13 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

დაუგეგმავი ხარჯები ოჯახურ ბიუჯეტს მნიშვნელოვან შეამცირებს. მცირე მღელვარების შემდეგ ოჯახში მშვიდობა დამყარდება და თავს შესანიშნავად იგრძნობთ. ნებისმიერი საქმე, რომელსაც ამ დღეს დაიწყებთ, წარმატებით დასრულდება.

კურო

ენერგიით სავსე ხართ, მაგრამ წარმატებას მხოლოდ მაშინ მიაღწევთ, როცა საკუთარ პოტენციალს იმ პრობლემების გადასაჭრელად გამოიყენებთ, რომლებიც ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვენ. უმჯობესია ფინანსური პრობლემების მოგვარება სხვა დროისთვის გადადოთ და, რაც მთავარია, არ მოაწეროთ ხელი არანაირ დოკუმენტს. საღამოს საოჯახო საქმეები გელით.

ტყუპები

ამ დღეს საყვარელ ადამიანთან დაკავშირებით ნერვიულობა გელით. სიზარმაცისა და უყურადღებობის გამო შეიძლება, თქვენი ყველა მიღწევა წყალს გაატანოთ. ამ დღეს მუშაობა, როგორც არასდროს, ისე გაღიზიანებთ და გღლით.

კირჩხიბი

ამ დღეს კოლეგებთან, მშობლებთან და ახლო ნათესავებთან ურთიერთობაში სირთულეები ახლავს. ეცადეთ, საკუთარი ოცნებები რეალობას შეუსაბამოთ და ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვათ. გამორიცხული არ არის ფინანსური სირთულეები. დღის მეორე ნახევარში გავლენიან ადამიანებთან შეხვედრები გელით.

ლომი

ამ დღეს სამსახურში ძალიან ფრთხილად და ყურადღებით უნდა იყოთ. გამორიცხული არ არის, რომ ვიღაცამ თქვენთვის ხაფანგის დაგება სცადოს. შეგიძლიათ, თამამად აიღოთ სესხი და ფინანსური ოპერაციები განახორციელოთ. ეცადეთ, მეტი საოჯახო საქმეებს დრო დაუთმოთ და ოჯახის წევრებთან ურთიერთობის გარჩევას ნაკლები.

ქალწული

ამ დღეს საქმეებში სერიოზული ცვლილებები გელით. ერიდეთ ნაჩქარევი დაპირებების გაცემას და ეცადეთ, ცდუნებებს გაუმკლავდეთ. შესანიშნავი დღეა სამთავრობო უწყებებში ვიზიტისთვის - კვალიფიციური კონსულტაციები პრობლემების სწრაფად და ეფექტურად მოგვარებაში დაგეხმარებათ. ფრთხილად იყავით უფროსთან ურთიერთობის დროს.

სასწორი

დილიდან თავს მხნედ და ენერგიულად გრძნობთ და მზად ხართ, ნებისმიერი სირთულის სამუშაოს გაუმკლავდეთ. უცნობ ადამიანებთან ურთიერთობა, პრობლემებისა და უსიამოვნებების გარდა, არაფერს მოგიტანთ, ამიტომ ეცადეთ, ასეთი კავშირებისგან თავი შეიკავოთ.

მორიელი

ეს დღე ხელსაყრელია მშენებლობის, ტექნოლოგიებისა და მომსახურების სფეროში დასაქმებული მორიელებისთვის. მოსალოდნელია საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები. თავი შეიკავეთ ცხარე და ზედმეტად ცხიმიანი კერძების მირთმევისგან და უპირატესობა ბოსტნეულს და ფაფებს მიანიჭეთ.

მშვილდოსანი

ეს დღე შეიძლება თქვენი ჯანმრთელობისთვის საზიანო აღმოჩნდეს. თქვენ სწორ ფინანსურ პოლიტიკას აწარმოებთ, მაგრამ ცდუნებებთან გამკლავება მუდმივად გიჭირთ - ეცადეთ, თქვენი სახსრები უფრო გონივრულად გამოიყენოთ. მოსალოდნელია რთული საუბარი უფროსებთან, რაც, საბოლოო ჯამში, სარგებელს მოგიტანთ. ეცადეთ, ყველა წვრილმანი გულთან ალოს არ მიიტანოთ.

თხის რქა

ამ დღეს საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცევით. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის დროს მოერიდეთ აგრესიას და უხეშობას და რაც შეიძლება მეტი ზრუნვა და სიყვარული გამოხატეთ. მას ახლა რთული პერიოდი აქვს და თქვენი მხარდაჭერა სჭირდება. სავარაუდოდ, გავლენიან ადამიანებთან შეხვედრები გელით.

მერწყული

ამ დღეს ენერგიული და აქტიური ხართ და ყველაზე რთულ საქმეებსაც კი ადვილად უმკლავდებით. გირჩევთ, ნებისმიერი ფინანსური პრობლემის მოგვარება სხვა დროისთვის გადადოთ და ხელი არანაირ დოკუმენტს არ მოაწეროთ.

თევზები

დღევანდელი საღამო თქვენს ქორწინებას უფრო ჰარმონიულს გახდის. გირჩევთ, მეტი ყურადღება მიაქციოთ პროფესიული პრობლემების გადაჭრას, მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეს მუშაობა ისე გაღიზიანებთ და გღლით, როგორც არასდროს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები