16 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

დილიდან გაუგებრობები გელით. არახელსაყრელი დღეა ხელმძღვანელობასთან და საჯარო დაწესებულებებთან ურთიერთობისთვის, სამსახურის შეცვლის ან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისთვის. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს. თუ მშვიდად და მიზანდასახულად იმოქმედებთ, სავარაუდოდ, კარგ შედეგებს და საყოველთაო აღიარებას მიაღწევთ.

კურო

კოსმოსური ენერგიის გაღვიძებისა და ტრანსფორმაციის დღეა. თქვენი ავტორიტეტი შესამჩნევად გაძლიერდება. საკუთარი ცხოვრების შეფასების საშუალება მოგეცემათ, რაც მშვენიერია, რადგან ადრე ამის არც დრო გქონდათ და არც ენერგია. სავარაუდოდ, მცირე საყოფაცხოვრებო და ფინანსური პრობლემების გადაჭრა მოგიწევთ. შესაძლოა, თქვენი კაპიტალის ნაწილი დაკარგოთ ან ის ფული ვერ მიიღოთ, რომლის იმედიც გქონდათ.

ტყუპები

არახელსაყრელი დღეა პარტნიორებთან ურთიერთობის და ახალი საქმის დაწყებისთვის. ეცადეთ, რეალობა ობიექტურად შეაფასოთ და ოცნების კოშკების აგებას თავი დაანებოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ემოციები აკონტროლოთ - პლანეტების არახელსაყრელმა კომბინაციამ შეიძლება, სხვადასხვა უსიამოვნება გამოიწვიოს. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ და ახლობლების ჯანმრთელობას. თუ შესაძლებელია, საღამო ბუნებაში გაატარეთ.

კირჩხიბი

მოულოდნელობების მიუხედავად, შეძლებთ გარშემო მყოფებთან ურთიერთობის განმტკიცებას და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას. გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი საქმის წარმატება თქვენს გამძლეობასა და გონიერებაზეა დამოკიდებული. თუმცა, არც ჭკვიანი ადამიანების რჩევა გაწყენდათ. თქვენი აზრი შეუმჩნეველი არ დარჩება მათთვის, ვისაც ამის გაგება სურს.

ლომი

დილიდან გაუგებრობები და გარშემო მყოფ ადამიანებთან უთანხმოება გელით. უფროსობის და სხვებისთვის ჭკუის სწავლების სურვილმა შეიძლება, ხელმძღვანელობასთან ურთიერთობაში პრობლემები შეგიქმნათ, რომელიც თქვენს ინიციატივებს ეჭვით აკვირდება. არახელსაყრელი დღეა საჯარო დაწესებულებასთან ურთიერთობისთვის, სამსახურის შეცვლის ან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისთვის.

ქალწული

არახელსაყრელი დღეა ახალი საქმის დასაწყებად. გრძნობთ, რომ ვიღაც მიზანმიმართულად გებრძვით, მაგრამ არ უნდა დანებდეთ. საღამოს ვნებები დაცხრება. შესაძლოა, ახლობელმა ადამიანმა დახმარება გთხოვოთ და უნებურად, მშვიდობისმყოფელის როლში აღმოჩნდებით.

სასწორი

ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. თანდაყოლილი შრომისმოყვარეობა ნებისმიერ პრობლემასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. მოსალოდნელია მოგებიანი წინადადბა ან ფინანსური სარგებელი. თქვენი ნიჭი და შესაძლებლობები დაფასდება.

მორიელი

ეს დღე გარკვეული დაბნეულობით და დისბალანსით დაგამახსოვრდებათ. მოსალოდნელია მცირე საყოფაცხოვრებო ან ფინანსური პრობლემა. მომხდარის სწორად შეფასება გიჭირთ, რადგან ამისთვის დრო არ გაქვთ. დღის მეორე ნახევარში ეცადეთ, ბავშვებს მეტი ყურადღება მიაქციოთ - მათთან ურთიერთობა სიხარულსა და სიმშვიდესაც მოგანიჭებთ.

მშვილდოსანი

თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი იზრდება, რაც საშუალებას მოგცემთ, ახალ პარტნიორებთან ურთიერთობა დაამყაროთ და კარიერულ კიბეზე ერთი საფეხურით აიწიოთ. სავარაუდოდ, ამ დღეს თქვენი ავტორიტეტი შესამჩნევად გაძლიერდება, რაც ახალ შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ.

თხის რქა

არახელსაყრელი დღეა პარტნიორებთან ურთიერთობისთვის. ვარსკვლავები ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე მიგითითებენ. თუ მგზავრობას გეგმავთ ან ავტომობილს მართავთ, გზაზე განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. მოსალოდნელია ავტოსაგზაო შემთხვევები და დაზიანებები. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას ან ეცადეთ, საკუთარ პრინციპებს არ უღალატოთ. უარი თქვით ალკოჰოლური სასმელების მიღებაზე.

მერწყული

არახელსაყრელი დღეა, რომელიც სასიცოცხლო პოტენციალის კლებას უკავშირდება. უარი თქვით შესყიდვებზე ან კომერციულ გარიგებებზე, რომლებიც დიდ ფულს უკავშირდება. თავი შეიკავეთ რისკისგან, უარი თქვით თავგადასავლებზე და ექსტრემალურ ქცევაზე. თქვენი ამჟამინდელი პრობლემები კომპრომისულ გადაწყვეტილებას მოითხოვს. ეცადეთ, კონტაქტები მინიმუმამდე შეამციროთ და შემთხვევითი ნაცნობები სრულიად გამორიცხოთ.

თევზები

ხელსაყრელი დღეა ინფორმაციის მიღებისთვის და კულტურულ ღონისძიებებზე სიარულისთვის. თქვენს მდიდარ შინაგან სამყაროს და მხატვრულ ბუნებას შეიძლება ამ დღეს არატრადიციული გარემო, შემოქმედებითი შეხვედრები და გამოცდილების გაცვლა დასჭირდეს, მაგრამ ეცადეთ, ყველაფერში ზომიერება დაიცვათ და საკუთარი მოქმედებები კრიტიკულად შეაფასოთ.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google