11 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
კურო

ეს დღე ახალი პროექტის დაწყებაში და თამამი იდეების განხორციელებაში დაგეხმარებათ. არ არის გამორიცხული, რომ საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად, რომანტიკულ გარემოში გაატაროთ. გაითვალისწინეთ, რომ ხანმოკლე სამსახურებრივი რომანი შეიძლება კოლეგებისა და უფროსების მხრიდან ღია მტრობას გამოიწვევს. ფრთხილად იყავით მანქანის მართვის დროს.

ტყუპები

გირჩევთ, ამ დღეს საქმიანი შეხვედრები არ დაგეგმოთ. ყოველი შემთხვევისთვის, მოერიდეთ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას, რაც, გაღიზიანებისა და წყენის გარდა, არაფერს მოგიტანთ. თუ სამოქალაქო ქორწინებაში ხართ, შეიძლება თქვენი კავშირის რეგისტრაცია დაგჭირდეთ.

კირჩხიბი

ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. შეიძლება, მუცლის არეში ტკივილი იგრძნოთ. საშიში არაფერია, მაგრამ სასურველია, რომ მძიმე საკვებს და ალკოჰოლს მოერიდოთ. სავარაუდოდ, საქმიანი შეხვედრა თქვენ წინაშე ახალ, მაცდურ პერსპექტივას წარმოაჩენს. სხვადასხვა ბიზნესგარიგებებში წარმატება გელით.

ლომი

დილიდან რთული დღე გელით. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ, რომ უფროსი თაობის ნათესავებთან კამათი კონფლიქტში არ გადაიზარდოს. გამორიცხული არ არის, რომ ვიღაცამ ძველი ვალის დაბრუნება ან პირობის შესრულება მოგთხოვოთ. იზრუნეთ საკუთარ და ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობაზე.

ქალწული

საუკეთესო დღეა სამსახურებრივი მივლინებისა და მოლაპარაკებებისთვის. ეცადეთ,ყველა უსიამოვნება, რომელიც ამ დღეს გელით, უემოციოდ მიიღოთ. თქვენი გამორჩეული კომუნიკაციის უნარი ძველი პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ. ფრთხილად იყავით - შეიძლება საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა ჩიხში შევიდეს.

სასწორი

პლანეტების განლაგება საქმის წარმატებით დასრულებაში ხელს გიშლით. შესაძლოა, ახლობელმა ადამიანმა კულტურულ ღონისძიებაზე მიგიწვიოთ და უარს ნუ იტყვით - საინტერესო ნაცნობობა გელით. გირჩევთ მარილიანი, ცხიმიანი და ცხარე საკვების შეზღუდოთ. გამორიცხული არ არის ძველი გრძნობების განახლება.

მორიელი

ცოტა დაისვენეთ, რადგან თქვენი აქტიურობა მაინც უშედეგოდ დასრულდება. ძალიან ფრთხილად უნდა იმუშაოთ, რადგან ელემენტარულმა შეცდომამ შეიძლება დიდი ფინანსური ზარალი გამოიწვიოს. ბიზნესპარტნიორებთან ახალი კავშირები შეიძლება, ძალიან მყარი და ხანგრძლივი აღმოჩნდეს. ფრთხილად იყავით მანქანის მართვის დროს.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების წარმომადგენლებთან შეხვედრისთვის. გაითვალისწინეთ, რომ ტყუილი ვერ გიშველით, პირიქით, ამით მხოლოდ საკუთარ თავს დააზარალებთ. სიტუაციის ანალიზის საშუალებით მისი მოგვარების მცდელობა უშედეგო იქნება, ამიტომ არც ეცადოთ.

თხის რქა

ამ დღეს საკუთარ ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. გამორიცხული არ არის უსიამოვნო სიახლეები ან გარემოებათა არახელსაყრელი განვითარება. ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში მოერიდეთ კატეგორიულობას და უხეშობას. არახელსაყრელი დღეა ინდივიდუალური სამუშაოსთვის, რომელიც ყურადღების კონცენტრაციას მოითხოვს. სხვადასხვა ბიზნესგარიგებებში წარმატებას გელით.

მერწყული

თუ ფინანსური მდგომარეობა საშუალებას გაძლევთ, ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის. მოერიდეთ ახლობელი ადამიანების კრიტიკას, წინააღმდეგ შემთხვევაში, დღის ბოლოს შეიძლება სრულიად მარტო დარჩეთ.

თევზები

ამ დღეს შეიძლება სახელმწიფო მოხელეებისგან თხოვნაზე უარი მიიღოთ. არ დაგავიწყდეთ, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე საჭიროა, სიტუაცია ყურადღებით შეისწავლოთ. სამთავრობო უწყებებთან კონტაქტის დროს ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა შეიძლება ჩიხში შევიდეს.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები