14 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

კრიტიკული დღეა. იდეალისტურმა წარმოდგენებმა შეიძლება საქმის რეალური მდგომარეობა შენიღბონ და იმედგაცრუება და უკმაყოფილება გამოიწვიონ. ვერძი ქალები ახალ გატაცებას უფრო ფრთხილად უნდა მოეკიდონ. წინდახედულება გამოიჩინეთ, თორემ შეიძლება უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ.

კურო

საყვარელი საქმე დადებით ემოციებს მოგიტანთ. დღის მეორე ნახევარში დაგროვილი საქმეები თავს შეგახსენებთ. მოსალოდნელია უსიამოვნო ამბავი ან ოჯახური საქმეები, რაც დიდ დროს წაგართმევთ. ოჯახურ ურთიერთობებში არ არის გამორიცხული კამათი. ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარი პოზიცია ნებისმიერ ფასად დაიცვათ.

ტყუპები

ეს დღე ხელსაყრელია ფიზიკური აქტივობის, სპორტის, სეირნობისა და მოგზაურობისთვის. მეგობრებთან ურთიერთობა და კოლექტიური საქმიანობა დადებითი ემოციებით აგავსებთ. დღის მეორე ნახევარში ოჯახური საქმეები გელით, რაც დიდ ენერგიას მოითხოვს. მცირე კამათს შეიძლება ჯანმრთელობის გაუარესება მოჰყვეს.

კირჩხიბი

საყვარელი საქმე ძალიან გაგიტაცებთ, თუმცა მიმდინარე საქმეები გაიძულებთ, რომ ყურადღება სხვა მიმართულებით გადაიტანოთ. პრობლემები გამუდმებით თავს გახსენებთ და გადამწყვეტ მოქმედებას მოითხოვს. ოჯახის წევრებთან ურთიერთობისას შეიძლება კონფლიქტური სიტუაცია შეიქმნას. გირჩევთ თქვენი ქმედებების შესახებ მათ აზრს დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ, რადგან ახლობლებს თქვენი არასოდეს ესმოდათ. ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი ისე ცუდად არ არის, როგორც თქვენ ფიქრობთ.

ლომი

პარტნიორის წესიერებაზე იდეალისტური წარმოდგენა ან გადაჭარბებული ნდობა საშუალებას არ გაძლევთ, რომ სიტუაციის რეალური მდგომარეობა დაინახოთ. მოტყუება ან ცრუ დაპირებები იმედგაცრუებას და უკმაყოფილებას გამოიწვევს. ლომი მამაკაცები ახალ გატაცებას უფრო ფრთხილად უნდა მოეკიდონ. სავარაუდოდ, თქვენი რჩეული თქვენი ღირსი არ არის. ყურადღება მიაქციეთ უძრავ ქონებას. მოსალოდნელია ქურდობა ან ხანძარი.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა ფიზიკური აქტივობის, სპორტის, ხანგრძლივი სეირნობისა და მოგზაურობისთვის. ოჯახში ვითარება ნელ-ნელა მოწესრიგდება, მაგრამ უსიამოვნო მოგონებები გარკვეული დროით დარჩება. ყოველთვის ასეა, წყენის დავიწყებას დრო სჭირდება.

სასწორი

ყველა თვალსაზრისით, არახელსაყრელი დღეა. საოჯახო საქმეები, კამათი ან უსიამოვნო ამბავი თქვენგან გადამწყვეტ მოქმედებას და მაქსიმალურ ძალისხმევას მოითხოვს. შედეგად, მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის და ჯანმრთელობის გაუარესება. თუ გსურთ, რომ ფინანსური ზარალი თავიდან აიცილოთ, დიდ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ მოვლენებს, რომლებიც ფინანსურ ინვესტიციებს მოითხოვენ.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა მავნე ჩვევებისგან თავის დასაღწევად. სურვილის შემთხვევაში, მწეველები შეძლებენ ამ დამოკიდებულებისგან გათავისუფლდენენ. ეცადეთ, ამ დღეს მედიკამენტები არ მიიღოთ და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს ორგანიზმის იმუნიტეტითა და ტრადიციული მკურნალობის მეთოდებით შეებრძოლოთ.

მშვილდოსანი

ვარსკვლავების ხელსაყრელი მდებარეობა საშუალებას მოგცემთ საკუთარი შესაძლებლობები სხვადასხვა სფეროში გამოავლინოთ. იზრდება იღბალი, კომუნიკაბელურობა და რეაქციის სისწრაფე. ამ დღეს ყველა პრობლემის მოგვარებას წარმოუდგენლად მარტივად შეძლებთ. ინტუიცია დაგეხმარებათ, ღირსეულად გამოხვიდეთ ნებისმიერი რთული სიტუაციიდან.

თხის რქა

საშიში დღეა. გირჩევთ, საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობა აიღოთ. ეცადეთ, მეტი თავშეკავება და წინდახედულება გამოიჩინოთ. მოერიდეთ ხმაურიან წვეულებებს და სარისკო მოქმედებებს - არსებობს სერიოზული ტრავმის ან დაავადების საფრთხე. შუადღისას გამორიცხული არ არის უსიამოვნო ამბავი.

მერწყული

დაძაბული, წინააღმდეგობრივი დღეა, რომელიც მორალური პრინციპების დაცვისა და შინაგანი თავისუფლების ნიშნით ჩაივლის. ბედი მორიგ უსიამოვნო სიურპრიზს გიმზადებთ. პრობლემების თავიდან ასაცილებლად ფულთან ან ფასიან ქაღალდებთან ურთიერთობის დროს სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ.

თევზები

რთული დღე გელით. არაკეთილმოსურნეების მხრიდან მოსალოდნელია პროვოკაციები და აგრესია. გირჩევთ სარისკო წამოწყებაზე, მოგზაურობასა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაზე უარი თქვათ და მთელი ძალები თავდაცვისკენ მიმართოთ. ამ დღეს საყვარელ ადამიანებთან მცირე კამათმაც კი შეიძლება, ძალიან დიდი ჩხუბი ან ურთიერთობის გაწყვეტა გამოიწვიოს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები