10 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

ამ დღეს ბიზნესსა და კომერციულ საქმიანობაში წარმატება გელით. შემოქმედმა ვერძებმა შესაძლოა, ახალი, პერსპექტიული წინადადება მიიღონ. ნებისმიერი დაბრკოლებისა და განსაცდელის მიუხედავად, ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ადამიანი, რომელსაც ამ დღეს გაიცნობთ, პრობლემებისა და უსიამოვნების გარდა, არაფერს მოგიტანთ.

კურო

ამ დღეს უფროსი თაობის წარმომადგენლებთან ურთიერთობაში სირთულეები გელით - მშობლები თქვენს მოსაზრებებს არ იზიარებენ და მათ დარწმუნებას ვერ ახერხებთ. თავი შეიკავეთ შინაური ცხოველების ვეტერინართან მიყვანისგან და თუ შესაძლებელია, ეს ღონისძიება რამდენიმე დღით გადადეთ. დაუგეგმავი შემოსავალი გელით, მაგრამ თითქმის ყველაფერი ბავშვების საჭიროებებზე დაიხარჯება. ფრთხილად იყავით ელექტრომოწყობილობებთან ურთიერთობის დროს.

ტყუპები

ძლიერი ნებისყოფა პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ. პირდაპირობა და გულწრფელობა კოლეგებთან ურთიერთობაში არსებული გაუგებრობას აღმოფხვრაში დაგეხმარებათ. გირჩევთ მედიკამენტებზე ვარგისობის ვადა შეამოწმოთ და არავითარ შემთხვევაში დოზას არ გადააჭარბოთ. თავი შეიკავეთ მძიმე საკვებისა და ალკოჰოლის მიღებისგან.

კირჩხიბი

კარგი დღეა ახალი საქმის დაწყებისა და თამამი იდეების განხორციელებისთვის. თუ შესაძლებელია, ეცადეთ, მივლინება რამდენიმე დღით გადადოთ. ახლობლები საინტერესო და მოგებიანი სამუშაოს მიღებაში დაგეხმარებიან. ფრთხილად იყავით მომწამვლელ ნივთიერებებთან და ყურადღებით დააკვირდით მედიკამენტების დოზას

ლომი

გირჩევთ, ამ დღისთვის საქმიანი შეხვედრები არ დაგეგმოთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისა და რადიკალური ცვლილებებისთვის არახელსაყრელი დღეა. თქვენი საქმიანი აქტივობა იზრდება.

ქალწული

ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. საქმე, რომელიც სრულიად უიმედოდ მიგაჩნდათ, ბოლოს და ბოლოს, ნაყოფს გამოიღებს. თუ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება გიწევთ, წინდახედულად იმოქმედეთ, რათა ღია ცის ქვეშ არ აღმოჩნდეთ.

სასწორი

ამ დღეს უფროს ნათესავებთან ან ხელმძღვანელებთან ურთიერთობაში სირთულეებია მოსალოდნელი. არ ინერვიულოთ, წარუმატებლობა ხანმოკლე იქნება. გაითვალისწინეთ, რომ თქვენმა არჩევანმა შეიძლება საყვარელ ადამიანთან კონფლიქტი გამოიწვიოს.

მორიელი

საუკეთესო დღეა საქმიანი მოგზაურობისა და მოლაპარაკებებისთვის. შესაძლოა, საკუთარ ცხოვრებაში რაღაცის შეცვლის სურვილი გაგიჩნდეთ, მაგრამ ნუ აჩქარდებით. უცნაურია, მაგრამ რაც უფრო რთულია თქვენი დავალება, მით უკეთ გაუმკლავდებით. ფრთხილად იყავით ელექტრომოწყობილობებთან.

მშვილდოსანი

პლანეტების განლაგება საქმის ნორმალურ მიმდინარეობას ხელს უშლის. საყვარელ ადამიანთან შეხვედრა ძალიან ვნებიანი იქნება. სავარაუდოდ, თქვენს მცდელობას, რომ ბინაში რემონტი დაიწყოთ, ოჯახში დებატებს გამოიწვევს. დღის მეორე ნახევარში მძიმე საკვებისა და ალკოჰოლის მიღებისგან თავი უნდა შეიკავოთ.

თხის რქა

ამ დღეს გირჩევთ, მოდუნდეთ და დაისვენოთ, რადგან რამდენიც არ უნდა ეცადოთ, ვერცერთ საქმეში წარმატებას ვერ მიაღწევთ. სრულიად მოულოდნელად, შეიძლება რელიგიით დაინტერესდეთ. ფრთხილად იყავით მომწამვლელ ნივთიერებებთან და ყურადღებით დააკვირდით მედიკამენტების დოზას.

მერწყული

ხელსაყრელი დღეა მაკონტროლებელი ორგანოების წარმომადგენლებთან ურთიერთობისთვის. სიახლე, რომელსაც ამ დღეს შეიტყობთ, ოჯახის ყველა წევრისთვის მოულოდნელი და სასიხარულო იქნება. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა სიამოვნებას მოგანიჭებთ.

თევზები

ამ დღეს საკუთარ ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. პლანეტების განლაგება თქვენს ფინანსურ კეთილდღეობას ხელს შეუწყობს. მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთის შეძენას, რადგან შესაძლოა, იმედგაცრუებული დარჩეთ. ეცადეთ თავისუფალი დრო საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისთვის გამოიყენოთ.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები