16 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

ხელსაყრელი დღეა ყოველდღიური ცხოვრების ორგანიზების, ხელისუფლებასა და ხელმძღვანელობასთან ურთიერთობისთვის. ამ დღეს, შეიძლება ადვილად მიიღოთ ის, რაც ადრე მიუწვდომელი ჩანდა. ვარსკვლავები ადრე დაწყებული საქმის დასასრულებლად ძალების გონივრულად გადაჯგუფებას გირჩევენ. პიროვნული ხიბლი და შეუპოვრობა სასურველი შედეგების მიღწევაში დაგეხმარებათ.

კურო

ხელსაყრელი დღეა. მოულოდნელი მოგება, ძვირფასი ნივთის პოვნა და მოგება გელით. მოერიდეთ ფულის დაბანდებას ან ძვირად ღირებული ნივთის შეძენას - პლანეტების არახელსაყრელმა განლაგებამ შეიძლება სხვადასხვა პრობლემები გამოიწვიოს.

ტყუპები

უკიდურესად არახელსაყრელი დღეა. მოსალოდნელია სახლთან ან სხვა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები. ეს შეიძლება ქურდობა ან საუკეთესო შემთხვევაში, არასასურველი სტუმრების გამოჩენა იყოს. ემოციურად დაძაბული დღეა. ეცადეთ, თავიდან აიცილოთ ყველანაირი კონფლიქტი და დავა. გირჩევთ, ნაკლები ყურადღება მიაქციოთ თქვენი მისამართით გამოთქმულ კრიტიკულ შენიშვნებს.

კირჩხიბი

ემოციებს ნუ აჰყვებით. ბოდიში მოიხადეთ, თუ ვინმეს წინაშე თავს დამნაშავედ გრძნობთ და თავადაც მიუტევეთ. ეცადეთ ძველი შეცდომები არ გაიმეოროთ და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა სასიკეთოდ შეიცვლება. დღის მეორე ნახევარი ოჯახში მშვიდობასა და წონასწორობას მოგიტანთ.

ლომი

ეს დღე ხელსაყრელია პროფესიული საქმიანობის სფეროში თქვენი ნიჭის გამოსავლენად. ვარსკვლავები გირჩევენ, ყველა საქმე დაასრულოთ, რომელიც რაღაც მიზეზით გადადეთ. ამ დღეს, შეგიძლიათ მარტივად მიიღოთ ის, რაც ადრე მიუწვდომელი ჩანდა. ლომ მამაკაცებს საინტერესო ადამიანთან შეხვედრა ელით. მოსალოდნელია გაწყვეტილი ურთიერთობის აღდგენა ადამიანთან, რომელიც დიდი ხანია, მოგწონთ. ლომი ქალბატონებისთვის წარმატებული იქნება ხელისუფლებასთნ და ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა, განსაკუთრებით შემოქმედებითი პროფესიის ქალებისათვის. თქვენს შესაძლებლობებსა და ნიჭს აღიარება ელის. სასიცოცხლო პოტენციალი მაღალია და სარისკო საქმეც კი წარმატებით დასრულდება. ქალწულ ქალებს ახალი საინტერესო ნაცნობობა ელით, რომელიც შესაძლოა, საქმიანი ურთიერთობიდან სიყვარულში გადაიზარდოს.

სასწორი

ემოციურად დაძაბული დღეა. პლანეტების მდებარეობა პროფესიული საქმიანობის სფეროში აქტიურობისთვის არახელსაყრელია. გარდა ამისა, მოსალოდნელია უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები: ძარცვა, ქურდობა ან საუკეთესო შემთხვევაში, არასასურველი სტუმრების გამოჩენა. ეცადეთ, თავიდან აიცილოთ კონფლიქტი და ყურადღება არ მიაქციოთ თქვენი მისამართით გამოთქმულ კრიტიკულ შენიშვნებს.

მორიელი

ამ დღეს თქვენი საქმიანი აქტიურობა იზრდება. ეს საშუალებას მოგცემთ თქვენი პოზიცია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოთ და პარტნიორთა წრე გააფართოოთ. დაქორწინებულ წყვილებში სრული ურთიერთგაგება და სიყვარულია. დღის მეორე ნახევარი სასურველია ბუნებაში გაატაროთ.

მშვილდოსანი

შესანიშნავი დღეა ფიზიკური აქტიურობის, სუფთა ჰაერზე დასვენების, მოგზაურობის, მეგობრებთან და ახლობლებთან ურთიერთობისთვის. დაძაბული კვირის შემდეგ სრულფასოვანი დასვენება ნამდვილად დაიმსახურეთ.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა, განსაკუთრებით თხის რქა მამაკაცებისთვის - შანსი მოგეცემათ, რომ საქმეში ახალი პარტნიორები მოიზიდოთ და ახალი მოკავშირეები იპოვოთ. შეხვედრები, მოლაპარაკებები, ვიზიტები და კონტაქტები წარმატებული იქნება. მოსალოდნელია ახალი, რომანტიკული გატაცება, მაგრამ ამბიციები ან უადგილო მოკრძალება უფლებას არ მოგცემთ გრძნობების სიღრმე ან განზრახვების სერიოზულობა გამოავლინოთ. მოსალოდნელია წინასწარმეტყველური სიზმრები.

მერწყული

ეცადეთ ყოველდღიურ საქმეებს მოწყდეთ და ქალაქგარეთ, სრულფასოვანი დასვენების დრო გამონახოთ. მოსალოდნელია რომანტიკული თავგადასავალი, რომელიც დიდხანს დაგამახსოვრდებათ. შესაძლებელია, ზოგმა მერწყულმა ცხოვრების პარტნიორიც კი იპოვოს.

თევზები

ამ დღეს შეიძლება გარშემო მყოფებთან ურთიერთობის პრობლემას შეეჯახოთ. უახლოეს ნათესავებთანაც კი სირთულეები გელით. სავარაუდოდ, მოლოდინი არ გამართლდება და იმედგაცრუებული დარჩებით. არასტაბილური წყვილები შეიძლება ერთმანეთს დასცილდნენ. ეცადეთ, გრძნობები და ემოციები აკონტროლოთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები