28 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

ამ დღის მთავარი ამოცანა, ფინანსების სწორად მართვა იქნება, რასაც თქვენი გამოცდილების წყალობით, წარმატებით გაუმკლავდებით. ახლობელ ადამიანთან უსიამოვნო საუბარი გელით, თუმცა სადავო საკითხებს რაც უფრო ადრე გადაწყვეტთ, მით უკეთესია. იზრუნეთ იმუნიტეტის ამაღლებაზე.

კურო

ამ დღეს ბევრი წინააღმდეგობრივი სიტუაცია ახლავს, რაც უდიდეს მოთმინებას და გამძლეობას მოითხოვს. ოჯახში დაძაბული გარემო გაიძულებთ გასართობი სახლის გარეთ ეძებოთ და საღამო მეგობრების გარემოცვაში გაატაროთ. თუ კუჭთან დაკავშირებული პრობლემები გაწუხებთ, გირჩევთ მენიუდან მარილიანი და ცხარე საკვები გამორიცხოთ. ეცადეთ ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე და თავშეკავება გამოიჩინოთ.

ტყუპები

ცვლილებებით და სიახლეებით სავსე დღეა. მოერიდეთ სახლში და სამსახურში მძიმე და შრომატევადი სამუშაოს შესრულებას. ეცადეთ ვალები დროულად გადაიხადოთ, მით უმეტეს, რომ ფინანსურ სირთულეებს მალე წარმატებები შეცვლის. ნუ იქნები უმადური და სიკეთით გადაუხადეთ ადამიანებს, რომლებმაც რთულ დროს არ მიგატოვეს.

კირჩხიბი

ამ დღეს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებში განსაკუთრებული წარმატება გელით. სავარაუდოდ, სასიამოვნო თავგადასავალი გელით, რომელიც დიდხანს გემახსოვრებათ. მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას და სერიოზული ვალდებულებების აღებას - ჯერჯერობით ამის დრო არ მოსულა. ამ დღეს წარმატებები ყოველი ფეხის ნაბიჯზე დაგყვებათ.

ლომი

შესაძლოა, დილას სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიის დაქვეითება იგრძნოთ, თუმცა პრობლემები დიდხანს არ გაგრძელდება. თუ ზოგად დეპრესიას და ნერვიულობას არ ჩავთვლით, ჯანმრთელობის თვალსაზრისით პრობლემები მოსალოდნელი არ არის. შესაძლებელია შეხვდეთ ადამიანს, ვინც დიდი ხანია, არ გინახავთ.

ქალწული

პასიური დღეა, ამიტომ თქვენც ნაკლები უნდა იაქტიუროთ... თუ თავს მოდუნების უფლებას მისცემთ, ფინანსურ სირთულეებს თავიდან ვერ აიცილებთ. სექსისთვის არახელსაყრელი დღეა. ეცადეთ, საკუთარ და ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ,. გირჩევთ იმუნიტეტის ამაღლებაზე იზრუნოთ.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა შემოქმედი სასწორებისთვის. თუ მუზა გეწვიათ, შესაძლოა, შედევრი შექმნათ. მოერიდეთ დაუფიქრებელ მოქმედებას და აკონტროლეთ საკუთარი სიტყვები, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას საფრთხე დაემუქროს.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის. ფრთხილად იყავით - იზრდება მოწამვლის რისკი. უფროს ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობა ხალისიანი და სასარგებლო იქნება. ეცადეთ, ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე და წინდახედულება გამოიჩინოთ.

მშვილდოსანი

თუ მარტოხელა ხართ, შესაძლოა, ძლიერი გრძნობა გეწვიოთ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოთ. არ არის გამორიცხული, რომ ვიღაცამ თქვენი სიტყვები ან მოქმედება არასწორად გაიგოს და ზედმეტად თავდაჯერებულად ჩაგთვალოთ. თუ უცხოელი მეგობრები გყავთ, დღეს საუკეთესო დღეა მათ შესახვედრად. ნუ იქნებით უმადური - ეცადეთ, დაეხმაროთ ადამიანს, რომელმაც რთულ დროს არ მიგატოვათ.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური მუშაობისთვის. ყველაზე ნაყოფიერი დღის პირველი ნახევარი იქნება, ამიტომ ჯობს მნიშვნელოვანი საკითხები სადილამდე მოაგვაროთ. ამ დღეს წარმატებები ყოველ ნაბიჯზე დაგყვებათ.

მერწყული

სავარაუდოდ, ამ დღეს დაუგეგმავი ხარჯები გელით. შეიძლება ავადმყოფ ნათესავზე ზრუნვა მოგიწიოთ, მაგრამ ნურც ბავშვებს დაივიწყებთ და ეცადეთ, დიდი ხნით თვალი არ მოაცილოთ..

თევზები

ამ დღეს ენერგიის ნაკლებობას არ უჩივით. სამსახურში გამორიცხული არ არის მცირე უთანხმოება, მაგრამ ეცადეთ, რომ საქმე კონფლიქტამდე არ მიიყვანოთ. გირჩევთ, მეტი ყურადღება მიაქციოთ საკუთარ თავს და ჯანმრთელობას.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები