10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

ხელსაყრელი დღეა, რომელიც ვარსკვლავების კეთილგანწყობას და პარტნიორების მფარველობას გპირდებათ. გაიზრდება სასიცოცხლო პოტენციალი და იღბალი. შეგიძლიათ განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე განახორციელოთ მოგებიანი ოპერაცია ან მიიღოთ სასურველი ადამიანის კეთილგანწყობა.

კურო

ეს დღე ნაყოფიერებასთან და ყოფიერების სიხარულთან ასოცირდება. ხელსაყრელი დღეა ქორწინებისთვის, საყვარელ ადამიანთან პაემანსთვის და ახალი ნაცნობობისთვის, რომელიც შეიძლება, გრძელვადიან, სერიოზულ ურთიერთობად გადაიზარდოს.

ტყუპები

ვარსკვლავების ხელსაყრელი მდებარეობა საშუალებას მოგცემთ, საკუთარი შესაძლებლობები სხვადასხვა სფეროში გამოავლინოთ. იღბალი, კომუნიკაბელურობა და რეაქციის სიჩქარე იზრდება. ფინანსური წარმატება ელით მამაკაცებს, რომლებიც სწავლობენ, ასწავლიან ან კომერციულ საქმიანობას ეწევიან. ამ დღეს შეიძლება ადვილად მიიღოთ ისეთი რამ, რაც ადრე მიუწვდომელი ჩანდა. ინტუიცია რთული სიტუაციიდან გამოსვლაში დაგეხმარებათ.

კირჩხიბი

მოულოდნელმა ცვლილებები გაიძულებთ, თქვენთვის სრულიად უცნობი საქმით დაკავდეთ. ვარსკვლავები ვარაუდობენ, რომ თქვენი შრომა დაფასდება, რადგან საბოლოო შედეგი მხოლოდ თქვენზე იქნება დამოკიდებული. ერიდეთ ღალატს და მოტყუებას არა მარტო ბიზნესში, არამედ პირად ცხოვრებაშიც.

ლომი

დღეიდან იზრდება თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი, სექსუალურობა და პიროვნული ხიბლი. ამ დღეს ადვილად მოახერხებთ დაწყებული საქმის დასრულებას და საპირისპირო სქესის ადამიანის მოხიბვლას. ხელსაყრელი დღეა ჩანაფიქრის განსახორციელებლად. პრინციპული მოქმედება და მიზანსწრაფულობა სასურველ შედეგებს მოგიტანთ.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა. კომუნიკაბელურობა და რეაქციის სისწრაფე სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ. მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება. თუ საკუთარ მოქმედებებს სწორად დაგეგმავთ, შეძლებთ, ისეთი რამ მიიღოთ, რაც ადრე მიუღწეველი ჩანდა. გირჩევთ, შვებულების აღებაზე და დასვენებაზე იფიქროთ.

სასწორი

ვარსკვლავების ხელსაყრელი მდებარეობა საშუალებას მოგცემთ, ყოველდღიური საქმეები მშვიდად აკეთოთ და წარმოუდგენლად ადვილად მიიღოთ ის, რაც რაც მანამდე მიუწვდომელი ჩანდა. გამორიცხული არ არის ფინანსური შემოსავალი, თუმცა თანხა არ დაგაკმაყოფილებთ.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა გარემოს შეცვლის, მოგზაურობის, დასვენებისა და ინტენსიური თერაპიის კურსის დასაწყებად. მზად იყავით ბედის შემობრუნებისთვის და ძალები დაზოგეთ. მოწყენილობის გასაფანტავად მეგობრების მხიარული კომპანია და საინტერესო თავგადასავალი გჭირდებათ.

მშვილდოსანი

დროა ფიზიკურ აქტივობებზე და სპორტზე იფიქროთ. თქვენს სხეულს ვარჯიში სჭირდება. მეგობრებთან ურთიერთობა საშუალებას მოგცემთ, თქვენი საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ და დადებითი ემოციებით აივსოთ. შესანიშნავი დროა პირადი ცხოვრების გაუმჯობესებაზე იზრუნოთ. მიზანსწრაფულობა დაგეხმარებათ, წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ყველა დაბრკოლება გადალახოთ.

თხის რქა

თქვენი უშრეტი ენერგია და შრომისუნარიანობა მუშაობის საბოლოო შედეგებზე დადებითად აისახება და საშუალებას მოგცემთ, წარმატებას მიაღწიოთ. ვენერა თხის რქა ქალების მხარეზეა, მაგრამ მერწყულების და ლომებისგან თავი შორს უნდა დაიჭიროთ. თხის რქა მამაკაცებს სიახლეები ელით, რაც მათ პირად ცხოვრებაში მცირე, მაგრამ პერსპექტიულ ცვლილებებს გამოიწვევს.

მერწყული

ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ამ დღეს განახლების პერიოდი იწყება. მოსალოდნელია პერსპექტიული კავშირები, რაც საბოლოოდ წინა წლების კრიზისისგან გამოგიყვანთ. პირადი ურთიერთობების სფეროში მოსალოდნელია ურთიერთობების გაუმჯობესება და განმტკიცება. მერწყული შეძლებს ახალი მეგობრებისა და თაყვანისმცემლების ყურადღების მიპყრობას.

თევზი

ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ. მოსალოდნელია ახალი ჭეშმარიტების შეცნობა, რაც თქვენს შინაგან სამყაროს გაამდიდრებს და ნებისმიერ რთულ სიტუაციაში დაგიცავთ.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები