6 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

მძიმე და საშიში დღეა. შეცდომები სამსახურში, არაკეთილმოსურნე ადამიანების შური და მოულოდნელი დაბრკოლებები მუშაობაში ხელს გიშლით. ფინანსური მდგომარეობა გარკვეული დროით გაუარესდება. გამორიცხული არ არის, რომ მეგობრების, ოჯახის ან გავლენიანი ადამიანების დახმარება დაგჭირდეთ. გირჩევთ, კოლეგებთან და უფროსთან დაპირისპირებას მოერიდოთ. ამ დღეს საუკეთესო დასვენება სუფთა ჰაერზე განმარტოებით სეირნობაა.

კურო

სირთულეებით სავსე დღეა. ახალი იდეები შეიძლება მცდარი აღმოჩნდეს, საგულდაგულოდ შედგენილმა გეგმებმა კი სასურველი შედეგი არ მოგიტანოთ. თუ ხვდებით, რომ რაღაც უნდა შეცვალოთ, იმოქმედეთ, თუნდაც გარშემომყოფებს თქვენი არ ესოდეთ და მხარს არ გიჭერდნენ.

ტყუპები

ხელსაყრელი დღეა კომერციული გარიგებების, სწავლის, საბუთების გაფორმებისა და ხელმოწერისთვის. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ხელსაყრელ ბიზნესწინადადებებს უყოყმანოდ დათანხმდეთ. ერთობლივი პროექტები მოგებას მოგიტანთ. ვარსკვლავების კეთილგანწყობის წყალობით, ყველაფერი, რაც ამ დღეს მოხდება, თქვენს სასარგებლოდ იმოქმედებს.

კირჩხიბი

არახელსაყრელი დღეა საქმიანობის სფეროს გაფართოებისთვის, რადგან რეალობა თქვენს სურვილებს არ შეესაბამება. სასურველია, საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად მშვიდ, მყუდრო გარემოში გაატაროთ. შესაძლოა, ოჯახის წევრს ან ახლო ნათესავს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა შეექმნას, თუმცა სავარაუდოდ, სანერვიულო არაფერია.

ლომი

რთული და საშიში დღეა. კოლექტიური მოქმედების მიმართ სიფრთხილე და წინდახედულება უნდა გამოიჩინოთ. შეიძლება, ხელმძღვანელის რომელიღაც ბრძანების შესრულებაზე უარი თქვათ, რასაც კონფლიქტი მოჰყვება. გაითვალისწინეთ, რომ არარეალურმა გეგმებმა შეიძლება, ფინანსური ზარალი მოიტანოს. ოჯახური საქმეები და პირადი პრობლემების პროფესიულ და ბიზნესსაქმიანობას ცოტა ხნით დაგავიწყებთ.

ქალწული

ფინანსური მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს. პარტნიორებთან და ხელმძღვანელებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია სირთულეები. მთელ დღეს თავს გაღიზიანებულად გრძნობთ და სამსახურებრივი იერარქიის აღიარებაზე უარს ამბობთ, მაგრამ ეცადეთ, საქმე დაპირისპირებამდე მაინც არ მიიყვანოთ. არახელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, გარიგებებისათვის და ქორწინებისთვის. ამ დღეს საუკეთესო დასვენება მარტო სეირნობაა.

სასწორი

ცვლილებებისა და გარდაქმნების დღეა, რომელიც ხელსაყრელია ძველი საქმეების დასრულებისთვის. ვარსკვლავები ვარაუდობენ, რომ ერთობლივ მუშაობას დაიწყებთ პარტნიორთან, რომლის წარმატებასაც დიდი ხანია, თვალს ადევნებთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში სიმშვიდე და ჰარმონია სფევს.

მორიელი

წინააღმდეგობრივი დღეა. შესაძლებელია, დღის პირველ ნახევარში ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ, რაც თქვენს ამბიციებს დააკმაყოფილებს, მაგრამ თუ ვინმესგან არაგულწრფელი დამოკიდებულება იგრძენით, არ არის გამორიცხული, იქაურობა გაუფრთხილებლად დატოვოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს პროფესიულ საქმიანობაში მოსალოდნელია გაუგებრობები ან შეცდომები, ასევე უფროსების პრეტენზიები. სიმშვიდე არც ოჯახში და პირად ურთიერთობებში გელით - პარტნიორთან დაპირისპირება შეიძლება ურთიერთობის სრული გაწყვეტით დასრულდეს. ამ დღეს ყველაზე მეტად ახლო მეგობრების რჩევა და დახმარება გჭირდებათ.

თხის რქა

თქვენი პოზიციის და პროფესიულ საკითხებში უთანხმოების გამო უფროსებთან კონფლიქტი გელით. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას და დაავადების პირველივე სიმპტომის შემთხვევაში დახმარებისთვის ექიმს მიმართეთ.

მერწყული

რთული დღეა, რომელიც თვალთვალს და აგრესიას უკავშირდება. მოერიდეთ სიბნელეში მარტო სიარულს, უცნობ ადამიანებთან კამათს და ხმაურიან წვეულებებს. მოერიდეთ ყველაფერს, რამაც შეიძლება ფიზიკურად ან სულიერად დაგაზიანოთ. მოულოდნელმა სიახლემ ან საყვარელ ადამიანთან ურთიერთობამ შეიძლება გეგმების შეცვლა გაიძულოთ.

თევზები

დღე გრძნობების ბალანსს, შემოქმედებით და ემოციურ აღმავლობას უკავშირდება. მოსალოდნელია ხელსაყრელი ბიზნეს- წინადადება ან უკვე დაწყებული საქმის წარმატებით დასრულება. წარმატების შესანარჩუნებლად, ეცადეთ, თქვენი შესაძლებლობების საზღვრები გამოკვეთოთ. ეცადეთ, დღის მეორე ნახევარი მთლიანად დასვენებას დაუთმოთ.
Print