18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

სამთავრობო უწყებებთან ურთიერთობისთვის არახელსაყრელი დღეა - შეთანხმებას ვერც ერთ საკითხში ვერ მიაღწევთ. ეცადეთ, რომ მიზნები და ოცნებები რეალობას შეუთავსოთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობებაში მოსალოდნელია სერიოზული გართულებები, მაგრამ ეცადეთ საქმე კონფლიქტამდე არ მიიყვანოთ.. ახლობელ ადამიანს თქვენი დახმარება სჭირდება და ეცადეთ იმედი არ გაუცრუოთ. .

კურო

რთული დღეა. ეცადეთ, მეტი სიფრთხილე და წინდახედულება გამოიჩინოთ. ფინანსური ოპერაციებისთვის ხელსაყრელი დღეა - შეგიძლიათ, სესხი თამამად აიღოთ სესხები. ერიდეთ ვირუსებს და გაითვალისწინეთ ექიმების რეკომენდაციები.

ტყუპები

ეცადეთ, მეტი სიბრძნე და მოთმინება გამოიჩინოთ. თავი შეიკავეთ ნაჩქარევი დაპირებების გაცემისგან, რადგან შეიძლება ვიღაცას იმედი გაუცრუოთ. სასურველია, რომ სპორტისთვის დრო გამონახოთ ან უბრალოდ, სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს შესაძლოა, ვალი დაგიბრუნონ ან ძვირფასი საჩუქარი მიიღოთ. ნუ ენდობით უცხო ადამიანს, რომელიც თქვენთვის მახეს დაგებას ცდილობს. სავარაუდოდ, ძველ პრობლემებთან დაბრუნება მოგიწევთ, რომლებიც უკვე მოგვარებული გეგონათ. ნუ მოდუნდებით - ამ დღეს ძლიერი ნებისყოფა გჭირდებათ.

ლომი

ეცადეთ საკუთარი ილუზიების ტყვედ არ იქცეთ და თავი არ მოიტყუოთ. გამორიცხული არ არის საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები. თუ მეგობრებთან შეხვედრას გეგმავთ, გირჩევთ საყვარელი ადამიანი არ წაიყვანოთ - შესაძლოა, გაუგებრობაში აღმოჩნდეთ.

ქალწული

რთული დღეა, რაც თქვენს განწყობაზეც აისახება. ფინანსების სწორად მართვა შეგიძლიათ,მაგრამ მუდმივად ცდუნებებთან ბრძოლა გიწევთ. პრობლემების თავიდან ასაცილებლად, ეკონომიურად ცხოვრება უნდა ისწავლოთ. შესაძლოა ახლობელმა ადამიანმა მოგებიან ბიზნესში ჩართვა შემოგთავაზოთ.

სასწორი

ამ დღეს ნებისმიერ რთულ საქმეს ადვილად გაუმკლავდებით. ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას ზეწოლას და უხეშობას მოერიდოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, კონფლიქტს თავიდან ვერ აიცილებთ. ადამიანს, რომელმაც რთულ დროს არ მიგატოვათ, თქვენი დახმარება სჭირდება და იმედი არ უნდა გაუცრუოთ.

მორიელი

ეს დღე სავსეა სასიყვარულო განცდებით და ინტრიგებით. ეცადეთ, საკუთარ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ - გამორიცხეთ ხორცი მენიუდან და ბოსტნეულით ჩაანაცვლეთ. იზრდება საკვებით მოწამვლის, საყოფაცხოვრებო დაზიანებების და საგზაო შემთხვევების რისკი.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა კოლეგებთან და ნათესავებთან ურთიერთობისთვის. გირჩევთ, პროფესიული პრობლემების გადაჭრას მეტი ყურადღება მიაქციოთ. გაუთვალისწინებელი ხარჯები გელით და ეცადეთ, საფულე ცარიელი არ იყოს.

თხის რქა

შესაძლოა, სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიის დაქვეითება იგრძნოთ. სავარაუდოდ, ოჯახის წევრი სახლში მოსვლას დააგვიანებს და ამის გამო ნერვიულობა მოგიწევთ. თუ გყავთ მეგობრები, რომლებთანაც რაიმე მიზეზით იჩხუბეთ, დროა, შერიგებაზე იფიქროთ. ნუ მოდუნდებით, ამ დღეს ძლიერი ნებისყოფა უნდა გამოიჩინოთ.

მერწყული

გაითვალისწინეთ, რომ საყვარელი ადამიანი თქვენს თავშეკავებას უყურადღებოდ აღიქვამს, რამაც შეიძლება გაუგებრობა და და წყენა გამოიწვიოს. უსიამოვნო საუბრისგან თავის დაღწევას ვერ შეძლებთ, თუმცა შედეგი თქვენთვის სასარგებლო იქნება. ბევრი მერწყული საღამოს სიყვარულსა და გართობას დაუთმობს.

თევზები

ეს დღე განსაკუთრებით ხელსაყრელია შემოქმედი თევზებისთვის. ეცადეთ მაცდურ შეთავაზებებს არ ენდოთ - ვიღაც თქვენს მოტყუებას ცდილობს. სასურველია, რომ ამ დღეს მენიუდან მარილიანი და ცხარე საკვები გამორიცხოთ.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები