14 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

ამ დღეს ახალი საქმის დაწყება არასასურველია - შედეგი მოლოდინს არ გაამართლებს. კომერციულ გარიგებებში მოსალოდნელია ფინანსური ზარალი. გირჩევთ, ხალხმრავალ და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს ერიდოთ. დღის მეორე ნახევარში თქვენი აურა ძლიერდება და მომხიბვლელობა იზრდება. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო მოვლენა გელით. არ არის გამორიცხული, რომ პირადი ცხოვრების ან სასიყვარულო პრობლემა წარმატებით მოაგვაროთ.

კურო

გაითვალისწინეთ, რომ ამ დღეს თქვენს აქტიურ ქმედებებს ფინანსური ზარალი მოჰყვება. მოერიდეთ აჩქარებას, ზედმეტად ნდობას და ახლობლებთან დაპირისპირებას. ამ ღამის სიზმრები პირიქით უნდა განიმარტოს.

ტყუპები

ამ დღეს ბიზნესსაქმიანობა ფინანსურ ზარალს გამოიწვევს. სამთავრობო ორგანიზაციებთან ან დოკუმენტებთან მუშაობის დროს, ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას და გადაჭარბებულ ნდობას უნდა ერიდოთ. სავარაუდოდ, ახალი ხანმოკლე გატაცება გელით.

კირჩხიბი

ამ დღეს ვარსკვლავების მხარდაჭერას იგრძნობთ. ის, რაც ადრე მიუწვდომელი გეჩვენებოდათ, გამორიცხული არ არის, რომ ძალიან ადვილად მიიღოთ. ძველი მეგობრების ან ნათესავებისგან მოულოდნელი დახმარება გელით. ეცადეთ, მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარების დროს მოთმინება გამოიჩინოთ და საკუთარ ინტუიციას ენდოთ.

ლომი

სასიცოცხლო პოტენციალი დაბალ დონეზეა, ამიტომ საკუთარი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენას ვერ შეძლებთ. ნებისმიერი საქმის დასრულებას დიდი სირთულეები მოჰყვება. ვარსკვლავების განლაგება კომერციულ გარიგებებში მოტყუების საშიშროებაზე მიუთითებს. მოულოდნელი პრობლემები გაიძულებთ, სრული დატვირთვით იმუშაოთ, რათა რთული ვითარებიდან გამოსვლა შეძლოთ.

ქალწული

ამ დღიდან თქვენი აურა ძლიერდება. იზრდება შრომის ნაყოფიერება და პიროვნული ხიბლი. ამასთან, მერკურის რეგრესული მოძრაობა ბიზნესსაქმიანობაში მეტი ყურადღებისკენ მიგანიშნებთ. უარი თქვით ძვირად ღირებული ნივთების შეძენაზე და ეცადეთ, ამ დღეებში ხალხმრავალ ადგილებში არ იაროთ. გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა, რათა პირადი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ.

სასწორი

ეს დღე აურის შესუსტებას, დეპრესიას და ცდუნებებისკენ სწრაფვას განასახიერებს. ფრთხილად იყავით, სამსახურში ან პირად ცხოვრებაში შეცდომები არ დაუშვათ. სასიცოცხლო პოტენციალი მცირდება და მოვლენების ობიექტურად შეფასება გიჭირთ.

მორიელი

ჭეშმარიტების შეცნობისა და სულიერ პრობლემებზე ფიქრის დღეა. ამ ტენდენციამ შეიძლება, პროფესიული საქმიანობის შეცვლისკენ გიბიძგოთ. სავარაუდოდ, პერსპექტიულ წინადადებას მიიღებთ და დათანხმდებით. ახალი ბიზნესი, რომლის გახსნაზეც ფიქრობთ, ფინანსურ მოგებას მოგიტანთ. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. თუ ამის გაკეთება გადაწყვიტეთ, არასდროს ინანებთ.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა სამთავრობო ორგანიზაციებთან დასაკავშირებლად ან დოკუმენტებთან მუშაობისთვის, მაგრამ აჩქარებას შეიძლება, ფინანსური ზარალი მოჰყვეს. სავარაუდოდ, ახალი ხანმოკლე გატაცება გელით.

თხის რქა

ამ დღიდან თქვენი აურა იზრდება, ძლიერდება მიზნების მიღწევის უნარი და პირადი ხიბლი. ამასთან, სატურნის გავლენა ჯანმრთელობის მცირე პრობლემებს და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში გართულებებს გამოიწვევს. წარმატებისკენ სწრაფვა ან გარშემო მყოფების მიმართ გადაჭარბებული პრეტენზიები ნერვულ სტრესს მოგიტანთ. ეცადეთ, ხალხმრავალ ადგილებში ვიზიტი თავიდან აიცილოთ.

მერწყული

ოპტიმისტური განწყობითა და ენთუზიაზმით სავსე დღეა. ეცადეთ, მთელი ყურადღება სამუშაოსკენ გადაიტანოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, პოზიციების განმტკიცების შესანიშნავი შესაძლებლობა ხელიდან გაუშვათ. მერწყული ქალების უნიკალურობა და იდუმალება ბევრს მიიზიდავს.

თევზები

არახელსაყრელი დღეა მოგზაურობის, საბუთების გაფორმებისა და ქორწინებისთვის. ამჟამად თევზების ფინანსურ მდგომარეობას სტაბილურს ვერ ვუწოდებთ. მოულოდნელი ხარჯები შეიძლება სახლში და სამსახურში ნეგატიურ ცვლილებებთან ასოცირდეს. სავარაუდოდ, ძველი ვალების დაბრუნება მოგიწევთ. არასტაბილურ წყვილებს დაშორება ელით.
Print