოგიხდეთ. დღეს თქვენი წარმატების გასაღები შრომა და კეთილსინდისიერებაა!

ლომი

ვარსკვლავები გირჩევენ, უფრო კრიტიკულად შეაფასოთ თქვენი შესაძლებლობები და სურვილები. საკუთარი ჯანმრთელობისადმი არასერიოზული დამოკიდებულება შეიძლება, სერიოზული ავადმყოფობის მიზეზი გახდეს. ექიმთან კონსულტაციას ნუ გადადებთ, თუკი მცირე სიმპტომები მაინც გაქვთ.

ქალწული

კონფლიქტური დღეა. ოჯახთან და მეგობრებთან შესანიშნავი ურთიერთობა გაქვთ, მაგრამ გარკვეულმა ემოციურმა სიტუაციამ შეიძლება, წონასწორობიდან გამოგიყვანოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, დღეს მაქსიმალურად თავშეკავებული იყოთ. თქვენს დიპლომატიასა და კეთილშობილებას ოჯახში კომფორტის შექმნა შეუძლია.

სასწორი

წინააღმდეგობრივი, რთული დღეა. გაზრდილ ამბიციას კონფლიქტები ან გაუგებრობები მოჰყვება. პარტნიორთან ურთიერთობა შეიძლება ეჭვიანობის ან შეუსრულებელი მოლოდინის გამო სერიოზულად გაგირთულდეთ. ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობების მიმართ კრიტიკული იყოთ და ახალ გარემოებებს მოერგოთ.

მორიელი

დღეს სავარაუდოა ჯანმრთელობის და, შესაბამისად, განწყობის გაუარესება. ეს უკანასკნელი გავლენას მოახდენს გარშემომყოფებთან ურთიერთობაზე. იზრუნეთ საკუთარ თავზე და გაციების საწინააღმდეგოდ რიგი პრევენციული ზომები მიიღეთ. შეიკავეთ ნეგატიური ემოციები. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ ურთიერთობების გარჩევას.

მშვილდოსანი

დღის დასაწყისში შესაძლოა, სერიოზული გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, შეაფასოთ თქვენი შესაძლებლობები და ნუ ისწრაფვით საგმირო საქმეებისკენ - ყველაფრის გამოსწორებას ვერ შეძლებთ, ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა კი ემოციურ გადაწვას გამოიწვევს ან პარტნიორთან ურთიერთობას გაართულებს. დიდი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, განსაკუთრებით კვებას. უარი თქვით არაჯანსაღ საკვებზე და ალკოჰოლზე. ხის გადახლართული ტოტები და ხვიარა მცენარეები სიზმარში - სირთულეებსა და დაბრკოლებებზე მიანიშნებს.

თხის რქა

თქვენს დიპლომატიურობას და შეცდომების პატიების უნარს შეუძლია, კარგი პირობები შექმნას ოჯახის კომფორტისა და ფინანსური კეთილდღეობისთვის. თუმცა თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი იმდენად მაღალია, რომ გაგიჭირდებათ მოვლენების ობიექტურად შეფასება და თქვენ მიმართ პარტნიორის ჭეშმარიტი განზრახვა.ამიტომ ნუ გააკეთებტ ნაჩქარევ დასკვნებს, მოიშორეთ ფუჭი სიამაყე და ყური უგდეთ ინტუიციას.

მერწყული

ეს დღე აღინიშნება უმაღლესი ძალების მფარველობით და სამართლიანობით. გამოიყენეთ თქვენი მომხიბვლელობა თქვენს სასარგებლოდ - დღეს შეიძლება ერთდროულად ბევრი საკითხის მოგვარება მოგიწიოთ. ხელსაყრელი დღეა სამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობისთვის, მაგრამ საკუთარი გეგმები არავის მოუყვეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, დღის მეორე ნახევარში ყველა წამოწყებას ხაზი გადაესვას.

თევზები

ეს დღე განასახიერებს პროფესიულ ზრდას და კარიერულ განვითარებას. სამსახურში ყველასთან კარგი ურთიერთობა გიყალიბდებათ. თქვენ დღეს გამორჩეული იქნებით რაღაცით, რაც თქვენს ავტორიტეტს აამაღლებს. აქტიური თევზებისთვის ფინანსური საქმეები ნელ-ნელა, მაგრამ აუცილებლად გაუმჯობესდება. დღის მეორე ნახევარი დაუთმეთ ფიზიკურ დატვირთვას.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები