11 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

ამ დღეს შეხვედრები და საინტერესო ნაცნობობა გელით. შემოქმედებითი პროფესიის ვერძებს შინაგანი სამყაროს გამოხატვის საშუალება მიეცემათ. ხელსაყრელი დღეა დასვენებისა და სულიერი გარდაქმნისთვის. სასურველია, რომ ეს დღე ოჯახთან და ბავშვებთან ერთად სახლიდან შორს გაატაროთ. ერიდეთ ალკოჰოლური სასმელების და ხორციანი საკვების მიღებას.

კურო

ბედი თქვენ მიმართ ისევ კეთილგანწყობილია და ვარსკვლავები ბევრ სასიამოვნო შეგრძნებას გპირდებიან. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა ნდობაზე დამყარებული და ჰარმონიულია, მაგრამ მეგობრებთან ან ნათესავებთან ურთიერთობაში გაუგებრობები გელით. გირჩევთ, სპორტული აქტივობების ან ვარჯიშის დროს სიფრთხილე გამოიჩინოთ.

ტყუპები

თუ ხვდებით, რომ გადაიღალეთ და მუშაობის გაგრძელება გიჭირთ, ენერგიის ახალი წყაროების მოძიებაზე უნდა იზრუნოთ. მოსალოდნელია მატერიალური კეთილდღეობის გაუმჯობესება - ეს შეიძლება მოგება, ვალის დაბრუნება ან ძვირფასი ნივთის პოვნა იყოს. ხელსაყრელი ბიზნესწინადადება ან დაწყებული საქმის წარმატებით დასრულება გელით. პირად ცხოვრებაში მოულოდნელი ცვლილებები გექნებათ.

კირჩხიბი

საკუთარი მდგომარეობა სრულად გაკმაყოფილებთ. თავს მხნედ და ენერგიულად იგრძნობთ, მაგრამ მოსალოდნელი კონფლიქტი, წყენა ან გაუგებრობა განწყობას გაგიფუჭებთ. ამ დღეს ავტომობილის მართვის დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოთ.

ლომი

ხელსაყრელი დღეა ურთიერთობებისთვის, ახალი ნაცნობობისთვის, საქმიანი კონტაქტების დამყარებისა და ყოველდღიური პრობლემების გადაჭრისთვის. მოსალოდნელია შეხვედრა ძველ შეყვარებულთან და გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენა. ვარსკვლავები ახალი საქმეების დაწყებისთვის ხელსაყრელ პერიოდს გპირდებიან.

ქალწული

ბედი თქვენ მიმართ ისევ კეთილგანწყობილია. თავს მხნედ და ენერგიულად გრძნობთ. სადაც არ უნდა გამოჩნდეთ, ყველგან ყურადღების ცენტრში ხართ და გარშემო მყოფებს ხიბლავთ, მაგრამ გირჩევთ, რომ თქვენთან დაახლოების უფლება მხოლოდ სანდო ადამიანებს მისცეთ. ვარსკვლავები ვარაუდობენ, რომ ახალი საქმის დაწყებისა და გეგმების განხორციელებისთვის ხელსაყრელი პერიოდი იწყება.

სასწორი

ეს დღე გეგმებითა და იმედებით სავსეა, რომელთა უმეტესობა ასრულდება. ეცადეთ, საოჯახო საქმეები საყვარელ ადამიანთან ერთად აკეთოთ - ძველი წყენის შემდეგ ეს შერიგების შესანიშნავი საშუალება იქნება. არ დაივიწყოთ ადამიანები, რომლებმაც რთულ დროს მარტო არ დაგტოვეს.

მორიელი

სავარაუდოდ, ქვეყანაში შექმნილი სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობა თქვენს ფსიქიკასა და მსოფლმხედველობაზე გავლენას მოახდენს. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და საინფორმაციო გადაცემებს ნაკლებად უყუროთ, რადგან გამორიცხული არ არის ნერვიულობამ ჯანმრთელებასთან დაკავშირებული პრობლემები შეგიქმნათ.

მშვილდოსანი

დაძაბული მუშაობის შემდეგ ენერგიის ახალი წყაროების მოძიების, ჰორიზონტის გაფართოებისა და განკურნების დღეა. თქვენი პიროვნული თვისებები გარშემომყოფებს მოხიბლავს. წვრილმანებზე დროს ნუ დაკარგავთ, თორემ შეიძლება, იღბალმა ზურგი გაქციოთ. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებები გელით.

თხის რქა

ვარსკვლავები ახალი საქმეების, საინტერესო შეხვედრებისა და გეგმების განხორციელებისთვის ხელსაყრელი პერიოდის დაწყებას გპირდებიან. სავარაუდოდ, მოულოდნელი ამბავი საკუთარი ქმედებების გადახედვასა და პრიორიტეტების შეცვლას გაიძულებთ.

მერწყული

ეს დღე სამართლიანობისა და ინტუიციის გაძლიერების სიმბოლოა. შესანიშნავი შანსი გაქვთ, რომ წარსულის გამოცდილებას გადახედოთ და მომავალი დაგეგმოთ. თქვენი აურა ძლიერდება და იმუნიტეტი იზრდება. პლანეტების მფარველობა ბნელი ძალების გავლენისგან დაგიცავთ.

თევზები

თქვენი სასიცოცხლო ძალები იზრდება და ინტუიცია ძლიერდება. ბოლოდროინდელი უსიამოვნებები წარსულს ჩაბარდა და თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ. იზრდება თავდაჯერებულობა, პიროვნული ხიბლი და მიმზიდველობა. თევზ ქალებს ვურჩევთ, საკუთარ თავს მეტი ყურადღება მიაქციონ. სავარაუდოდ, საინტერესო ნაცნობობა გელით, რომელიც მომავალში შეიძლება, ოჯახის შექმნით დასრულდეს.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები