1-ლი ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

ამ დღეს თქვენი პირადი თუ საზოგადოებრივი საქმეების უმეტესობა ფინანსებს თუ უძრავი ან მოძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას უკავშირდება. ხელსაყრელი დღეა შეძენისა და კომერციული გარიგებებისთვის.

კურო

ხელსაყრელი დღეა აქტიური დასვენების, გართობის, სტუმრების მიღებისა და მეგობრებთან ურთიერთობისთვის. გირჩევთ, ოჯახში უფროსობის სურვილი თავიდან აიცილოთ, რათა კონფლიქტური სიტუაცია არ შეიქმნას. გონიერება, ტაქტი და კეთილშობილება გამოიჩინეთ. გამორიცხული არ არის, რომ კურო ქალებს რომანტიკულ გატაცებასა და ოჯახურ პასუხისმგებლობებს შორის არჩევანის გაკეთება მოუწიოთ. წინდახედულება გმართებთ. არასერიოზულმა ქმედებებმა შეიძლება ბევრი უსიამოვნება მოგიტანოთ.

ტყუპები

დაძაბული დღეა, რომელიც არასწორი ინფორმაციის მიღებას, უკმაყოფილებას და გაუგებრობებს უკავშირდება. ეცადეთ, ოჯახური კონფლიქტი თავიდან აიცილოთ, თორემ დიდ სკანდალად გადაიქცევა და ურთიერთობების გაწყვეტით დასრულდება. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, სუფთა ჰაერზე სეირნობისა და სასიამოვნო ხალხის გარემოცვაში აქტიური დასვენებისთვის. მოსალოდნელია ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემები ან ხარჯები.

კირჩხიბი

ამ დღეს ვარსკვლავები განლაგება იმდენად ხელსაყრელია, რომ ნებისმიერ საქმეში, პირველივე ცდაზე წარმატებას მიაღწევთ. გამუდმებით უხილავ მხარდაჭერას იგრძნობთ. ემოციური ცხოვრება თანდათან ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდება. შესაძლოა მოგებიანი საქმე შემოგთავაზონ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ სწრაფი შედეგის იმედი არ უნდა გქონდეთ.

ლომი

ხელსაყრელი დღეა ფიზიკური დატვირთვის, ხანგრძლივი სეირნობის და სუფთა ჰაერზე აქტიური დასვენებისთვის. ლომ მამაკაცებს საინტერესო ნაცნობობა ან მშვილდოსანთან ან ვერძთან რომანტიკული პაემანი გელით. თუ შეძლებთ, რომ ადამიანებში გულწრფელი დამოკიდებულება გამოიწვიოთ, აუცილებლად წარმატებას მიაღწევთ. ქალებს ვურჩევთ ვაჭრობასა და აზარტულ თამაშებს ერიდოთ, რადგან დიდი ფინანსური დანაკარგი გელით.

ქალწული

ამ დღეს სასიცოცხლო პოტენციალი მაღალია. იზრდება თქვენი შემოქმედებითი უნარები, სექსუალურობა და ადამიანების დარწმუნების ნიჭი. ხელსაყრელი დღეა ფიზიკური აქტივობისა და ხანგრძლივი სეირნობისთვის. გამორიცხული არ არის ფინანსური წარმატება, რომელიც მოგებასთან ან წარმატებულ შესყიდვასთან ასოცირდება. ეცადეთ უფროსობის სურვილი თავიდან აიცილოთ. ეს შეიძლება წყენის ან კონფლიქტის მიზეზი გახდეს.

სასწორი

ამ დღეს დადებითი ენერგია მოაქვს. ძლიერდება თქვენი ავტორიტეტი, იზრდება პიროვნული ხიბლი და ადამიანების დარწმუნების ძალა. მოსალოდნელია ახალ ადამიანების გაცნობა, რომლებიც თქვენი მხარდამჭერები და მფარველები გახდებიან. დღის მეორე ნახევარში მხოლოდ გადაუდებელი ყოველდღიური საქმეებით უნდა დაკავდეთ. შესაძლებელია საოჯახო საქმეები ან ბავშვებთან დაკავშირებული ხარჯები.

მორიელი

სიახლეებისა და აღმოჩენების დღეა. საქმის მიმართ შემოქმედებითი დამოკიდებულება შინაგანი პოტენციალის გამოვლენაში დაგეხმარებათ. ყველა ვარიანტის გულმოდგინედ გაანგარიშებისა და გააზრების შემდეგ შეგიძლიათ საკუთარი გეგმების განხორციელებას შეუდგეთ. გირჩევთ საქმიანობის სფერო გააფართოოთ ან ძველ პრობლემის მოგვარებას შეუდგეთ. მატერიალური თვალსაზრისით ცვლილებები გელით.

მშვილდოსანი

სავსემთვარეობამ შეიძლება მშვილდოსან მამაკაცებს სულიერი განახლებისკენ უბიძგოს. იზრდება მათი პიროვნული მომხიბვლელობა, ინტუიცია, სექსუალური ენერგია და ადამიანებზე გავლენის მოხდენის იმედი. გაითვალისწინეთ, რომ დაუმთავრებელმა საქმეებმა შეიძლება უსიამოვნებები მოგიტანოთ. ვარსკვლავებს ქალებს ურჩევენ, რომ გარშემო მყოფ ადამიანებს ყურდღებით დააკვირდნენ. კარგად ნაცნობ ადამიანს თქვენთან რომანტიკული ურთიერთობის გაბმა სურს.

თხის რქა

კარგი დღეა ფიზიკური აქტივობის, აქტიური დასვენების, ხანგრძლივი სეირნობისა და მოგზაურობისთვის. არ არის გამორიცხული ფინანსური შემოსავალი, რომელიც მოგებასთან ან წარმატებულ შესყიდვას უკავშირდება. ეცადეთ ეს დღე ტყეში ან პარკში გაატაროთ. მიწის სტიქიასთან სიახლოვე ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

მერწყული

ამ დღეს თქვენი სასიცოცხლო ენერგია არასტაბილურ მდგომარეობაშია. არასასურველია საქმიანობის სფეროს გაფართოება და ახალი საქმეების დაწყება. გამორიცხული არ არის, რომ მთელი დღე პარტნიორს, ოჯახს და სახლის კომფორტს დაუთმოთ. საღამოს მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობას გამოცდა ელის.

თევზები

საშიში დღე, რომელსაც უბედური შემთხვევები, ტრავმები და ძარცვა ახლავს. ფხიზლად და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ. ერიდეთ მასობრივ ღონისძიებებს და გასართობ ადგილებს. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება. უსაფრთხოების ზომების დაცვა ხელს პრობლემების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. გირჩევთ ეს დღე სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროთ და დასაძინებლად ადრე დაწვეთ.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები